გიგი უგულავა - მოსამართლეების კინწისკვრით, პანჩურებით გამოყრას ძალიან მალე ნახავს ქართველი ხალხი2020-07-30 12:53:50

ეკატერინე ტიკარაძე - ვამზადებთ ჯანდაცვის სექტორს, რომ გავუმკლავდეთ ნებისმიერი რაოდენობის ინფიცირებული პაციენტის მიღებას2020-07-30 12:50:19

მარინა ეზუგბაია - ვალდებული ვართ, რეგულაციები შევასრულოთ, შესაძლოა, ვინმეს პროტესტის გრძნობა გაუჩნდეს, მაგრამ ექვსი თვეა, ვცხოვრობ ზუსტად იმ რეკომენდაციებით, რომლებსაც გავცემ2020-07-30 12:44:15

ეკა ბესელია მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარულ ოლქში იყრის კენჭს2020-07-30 12:39:51

გიორგი ვაშაძე - მზად ვარ, შევიდე ბრძოლაში, როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი2020-07-30 12:38:24

აშშ-ში კორონავირუსის 56 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1076 ადამიანი

ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა

ირანში კორონავირუსის 2 414 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დაიღუპა 217 ადამიანი

10.07.2020

14:35

ირაკლი კოვზანაძე: ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები დაბეგვრის ნაწილში თითქმის შესრულებულია

„პარლამენტი ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე ინტენსიურად  მუშაობს, მათ შორის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ჩართულობა ამ პროცესში განსაკუთრებით აქტიურია, ფაქტიურად კომიტეტმა  დაბეგვრის ნაწილში ვალდებულებები შეასრულა. ევროდირექტივებთან ჰარმონიზაცია კი ჩვენი ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია“-ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ ფინანსური მომსახურების, აუდიტის და საგადასახადო სფეროში ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების 2020 წლის სამოქმედო გეგმის კომენტირებისას განაცხადა.

ირაკლი კოვზანაძის თქმით, საგადასახადო კანონმდებლობის ევროკავშირის  დირექტივასთან დაახლოების მიზნით შემუშავებულ საგადასახადო კოდექსში ცვლილებებს,  მესამე მოსმენით პარლამენტი მომავალ კვირას მიიღებს, ამით კი დაბეგვრის ნაწილში ასოცირებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება ფაქტიურად დასრულდება.   

"საგადასახადო კოდექსში საკმაოდ კომპლექსური ცვლილებები განხორციელდა, რაც პირველ რიგში   დღგ-ის მიმართულებას ეხება. ეს არის მნიშვნელოვანი პაკეტი,  კომპლექსური, როგორც გადახდის გამარტივების კუთხით, ასევე - საკმაოდ ინვენტარიზებული დახასიათებაა  დღგ-ის თვალსაზრისით“-განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

გარდა ამისა, როგორც კომიტეტის თავჯდომარემ აღნიშნა, ევროკავშირში შესაბამის დირექტივებზე დაყრდნობით პარლამენტმა უკვე მიიღო  მთავრობის მიერ  ინიცირებული „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ კანონში ცვლილება. რაც ირაკლი კოვზანაძის განცხადებით,  ფასიანი ქაღალდების ბაზრის გამჭვირვალობას  და ამ პროცესისადმი  ინვესტორის მაღალ ნდობას უზრუნველყოფს. 

რაც შეეხება სხვა შესრულებულ ევროდირექტივებს: პარლამენტმა 2019 წლის საშემოდგომო სესიაზე დაამტკიცა „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია.

ასევე, დირექტივასთან დაახლოების მიზნით, საქართველოს პარლამენტმა 2017 წლის  მაისში მიიღო კანონი „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“. 2020 წლის  1 ივლისიდან   დეპოზიტების დაზღვევის ზღვარი 5000-დან  15 000 ლარამდე გაიზარდა. 

შესრულებულ ვალდებულებებშია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო პაკეტი საგადასახადო კუთხით: ახალი საბაჟო კოდექსი, რომელიც პარლამენტმა გასული  წლის 28 ივნისს მიიღო და  2019 წლის 1 სექტემბერიდან ამოქმედა.

„კოდექსით  გათვალისწინებულია საქართველოში ევროკავშირის მსგავსი საბაჟო პროცედურების დანერგვა, ამასთან შენარჩუნებულია  ყველა მარტივი პროცედურა, რაც საგადასახადო და საბაჟო ვალდებულებების ერთიან ადმინისტრირებას უკავშირდება“-აღნიშნა კოვზანაძემ.

ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის  2020 წლის  სამოქმედო გეგმის მიმდინარეობის და შესრულების ანგარიშები საფინანსო-საბიუჯეტო და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტებმა, გაერთიანებულ სხდომაზე, გუშინ  მოისმინეს და ცნობად მიიღეს.​

წყარო / სტატიის ავტორი

newstimes.ge

სხვა სიახლეები

29.07.2020

17:37

ნათია თურნავა: EBRD - ის 90-მილიონიანი დაფინანსებით საქართველოში 150 კმ-ზე მეტი სიგრძის ახალი გადამცემი ქსელი და სხვა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა აშენდება

90 მლნ ევრო საქართველოს ენერგეტიკული ქსელის გაძლიერებისა და გაუმჯობესებისთვის გამოიყოფა. აღნიშნულს ითვალისწინებს შეთანხმება, რომელიც საქართველოს მთავრობამ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) გააფორმა. ...

21.07.2020

18:45

თბილისსა და პარიზს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 8 აგვისტოდან განახლდება

საქართველოსა და საფრანგეთის დედაქალაქებს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 8 აგვისტოდან განახლდება. აღნიშნულის თაობაზე უკვე დასრულდა ტექნიკური მოლაპარაკებები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და „ეარ ფრანსს“ (Air France) შორის....

16.07.2020

11:06

მთავრობა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს დისტანციურად, საქართველოდან მუშაობის შესაძლებლობას სთავაზობს

ქვეყნის ეტაპობრივი გახსნის სტრატეგიის ფარგლებში, მთავრობის საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა სპეციალური რეჟიმით შემოსვლის შესახებ....

10.07.2020

14:14

კონკურენციის სააგენტო - 2018 წლის 10 დეკემბერს პურის ფასის ზრდა კომპანიების გონივრულ, დანახარჯებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებას წარმოადგენდა

საქართველოს კონკურენციის სააგენტომ ხორბლისა და პურპროდუქტების ბაზრის მონიტორინგი დაასრულა, რომლის მთავარ მიზანს 2018 წლის 10 დეკემბერს პურის ფასის ზრდის კონკრეტული ფაქტის კონკურენტულ გარემოსთან შესაბამისობის შესწავლა წარმოადგენდა. საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, ყურადღება გამახვილდა ფქვილის...

08.07.2020

12:24

საქართველოში საქმიანი ვიზიტები ყველა ქვეყნიდან შეუფერხებლად, წინასწარ შესაბამისი ფორმის შევსებისა და დარგობრივ უწყებასთან შეთანხმებით განხორციელდება

საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, საქმიანი ვიზიტები ყველა ქვეყნიდან შეუფერხებლად განხორციელდება წინასწარ, შესაბამისი ფორმის შევსებისა და შესაბამის დარგობრივ უწყებასთან შეთანხმებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა....

06.07.2020

19:38

ნათია თურნავა - უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმა ჩვენ გადაწყვეტილებას, რომლითაც „ვიზეარი“ ევროპიდან მოქალაქეების ჩამოყვანაში დაგვეხმარება

საქართველო და უნგრეთი, სპეციალური მუშა-ჯგუფის ფარგლებში, პროცედურებს შეიმუშავებს, რომლითაც შესაძლებელი იქნება, ძალიან ფრთხილად გაიხსნას ჩვენი ბაზარი უნგრეთის ვიზიტორებისთვის და ასევე უნგრეთის საზღვრები საქართველოდან წამსვლელებისთვის, რათა არ დაზარალდეს ის დადებითი ეპიდემიოლოგიური ვითარება, რაც გვაქვ...

01.07.2020

18:15

ირაკლი კოვზანაძე: საქართველოს ეროვნული ბანკის აუდიტს KPMG ჩაატარებს

პარლამენტმა ეროვნული ბანკის 2020-2021 წლის ანგარიშგების აუდიტის განხორციელებისთვის აუდიტორი შეარჩია. გარე აუდიტს აუდიტორული კომპანია KPMG ჩაატარებს. ...

26.06.2020

20:04

გიორგი გახარიამ ირაკლი აბესაძეს მიმართა - გადასახადებით, მსოფლიო ბანკის რეიტინგით, საქართველო არის მე-3 ადგილზე და რამე წაიკითხეთ, ისწავლეთ

ეკონომიკა არის ზუსტი მეცნიერება და საგადასახადო ტვირთი ითვლება პირდაპირი გადასახდელების მიხედვით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დეპუტატ ირაკლი აბესაძის მიერ ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა....

24.06.2020

19:17

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 25 საბაზისო პუნქტით, 8.25 პროცენტამდე ამცირებს

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღეს რეფინანსირების განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.25 პროცენტით განისაზღვრა....

24.06.2020

17:11

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 25 ივნისისთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 25 ივნისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 3.0556 ლარი ეღირება, ევრო – 3.4528 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.8278 ლარი. ​ ...