ირანში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ით 142 ადამიანი გარდაიცვალა2020-07-10 15:03:41

ირაკლი კოვზანაძე: ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები დაბეგვრის ნაწილში თითქმის შესრულებულია2020-07-10 14:35:30

რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 6 635 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 174 ინფიცირებული2020-07-10 14:32:35

მარინა ეზუგბაია - დღეს დადასტურებული ხუთი ახალი შემთხვევიდან ერთის ინფიცირების წყარო უცნობია2020-07-10 14:30:20

გიორგი გახარია დაშბაშის კანიონზე იმყოფებოდა - ჩვენ წელს ერთად უნდა გავაძლიეროთ ტურიზმი, „ვიმოგზაუროთ საქართველოსთვის“, ერთად აღმოვაჩინოთ ახალი ადგილები2020-07-10 14:26:44

ირანში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ით 142 ადამიანი გარდაიცვალა

რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 6 635 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 174 ინფიცირებული

აშშ-ში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 1 195 ადამიანი კი გარდაიცვალა

24.06.2020

19:17

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 25 საბაზისო პუნქტით, 8.25 პროცენტამდე ამცირებს

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღეს რეფინანსირების განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.25 პროცენტით განისაზღვრა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მაისში წლიურმა ინფლაციამ 6.5 პროცენტი შეადგინა. ეროვნული ბანკის პროგნოზით, წლის დარჩენილ პერიოდში ინფლაციას შემცირების ტენდენცია ექნება და 2021 წლის პირველ ნახევარში მიზნობრივ დონემდე დავა.

„ინფლაციის მოსალოდნელ დინამიკას, როგორც მოთხოვნის, ასევე მიწოდების მხარეს არსებული ფაქტორების ურთიერთქმედება განსაზღვრავს. ვირუსის გავრცელების შეკავების ღონისძიებებმა ზოგიერთი საქონლისა და მომსახურების მიწოდების ხარჯების ზრდა გამოიწვია. თუმცა, აღნიშნულს ინფლაციის მაჩვენებელზე მხოლოდ მოკლევადიანი გავლენა აქვს. მეორე მხრივ, როგორც საგარეო, ასევე შიდა მოთხოვნის მნიშვნელოვანი შესუსტების ზემოქმედება ინფლაციაზე უფრო ხანგრძლივი იქნება, რაც ინფლაციის პროგნოზის შემცირებას განაპირობებს. ამავე დროს, გასათვალისწინებელია, რომ მიზნობრივ მაჩვენებელზე ზევით ინფლაციის ხანგრძლივად შენარჩუნება ინფლაციური მოლოდინების ზრდის რისკებს აჩენს. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი აგრძელებს გამკაცრებული პოლიტიკიდან ეტაპობრივ გამოსვლას და განაკვეთს 25 საბაზისო პუნქტით ამცირებს. შემცირების მიუხედავად, მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებული რჩება, რაც საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან დაბრუნებას უზრუნველყოფს. მონეტარული პოლიტიკის შემდგომი ნორმალიზაციის ტემპი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად სწრაფად შემცირდება ინფლაციის მოლოდინები“, – აღნიშნავენ საქართველოს ეროვნულ ბანკში.

როგორც ცენტრალურ ბანკში აცხადებენ, წინასწარი ინდიკატორები ერთობლივი მოთხოვნის მოსალოდნელ შემცირებასთან დაკავშირებით შერეულ სიგნალებს იძლევა.

„არსებული შეფასებით, ეკონომიკური აქტივობა აპრილში წლიურად 16.6 პროცენტით შემცირდა. ამავე დროს, საგადახდო ბარათებით განხორციელებული ტრანზაქციების მოცულობა მაისში, წინა თვესთან შედარებით, 21 პროცენტით გაიზარდა, თუმცა, წლიური ზრდის მაჩვენებელი კვლავ უარყოფითია. მეორე მხრივ, აღსანიშნავია მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის მაღალი წლიური ზრდა, რაც ეკონომიკური საქმიანობის გააქტიურებაზე მიუთითებს. ამავე დროს, შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნის კვალდაკვალ, საკრედიტო აქტივობის გარკვეული გაუმჯობესება შეინიშნება. ჯამურად, ეს ფაქტორები ნიშნავს, რომ ერთობლივი მოთხოვნის მოსალოდნელი კლების მასშტაბთან დაკავშირებით საკმაო გაურკვევლობა არსებობს. გარდა ამისა, მოსალოდნელია, რომ წლის დარჩენილ პერიოდში ერთობლივ მოთხოვნაზე პოზიტიურად აისახება მნიშვნელოვანი ფისკალური სტიმული, მათ შორის, იპოთეკური სესხების საპროცენტო ხარჯის დაგეგმილი ნაწილობრივი სუბსიდირება. ეს უკანასკნელი კი, ფაქტობრივად, მონეტარული პოლიტიკის დამატებითი შერბილების ტოლფასია“, – ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.

ეროვნული ბანკის არსებული პროგნოზებით, სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებში ეკონომიკის ვარდნის შედეგად, საგარეო მოთხოვნა წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად შესუსტებული დარჩება. წინასწარი მონაცემებით, მაისში საქონლის ექსპორტი წლიურად 31 პროცენტით, ხოლო საერთაშორისო მოგზაურებიდან მიღებული შემოსავალი 97 პროცენტით შემცირდა. საექსპორტო შემოსავლების კლებასთან ერთად, მაისში იმპორტიც წლიურად 34 პროცენტით შემცირდა.

„საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს მომავალშიც დააკვირდება და ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს“, – აღნიშნავენ ეროვნულ ბანკში.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2020 წლის 5 აგვისტოს ჩატარდება.

წყარო / სტატიის ავტორი

newstimes.ge

სხვა სიახლეები

10.07.2020

14:35

ირაკლი კოვზანაძე: ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები დაბეგვრის ნაწილში თითქმის შესრულებულია

„პარლამენტი ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე ინტენსიურად მუშაობს, მათ შორის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ჩართულობა ამ პროცესში განსაკუთრებით აქტიურია, ფაქტიურად კომიტეტმა დაბეგვრის ნაწილში ვალდებულებები შეასრულა. ევროდირექტივებთა...

10.07.2020

14:14

კონკურენციის სააგენტო - 2018 წლის 10 დეკემბერს პურის ფასის ზრდა კომპანიების გონივრულ, დანახარჯებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებას წარმოადგენდა

საქართველოს კონკურენციის სააგენტომ ხორბლისა და პურპროდუქტების ბაზრის მონიტორინგი დაასრულა, რომლის მთავარ მიზანს 2018 წლის 10 დეკემბერს პურის ფასის ზრდის კონკრეტული ფაქტის კონკურენტულ გარემოსთან შესაბამისობის შესწავლა წარმოადგენდა. საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, ყურადღება გამახვილდა ფქვილის...

08.07.2020

12:24

საქართველოში საქმიანი ვიზიტები ყველა ქვეყნიდან შეუფერხებლად, წინასწარ შესაბამისი ფორმის შევსებისა და დარგობრივ უწყებასთან შეთანხმებით განხორციელდება

საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, საქმიანი ვიზიტები ყველა ქვეყნიდან შეუფერხებლად განხორციელდება წინასწარ, შესაბამისი ფორმის შევსებისა და შესაბამის დარგობრივ უწყებასთან შეთანხმებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა....

06.07.2020

19:38

ნათია თურნავა - უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმა ჩვენ გადაწყვეტილებას, რომლითაც „ვიზეარი“ ევროპიდან მოქალაქეების ჩამოყვანაში დაგვეხმარება

საქართველო და უნგრეთი, სპეციალური მუშა-ჯგუფის ფარგლებში, პროცედურებს შეიმუშავებს, რომლითაც შესაძლებელი იქნება, ძალიან ფრთხილად გაიხსნას ჩვენი ბაზარი უნგრეთის ვიზიტორებისთვის და ასევე უნგრეთის საზღვრები საქართველოდან წამსვლელებისთვის, რათა არ დაზარალდეს ის დადებითი ეპიდემიოლოგიური ვითარება, რაც გვაქვ...

01.07.2020

18:15

ირაკლი კოვზანაძე: საქართველოს ეროვნული ბანკის აუდიტს KPMG ჩაატარებს

პარლამენტმა ეროვნული ბანკის 2020-2021 წლის ანგარიშგების აუდიტის განხორციელებისთვის აუდიტორი შეარჩია. გარე აუდიტს აუდიტორული კომპანია KPMG ჩაატარებს. ...

26.06.2020

20:04

გიორგი გახარიამ ირაკლი აბესაძეს მიმართა - გადასახადებით, მსოფლიო ბანკის რეიტინგით, საქართველო არის მე-3 ადგილზე და რამე წაიკითხეთ, ისწავლეთ

ეკონომიკა არის ზუსტი მეცნიერება და საგადასახადო ტვირთი ითვლება პირდაპირი გადასახდელების მიხედვით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დეპუტატ ირაკლი აბესაძის მიერ ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა....

24.06.2020

17:11

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 25 ივნისისთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 25 ივნისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 3.0556 ლარი ეღირება, ევრო – 3.4528 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.8278 ლარი. ​ ...

24.06.2020

16:39

ირაკლი კოვზანაძე: მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის აუცილებელია ვალის შემდგომი ზრდის კონტროლი

„2020 წლის კორექტირებული სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარმოადგენს საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისულმა გეგმის ფინანსურ უზრუნველყოფას. ...

23.06.2020

18:14

აფბა „კავკასუს ონლაინის“ საქმესთან დაკავშირებით, ეკონომიკის სამინისტროს და ინვესტორთა საბჭოს მიმართავს

არასამთავრობო ორგანიზაცია ”ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბა” მიმართავს ეკონომიკის სამინისტროს და ინვესტორთა საბჭოს და მოუწოდებს შესაბამისი რეაგირებისკენ ”კავკასუს ონლაინის” საქმესთან დაკავშირებით. ასოციაცია მიმართავს უწყებებს, რათა არ დაუშვან კომუნიკაციების კომისიის დაუსაბუთებე...

23.06.2020

14:19

ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დაგეგმილ ტენდერებზე ინფორმაცია სამშენებლო კომპანიებს გააცნო

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა დაგეგმილ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით ღია კარის დღე გამართა. შეხვედრაზე სამინისტროს წარმომადგენლებმა სამშენებლო კომპანიებს მიაწოდეს ინფორმაცია იმ დაგეგმილ ტენდერებზე, რომელსაც ფო...