ირანში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ით 142 ადამიანი გარდაიცვალა2020-07-10 15:03:41

ირაკლი კოვზანაძე: ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები დაბეგვრის ნაწილში თითქმის შესრულებულია2020-07-10 14:35:30

რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 6 635 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 174 ინფიცირებული2020-07-10 14:32:35

მარინა ეზუგბაია - დღეს დადასტურებული ხუთი ახალი შემთხვევიდან ერთის ინფიცირების წყარო უცნობია2020-07-10 14:30:20

გიორგი გახარია დაშბაშის კანიონზე იმყოფებოდა - ჩვენ წელს ერთად უნდა გავაძლიეროთ ტურიზმი, „ვიმოგზაუროთ საქართველოსთვის“, ერთად აღმოვაჩინოთ ახალი ადგილები2020-07-10 14:26:44

ირანში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ით 142 ადამიანი გარდაიცვალა

რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 6 635 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 174 ინფიცირებული

აშშ-ში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 1 195 ადამიანი კი გარდაიცვალა

29.06.2020

12:01

საზღვარგარეთ სეზონურად დასაქმებულები 300-ლარიან კომპენსაციას მიიღებენ

სახელმწიფო დაეხმარება იმ მოქალაქეებს, რომლებიც სეზონურ სამუშაოებზე სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობდნენ, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამილა ბარკალაიმ განაცხადა.

მინისტრის მოადგილის თქმით, მოქალაქეებს არანაირი დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა არ ევალებათ, მხოლოდ საჭიროა, დარეგისტრირდნენ 15 ივლისამდე ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის პორტალზე, ხოლო საზღვრის კვეთის შესახებ დამადასტურებელ ინფორმაციას სამინისტრო შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მიიღებს.

​დღეისათვის სახელმწიფოს დახმარება პანდემიის პერიოდში დაზარალებულმა უკვე 105 ათასამდე თვითდასაქმებულმა პირმა მიიღო. 26 ივნისიდან კი, კომპენსაციის მიმღები ბენეფიციართა წრე გაფართოვდება და ის დასაქმებულები, რომლებიც სეზონურ სამუშაოებზე სხვადასხვა ქვეყანაში საქმდებოდნენ, დახმარებას, ერთჯერადი სახით, 300 ლარის ოდენობით მიიღებენ.

26 ივნისის, საქართველოს მთავრობის 388-ე დადგენილების თანახმად, „ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის №286 დადგენილებაში ცვლილება შევიდა.

ცვლილების თანახმად, საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც თვითდასაქმებულები იყვნენ საქართველოს საზღვრებს გარეთ, რაც დასტურდება 2019 წელს 60-ჯერ ან/და 2019 წლის მარტის თვიდან ოქტომბრის თვის ჩათვლით პერიოდში 30-დან 120 კალენდარულ დღემდე საზღვრის კვეთით, ეძლევათ შესაძლებლობა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან (შსს) გაცემული, შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაციის არსებობის შემთხვევაში, დარეგისტრირდნენ კომპენსაციის მიმღებ პირებად ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალზე (https://compensation.moh.gov.ge/) განმცხადებლად არაუგვიანეს 2020 წლის 15 ივლისისა.

ამასთან, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიერ გაგზავნილი შეტყობინების საფუძველზე, სარეგისტრაციო პორტალზე დარეგისტრირებულ თვითდასაქმებულ პირებს მიეცათ არასრული/დაუზუსტებელი მიმაგრებული დოკუმენტაციის განახლების საშუალება არაუგვიანეს 2020 წლის 15 ივლისისა.

29 ივნისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით სულ დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები თვითდასაქმებული 156 186 პირი. მათგან 104 547 პირმა მიიღო 300 ლარიანი კომპენსაცია. სულ გადაირიცხა 31 364 100 ლარი.

