გიგი უგულავა - მოსამართლეების კინწისკვრით, პანჩურებით გამოყრას ძალიან მალე ნახავს ქართველი ხალხი2020-07-30 12:53:50

ეკატერინე ტიკარაძე - ვამზადებთ ჯანდაცვის სექტორს, რომ გავუმკლავდეთ ნებისმიერი რაოდენობის ინფიცირებული პაციენტის მიღებას2020-07-30 12:50:19

მარინა ეზუგბაია - ვალდებული ვართ, რეგულაციები შევასრულოთ, შესაძლოა, ვინმეს პროტესტის გრძნობა გაუჩნდეს, მაგრამ ექვსი თვეა, ვცხოვრობ ზუსტად იმ რეკომენდაციებით, რომლებსაც გავცემ2020-07-30 12:44:15

ეკა ბესელია მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარულ ოლქში იყრის კენჭს2020-07-30 12:39:51

გიორგი ვაშაძე - მზად ვარ, შევიდე ბრძოლაში, როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი2020-07-30 12:38:24

აშშ-ში კორონავირუსის 56 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1076 ადამიანი

ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა

ირანში კორონავირუსის 2 414 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დაიღუპა 217 ადამიანი

10.07.2020

14:26

გიორგი გახარია დაშბაშის კანიონზე იმყოფებოდა - ჩვენ წელს ერთად უნდა გავაძლიეროთ ტურიზმი, „ვიმოგზაუროთ საქართველოსთვის“, ერთად აღმოვაჩინოთ ახალი ადგილები

ჩვენ წელს ერთად უნდა გავაძლიეროთ ტურიზმი, უნდა „ვიმოგზაუროთ საქართველოსთვის,“ ვიყოთ ჩვენი ქვეყნის მოგზაურები, ერთად აღმოვაჩინოთ ახალი ადგილები, მათ შორის დაშბაშის კანიონიც უნდა გახდეს ერთ-ერთი დანიშნულების ადგილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ალგეთის დაცულ ტერიტორიებზე სტუმრობისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან, ქვემო ქართლის რეგიონის გუბერნატორ შოთა რეხვიაშვილთან და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელ მარიამ ქვრივიშვილთან ერთად დაშბაშის კანიონი დაათვალიერა, რომელიც ლამაზი ხედებით გამოირჩევა და ევროპის კანიონებს შორის ერთ-ერთი უდიდესია.

პირველად საქართველოში, დაცულ ტერიტორიაზე კერძო საერთაშორისო ინვესტიცია ხორციელდება, რომელიც COVID-19-ის პანდემიის მიუხედავად არ შეწყვეტილა.

პრემიერის განცხადებით, ამ მოცულობის ინვესტიცია რეგიონისთვის რეკორდულია, ხოლო პროექტით გათვალისწინებული ობიექტები საქართველოსთვის ახალი და უნიკალურია.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, პროექტის თანახმად, საქართველოში პირველად, უნიკალური 240 მეტრის სიგრძის, შუშის ხიდი მოეწყობა, ეკოტურისტული – ბილიკებით, ვიზიტორთა ცენტრით. ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება სასტუმროები და სხვა ტურისტული ინფრასტრუქტურა. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 50 მილიონ ლარზე მეტია.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ეს ხელს შეუწყობს კანიონის პოპულარიზაციას, მიმზიდველი გახდება ვიზიტორებისთვის, მოწესრიგდება ინფრასტრუქტურა, დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა, განვითარდება ტურისტული სერვისები და წალკის მუნიციპალიტეტში ხელი შეეწყობა ეროვნულ უმცირესობათა ინტეგრაციის პროცესს. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს როგორც რეგიონის, ასევე ქვეყნის ეკოტურიზმის განვითარებაში.

წყარო / სტატიის ავტორი

newstimes.ge

სხვა სიახლეები

30.07.2020

12:31

ეკატერინე ტიკარაძე - საბავშვო ბაღებსა და სკოლებში სწავლის დაწყების თარიღის გადმოწევა არ იგეგმება

სკოლებსა და ბაღებში სასწავლო და სააღმზრდელო პროცესის დაწყების თარიღის გადმოწევა არ იგეგმება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. ...

28.07.2020

13:46

გიორგი გახარია - მაიკ პომპეოსთან საუბრისას ხაზი გავუსვი ჩვენს ვალდებულებას დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისა და შემოდგომაზე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისადმი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან სატელეფონო საუბრის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. ...

