გიგი უგულავა - მოსამართლეების კინწისკვრით, პანჩურებით გამოყრას ძალიან მალე ნახავს ქართველი ხალხი2020-07-30 12:53:50

ეკატერინე ტიკარაძე - ვამზადებთ ჯანდაცვის სექტორს, რომ გავუმკლავდეთ ნებისმიერი რაოდენობის ინფიცირებული პაციენტის მიღებას2020-07-30 12:50:19

მარინა ეზუგბაია - ვალდებული ვართ, რეგულაციები შევასრულოთ, შესაძლოა, ვინმეს პროტესტის გრძნობა გაუჩნდეს, მაგრამ ექვსი თვეა, ვცხოვრობ ზუსტად იმ რეკომენდაციებით, რომლებსაც გავცემ2020-07-30 12:44:15

ეკა ბესელია მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარულ ოლქში იყრის კენჭს2020-07-30 12:39:51

გიორგი ვაშაძე - მზად ვარ, შევიდე ბრძოლაში, როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი2020-07-30 12:38:24

აშშ-ში კორონავირუსის 56 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1076 ადამიანი

ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა

ირანში კორონავირუსის 2 414 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დაიღუპა 217 ადამიანი

10.07.2020

14:14

კონკურენციის სააგენტო - 2018 წლის 10 დეკემბერს პურის ფასის ზრდა კომპანიების გონივრულ, დანახარჯებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებას წარმოადგენდა

საქართველოს კონკურენციის სააგენტომ ხორბლისა და პურპროდუქტების ბაზრის მონიტორინგი დაასრულა, რომლის მთავარ მიზანს 2018 წლის 10 დეკემბერს პურის ფასის ზრდის კონკრეტული ფაქტის  კონკურენტულ გარემოსთან შესაბამისობის შესწავლა წარმოადგენდა. საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, ყურადღება  გამახვილდა ფქვილის და ხორბლის ბაზრებზე, როგორც პურის ფასის ცვლილებაზე ზეგამვლენ ბაზრებზე.

პურისა და ფქვილის მწარმოებელ ეკონომიკურ აგენტებთან და დარგობრივ ასოციაციებთან გამართული საკონსულტაციო შეხვედრების შედეგად, სააგენტოს მიერ განისაზღვრა მონიტორინგის ძირითადი მიმართულებები: 1. პურის ბაზარი 2. ფქვილის ბაზარი 3. ხორბლის ბაზარი

მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ 2015-2018 წლებში ხორბლის ბაზრის იმპორტის დონის სტრუქტურა მნიშვნელოვნად შეიცვალა. კერძოდ, გაიზარდა იმპორტიორი ეკონომიკური აგენტების რაოდენობა და შემცირდა ბაზრის კონცენტრაციის ინდექსი. აღნიშნულის შედეგად, ქვედა დონის - ხორბლის საბითუმო მიწოდების ბაზარზე კონკურენცია გაძლიერდა.

2015 წელს 49 ეკონომიკურმა აგენტმა 535 263 ტონა ხორბლის იმპორტი, ხოლო 2018 წელს  115-მა ეკონომიკურმა აგენტმა 573 885 ტონა ხორბლის იმპორტი განახორციელა. ბაზრის კონცენტრაციის ინდექსი 1184 ერთეულიდან - 550 ერთეულამდე შემცირდა, რაც დაბალკონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია. 2015 წელს ბაზრის 4 უმსხვილესი იმპორტიორის ჯამური წილი 58% იყო, 2018 წელს კი მათი ჯამური წილი 35%–მდეა. ამავე პერიოდში, ადგილობრივი ხორბლის წარმოების მოცულობა  125.6 ათასი ტონიდან 106 ათას ტონამდეა შემცირებული.

