გიგი უგულავა - მოსამართლეების კინწისკვრით, პანჩურებით გამოყრას ძალიან მალე ნახავს ქართველი ხალხი2020-07-30 12:53:50

ეკატერინე ტიკარაძე - ვამზადებთ ჯანდაცვის სექტორს, რომ გავუმკლავდეთ ნებისმიერი რაოდენობის ინფიცირებული პაციენტის მიღებას2020-07-30 12:50:19

მარინა ეზუგბაია - ვალდებული ვართ, რეგულაციები შევასრულოთ, შესაძლოა, ვინმეს პროტესტის გრძნობა გაუჩნდეს, მაგრამ ექვსი თვეა, ვცხოვრობ ზუსტად იმ რეკომენდაციებით, რომლებსაც გავცემ2020-07-30 12:44:15

ეკა ბესელია მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარულ ოლქში იყრის კენჭს2020-07-30 12:39:51

გიორგი ვაშაძე - მზად ვარ, შევიდე ბრძოლაში, როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი2020-07-30 12:38:24

აშშ-ში კორონავირუსის 56 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1076 ადამიანი

ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა

ირანში კორონავირუსის 2 414 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დაიღუპა 217 ადამიანი

29.07.2020

17:47

სერგი კაპანაძე - „ნაციონალურ მოძრაობას“ პოზიციის შესაცვლელად ორი დღე აქვს, რეგიონებში შეთანხმებული კანდიდატების წარდგენაზე თუ უარს იტყვიან, აგვისტოში საკუთარ კანდიდატებს დავასახელებთ

„ევროპული საქართველოს“ წევრის სერგი კაპანაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, მოხდეს შეთანხმება რეგიონებთან დაკავშირებით, სადაც კოორდინირებულ კანდიდატს აქვს შანსი, რომ „ქართული ოცნება“ დაამარცხოს.

კაპანაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ თუ გადაწყვეტილებას არ შეცვლის და რეგიონებში საერთო კანდიდატების წარდგენას არ დათანხმდება, მაშინ „ევროპულ საქართველოს“ საკუთარი კანდიდატების დასახელება რეგიონებშიც მოუწევს.

სერგი კაპანაძე ამბობს, რომ ვერ ხედავს ლოგიკას „ნაციონალური მოძრაობის“ ფორმულაში – „დედაქალაქში კოორდინაცია, რეგიონებში კონკურენცია“.

„სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობის“ პასუხი არის უარი. თუ უარზე დარჩებიან, მაშინ იქაც მოგვიწევს ჩვენი კანდიდატების დააახელება. მათ ფორმულაში – „დედაქალაქში კოორდინაცია, რეგიონებში კონკურენცია“ ლოგიკას ვერ ვხედავ, რადგან შეთანხმებული მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ფლობს შანს, პირველ ტურში გაიმარჯვოს და რაც მეტ ოლქში იქნება ოპოზიცია გამარჯვებული, მით უკეთესი იქნება საერთო საქმისთვის.

ის ლოგიკა, რომ ვინმეს პროპორციული ხმები დააკლდება, კიდევ უფრო გაუგებარია, რადგან რასაც ჩვენ „ნაციონალურ მოძრაობას“ ვთავაზობთ, არის ის, რომ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მათ ჰყავდეთ უფრო მეტ ოლქში და ჩვენ არ გვყავდეს. თუ ის ლოგიკა მოქმედებს, რომ სადაც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია, უფრო მეტი პროპორციული ხმა მას მიაქვს, გამოდის, რომ ისინი უფრო მეტ ხმას შეიძენენ, ვიდრე ჩვენ. ის ლოგიკა უფრო მნიშვნელოვანია, რომ პირველ ტურში გავიმარჯვოთ, ვიდრე ის, თუ რამდენი ათასი ხმით ნაკლებს მიიღებს კონკრეტული ოპოზიციური პარტია რომელიმე საარჩევნო ოლქში.