20.07.2020

19:00

ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ გარდაბანში ეპიდემიური ვითარება საყურადღებოა და ხვალიდან ორ სოფელში გაფართოებული ტესტირება დაიწყება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კვლავ ჭარბობს კორონავირუსის შემოტანილი შემთხვევები. მისი თქმით, ახალი შემთხვევების დროული იდენტიფიცირება ხდება. ...

17.07.2020

18:23

გიორგი ვოლსკი: „საზოგადოებაში სულ სხვა განწყობაა, ხოლო კეზერაშვილის ტელევიზიებით თუ სხვა რესურსებით წარმოჩენილი განწყობა - სულ სხვაა“

„მაგარი კვლევები ჩაატარა კეზერაშვილმა და ისეთი შედეგი გამოიყვანეს, რომ ყველა შემთხვევაში ოპოზიცია იმარჯვებს. ამ პანდემიის პირობებში საინტერესოა როგორ ჩაატარეს ან აქამდე როგორ ატარებდნენ კვლევებს საერთოდ. ...

07.07.2020

15:00

გიორგი ვოლსკი -კონგრესის კანონპროექტზე: ოპოზიცია ამას გამარჯვებად აღიქვამს, მაგრამ მათდა სამწუხაროდ, ეს არის სიცრუე

„ოპოზიცია აღიქვამს კონგრესის კანონპროექტს აღიქვამს გამარჯვებად. ეს, ოპოზიციის სამწუხაროდ, არის სიცრუე. როცა ჩვენ ამ ხნის განმავლობაში ვმუშაობთ ნატოსთან ინტეგრაციის, ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობის ხარისხის გაზრდაზე, ჩვენი ოპონენტები მუშაობენ, რომ იქნებ ზიანი მიადგეს ჩვენს ქვეყანას და დახ...

06.07.2020

18:46

თენგიზ ცერცვაძე - მთავრობის, ჯანდაცვის სამინისტროს, შესაბამისი სტრუქტურების მთელი ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული იქით, რომ შევინარჩუნოთ, რაც გვაქვს და არ ჩავატაროთ სარისკო ექსპერიმენტები

თბილისის იფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შემთხვევები კვლავ მზარდია....

29.06.2020

11:32

მარინა ეზუგბაია - დღევანდელი მონაცემებითაც ქვეყანაში სიმშვიდე გვაქვს, კორონავირუსის შემთხვევების ზომიერი, კონტროლირებადი მატება გრძელდება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ქვეყანაში კვლავ გრძელდება კორონავირუსის ახალი შემთხვევების ზომიერი, კონტროლირებადი მატება....

26.06.2020

14:21

გურამ მაჭარაშვილი: სიცრუეზე დაფუძნებული ინფორმაციის გავრცელება არღვევს საზოგადოების უფლებას, მიიღოს ობიექტური ინფორმაცია

„ჩემი შეკითხვა შეეხება ცრუ ინფორმაციის გავრცელების საკითხსებს. ეს მსოფლიო გამოწვევაა მართალია, სამწუხაროდ საქართველო არ არის გამონაკლისი ამ მიმართულებით“ - მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პრემიერ მინისტრს, გიორგი გახარიას“....

24.06.2020

16:25

ირაკლი კობახიძე: რადიკალური ოპოზიციისთვის განსაკუთრებით მძიმე შედეგები იქნება ოქტომბერში, რადგან ისინი არიან აბსოლუტურად არათანმიმდევრულები და მუდმივად ავლენენ უპრინციპობას

„ოპოზიცია აბსოლუტურად აჭრილია, ვერ თანხმდებიან ვერაფერზე, ერთმანეთთან აქვთ დაპირისპირება, ერთად სხედან ე.წ. პროდასავლური და თვითაღიარებული პრორუსული პოლიტიკური ძალები. ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაა მთლიანობაში ოპოზიციაში, რაც თავის გამოხატულებას ჰპოვებს, საბოლოო ჯამში,...

23.06.2020

13:09

მამუკა მდინარაძე: რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს კიდევ აქვთ დაახლოებით ერთი საათი იმისათვის, რომ შეცვალონ გადაწყვეტილება და მხარი დაუჭირონ საკონსტიტუციო ცვლილებებს

„ბოლო დღეების განმავლობაში, იმ მთავარ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც, ასე ვთქვათ, ვნებათაღელვის საგანია და რომელზეც ვკონცენტრირდებით ბოლო სამი კვირის განმავლობაში, ბევრი განცხადება ვნახეთ. მათ შორის, შეიძლება ტოპ ათეულში იყოს ერთ-ერთი პოლიტიკური ძალის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ გადაარჩინეს საკო...