ხორბლის ბაზრის იმპორტის დონის სტრუქტურის ცვლილების ძირითად მიზეზს წარმოადგენდა 2017-2018 წლებში საავტომობილო გზით ხორბლის იმპორტის გააქტიურება. 2015 წელს საზღვაო გზით იმპორტირებული ხორბლის წილი საერთო იმპორტში 93%–ის ფარგლებში იყო, 2018 წელს კი ხორბლის დიდი ნაწილის იმპორტი საავტომობილო გზით განხორციელდა – 46%, საზღვაო იმპორტის წილი 19%–მდეა შემცირებული. მონიტორინგის ფარგლებში, წისქვილკომბინატების და დარგობრივი ასოციაციის მიერ, დაფიქსირდა პოზიცია საავტომობილო გზით იმპორტირებული ხორბლით მარაგების შექმნის შეუძლებლობის შესახებ. სააგენტომ, ერთი მხრივ, გაიზიარა პოზიცია - საავტომობილო გზით იმპორტირებული ხორბლით მარაგების შექმნის სირთულის შესახებ, თუმცა, მეორე მხრივ, შესაბამისი ინფორმაციის ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ საავტომობილო გზით იმპორტირებულ ხორბალს კრიტიკულად უარყოფითი გავლენა წისქვილკომბინატების ხორბლის მარაგებზე, პრაქტიკულად, არ გააჩნდა.

მონიტორინგის ფარგლებში, სააგენტომ ყურადღება გაამახვილა ხორბლის მარაგების რაოდენობრივ საკითხზეც, რადგან საერთაშორისო ბაზარზე ხორბლის ფასის ზრდის შემთხვევაში, ხორბლის მარაგი შესაძლოა წარმოადგენდეს ხორბლის გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტების თვითღირებულებისა და სარეალიზაციო ფასის მაბალანსირებელ ფაქტორს. შესაბამისი ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ წისქვილკომბინატებს, შესასწავლ პერიოდში, გააჩნდათ საკუთრი წარმოების საშუალოდ ერთი თვის მარაგი. შესაბამისად, 2018 წელს, ხორბლის ახალი მოსავლის პირობებში, რომელიც 2017 წელთან შედარებით გამოირჩეოდა მაღალი თვითღირებულებით, წისქვილკომბინატების ხორბლის მცირე მარაგები არ იძლეოდა ფქვილის ფასის - განსახილველ შემთხვევაში პურის წარმოებაში გამოსაყენებელი პირველი ხარისხის ფქვილის ფასის გრძელვადიანი/სტაბილური შენარჩუნების შესაძლებლობას.

მონიტორინგის ფარგლებში, ინფორმაციის გამოთხოვა მოხდა - საქართველოს 8 გუბერნიიდან და 65 მუნიციპალიტეტიდან, სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიიდან, შემოსავლების სამსახურიდან, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან, ფქვილისა და პურის მწარმოებელი კომპანიებიდან, ენერგომომარაგების და ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანიებიდან, ასევე ხორბლისა და პურპროდუქტების ასოციაციებისგან, დისტრიბუტორი კომპანიებისგან, კომერციული ბანკებიდან და ა.შ.

მონიტორინგის მთავარი მიზნის, პურის ფასის ზრდის მიზეზების დეტალური ანალიზის პროცესში, სააგენტომ შეისწავლა, როგორც 2018 წლის 10 დეკემბერს პურის ფასის ზრდის თავდაპირველი შემთხვევები, ასევე გამოარკვია, რომ აღნიშნულს ჰქონდა სისტემური ეფექტი მთელი ქვეყნის მასშტაბით. დეტალურად გაანალიზდა პურის ფასწარმოქმნა და დადგინდა, რომ 2018 წლის 10 დეკემბერს პურის ფასის ზრდა კომპანიების გონივრულ/დანახარჯებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებას წარმოადგენდა, წინააღმდეგ შემთხვევაში შეუძლებელი იქნებოდა რენტაბელური ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება. სააგენტო განგრძობით რეჟიმში აწარმოებდა დაკვირვებას როგორც პურის, ასევე მისი ფასის მაკომპლექტებელი ძირითადი კომპონენტის - ფქვილის ფასზე.   მიუხედავად იმისა, რომ ფქვილის ფასი 2018 წლის 10 დეკემბრის შემდეგ პერიოდში რამდენჯერმე დაკორექტირდა ზრდის მიმართულებით, პურის ფასი არ შეცვლილა.