წყარო / სტატიის ავტორი

newstimes.ge

სხვა სიახლეები

10.07.2020

14:30

მარინა ეზუგბაია - დღეს დადასტურებული ხუთი ახალი შემთხვევიდან ერთის ინფიცირების წყარო უცნობია

თბილისის ინფექციური კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დღეს ქვეყნის მასშტაბით 112 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობ „დაგვემატა ხუთი ახალი დადასტურებული შემთხვევა და გახლავთ 973 დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელებული მხოლოდ ორი პაციენტია. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 84...

10.07.2020

14:16

ეროვნულ გამოცდაზე გასულ აბიტურიენტს COVID-19 დაუდგინდა

აბიტურიენტს, რომელიც 7 ივლისს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე იმყოფებოდა, ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. ...

10.07.2020

13:36

სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვას კავშირგაბმულობის აღჭურვილობა გადაეცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვას, აშშ-ის საელჩოს თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) ფინანსური მხარდაჭერით, კავშირგაბმულობის თანამედროვე აღჭურვილობა და საკომუნიკაციო საშუალებები გადაეცა....

10.07.2020

13:30

ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან - კრისტიან ურსესთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან - კრისტიან ურსესთან, რომელიც ჩვენს ქვეყანაში 5-წლიან მოღვაწეობას ასრულებს....

10.07.2020

13:27

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადება

საქართველოს თავდაცვის ძალების ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ ავღანეთში როტაციით მყოფი კონტინგენტიდან 28 სამხედრო მოსამსახურე, რომელთაც შესაბამისი ტესტირებისას კოვიდვირუსი დაუდასტურდათ, სპეციალური რეისით გერმანიის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავით, როტაციით გათვალისწინებულ ვადამდე რამდენიმე ...

10.07.2020

13:24

საბერძნეთმა საქართველოს საზღვარი გაუხსნა

საბერძნეთმა ევროკავშირის 14 არაწევრი ქვეყნისთვის საზღვრები გახსნა, მათ შორის არის საქართველო. ...

08.07.2020

15:12

თბილისის მერია ვერის ბაღისა და თბილისის დენდროლოგიური პარკის რეაბილიტაციას გეგმავს

დედაქალაქის მერია ვერის ბაღისა და თბილისის დენდროლოგიური პარკის პროექტირებას გეგმავს, რის შემდეგაც ორივე პარკს სრულმასშტაბიანი რეაბილიტაცია ჩაუტარდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა....

08.07.2020

14:19

გიორგი ვოლსკი -ევროკავშირის 5 ქვეყნისთვის საზღვრის გახსნაზე: გარანტიების მაქსიმუმი იქნება უზრუნველყოფილი, რათა საფრთხე არ შეექმნას მოქალაქეების ჯანმრთელობას

„როდესაც ევროკავშირის ხუთ ქვეყანასთან ხელშეკრულება ფორმდება, ყველაფერი გაწერილია ორმხრივად იმისთვის, რათა საფრთხე არ შეექმნას საქართველოს, ჩვენს მოქალაქეებს და არც თავად არიან დილეტანტები საიმისოდ, რომ საკუთარ მოქალაქეებს შეუქმნან პრობლემები“,- ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილ...

08.07.2020

12:23

საქართველო გერმანიას, საფრანგეთს, ლატვიას, ლიეტუვასა და ესტონეთს საზღვრებს გაუხსნის

საქართველო ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანასთან საზღვრებს ხსნის. ...

07.07.2020

14:31

ვლადიმერ ბორცვაძე - ტყუილია, თითქოს ნინო გიორგობიანმა „შკოდას“ მარკის ავტომანქანა გაგზავნა იაკობ ბრეგვაძის წამოსაყვანად-ეს გამოძიებით დადასტურებულია და აქ კითხვის ნიშანი აღარ არსებობს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის თქმით, ტყუილია მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ნინო გიორგობიანმა „შკოდას“ მარკის ავტომანქანა გაგზავნა იაკობ ბრეგვაძის წამოსაყვანად....