წყარო / სტატიის ავტორი

newstimes.ge

სხვა სიახლეები

29.07.2020

17:37

ნათია თურნავა: EBRD - ის 90-მილიონიანი დაფინანსებით საქართველოში 150 კმ-ზე მეტი სიგრძის ახალი გადამცემი ქსელი და სხვა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა აშენდება

90 მლნ ევრო საქართველოს ენერგეტიკული ქსელის გაძლიერებისა და გაუმჯობესებისთვის გამოიყოფა. აღნიშნულს ითვალისწინებს შეთანხმება, რომელიც საქართველოს მთავრობამ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) გააფორმა. ...

21.07.2020

18:45

თბილისსა და პარიზს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 8 აგვისტოდან განახლდება

საქართველოსა და საფრანგეთის დედაქალაქებს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 8 აგვისტოდან განახლდება. აღნიშნულის თაობაზე უკვე დასრულდა ტექნიკური მოლაპარაკებები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და „ეარ ფრანსს“ (Air France) შორის....

16.07.2020

11:06

მთავრობა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს დისტანციურად, საქართველოდან მუშაობის შესაძლებლობას სთავაზობს

ქვეყნის ეტაპობრივი გახსნის სტრატეგიის ფარგლებში, მთავრობის საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა სპეციალური რეჟიმით შემოსვლის შესახებ....

10.07.2020

14:35

ირაკლი კოვზანაძე: ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები დაბეგვრის ნაწილში თითქმის შესრულებულია

„პარლამენტი ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე ინტენსიურად მუშაობს, მათ შორის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ჩართულობა ამ პროცესში განსაკუთრებით აქტიურია, ფაქტიურად კომიტეტმა დაბეგვრის ნაწილში ვალდებულებები შეასრულა. ევროდირექტივებთა...

08.07.2020

12:24

საქართველოში საქმიანი ვიზიტები ყველა ქვეყნიდან შეუფერხებლად, წინასწარ შესაბამისი ფორმის შევსებისა და დარგობრივ უწყებასთან შეთანხმებით განხორციელდება

საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, საქმიანი ვიზიტები ყველა ქვეყნიდან შეუფერხებლად განხორციელდება წინასწარ, შესაბამისი ფორმის შევსებისა და შესაბამის დარგობრივ უწყებასთან შეთანხმებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა....

06.07.2020

19:38

ნათია თურნავა - უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმა ჩვენ გადაწყვეტილებას, რომლითაც „ვიზეარი“ ევროპიდან მოქალაქეების ჩამოყვანაში დაგვეხმარება

საქართველო და უნგრეთი, სპეციალური მუშა-ჯგუფის ფარგლებში, პროცედურებს შეიმუშავებს, რომლითაც შესაძლებელი იქნება, ძალიან ფრთხილად გაიხსნას ჩვენი ბაზარი უნგრეთის ვიზიტორებისთვის და ასევე უნგრეთის საზღვრები საქართველოდან წამსვლელებისთვის, რათა არ დაზარალდეს ის დადებითი ეპიდემიოლოგიური ვითარება, რაც გვაქვ...

01.07.2020

18:15

ირაკლი კოვზანაძე: საქართველოს ეროვნული ბანკის აუდიტს KPMG ჩაატარებს

პარლამენტმა ეროვნული ბანკის 2020-2021 წლის ანგარიშგების აუდიტის განხორციელებისთვის აუდიტორი შეარჩია. გარე აუდიტს აუდიტორული კომპანია KPMG ჩაატარებს. ...

26.06.2020

20:04

გიორგი გახარიამ ირაკლი აბესაძეს მიმართა - გადასახადებით, მსოფლიო ბანკის რეიტინგით, საქართველო არის მე-3 ადგილზე და რამე წაიკითხეთ, ისწავლეთ

ეკონომიკა არის ზუსტი მეცნიერება და საგადასახადო ტვირთი ითვლება პირდაპირი გადასახდელების მიხედვით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დეპუტატ ირაკლი აბესაძის მიერ ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა....

24.06.2020

19:17

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 25 საბაზისო პუნქტით, 8.25 პროცენტამდე ამცირებს

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღეს რეფინანსირების განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.25 პროცენტით განისაზღვრა....

24.06.2020

17:11

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 25 ივნისისთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 25 ივნისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 3.0556 ლარი ეღირება, ევრო – 3.4528 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.8278 ლარი. ​ ...