რამდენიმე შეთავაზება იყო – ერთი, სადაც ყველა იღებდა მონაწილეობას და იყო კონკრეტული შეთავაზება, თუ ყველა არ იღებდა მონაწილეობას, მაშინ ნაწილდებოდა „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ შორის. იყო შეთავაზება 8/4-ზე. რვა დიდი ქალაქი „ნაციონალურ მოძრაობას“ და ოთხი ოლქი – ერთი სამეგრელო, ორი იმერეთში, ერთი ზემო აჭარაში „ევროპულ საქართველოს“. პოლიტიკურ ვაჭრობას არ აქვს ადგილი, პირიქით, სწორედ ჩვენი პარტიული ინტერესის დათმობის ხარჯზე ვთავაზობდით შეთანხმებას, რომ გამარჯვების შანსი გაზრდილიყო. მათი არგუმენტები რაც მოვისმინეთ, სამწუხაროდ, ლოგიკას მოკლებულია, რადგან მათი არგუმენტები ეყრდნობა იმ პოსტულატს, რომ მეორე ტურში დავჯაბნოთ ერთად „ქართული ოცნება“.

კიბატონო, მეორე ტურში თანამშრომლობა იქნება, მაგრამ უბრალოდ, რატომ უნდა მივცეთ „ქართულ ოცნებას“ შანსი, არჩევნები კიდევ გადააგოროს და მარცხი არ გაფორმდეს პირველ ტურში, ეს სრულიად გაუგებარია. თუ მათი ამოცანაა, რომ უბრალოდ, პარტიული ხმები გაიზარდოს და მეტი დეპუტატი ჰყავდეთ პარლამენტში, ოღონდ, ამის სანაცვლოდ გარისკონ წაგება, მგონია, რომ ეს არის მცდარი დამოკიდებულება.

ახლა ის არჩევნებია, როცა გამარჯვების იდეის გარშემო უნდა იყოს გაერთიანებული და ისეთი ტაქტიკა უნდა აირჩიოს, რომელიც გამარჯვებას შეუწყობს ხელს და არა ისეთი ტაქტიკა, რომელიც დამარცხებულის პოზიციიდან გამოვა, რომლის ამოცანაა, რაღაც რაოდენობის დეპუტატი ჰყავდეს. ეს არასწორი ლოგიკაა. „ნაციონალურ მოძრაობას“ პოზიციის შეცვლისთვის ორი დღე აქვს, რადგან აგვისტო რომ დაიწყება, შეუძლებელია, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები არ იყოს დასახელებული. თუ მათი პასუხი უარი იქნება, ჩვენ აგვისტოში კანდიდატებს დავასახელებთ და საარჩევნო კამპანიას დავიწყებთ, რადგან დრო აღარ არის“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ დღეს არ გამორიცხა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მაჟორიტარი დეპუტატობის საკუთარი კანდიდატი საბურთალოს ოლქშიც დააყენოს. ბოკუჩავას თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თბილისის რვა მაჟორიტარული ოლქიდან ექვსი დათმო და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები მხოლოდ ორ ოლქში წარადგინა.

მისივე განმარტებით, სამწუხაროა, თუ დანარჩენი ოპოზიცია ვერ შეძლებს, ერთობა შეინარჩუნოს. რაც შეეხება რეგიონებს, ბოკუჩავას განცხადებით, თბილისში კოორდინაცია, ხოლო რეგიონებში კონკურენცია იქნება ის მოდელი, რომელიც ოპოზიციას მაქსიმალურ ხმებს მოუტანს.

წყარო / სტატიის ავტორი

newstimes.ge

სხვა სიახლეები

30.07.2020

12:39

ეკა ბესელია მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარულ ოლქში იყრის კენჭს

პარტია „სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარე ეკა ბესელია მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში იყრის კენჭს. ამის შესახებ ბესელიამ მცხეთაში, საარჩევნო კამპანიის დაწყებისას განაცხადა....

30.07.2020

12:38

გიორგი ვაშაძე - მზად ვარ, შევიდე ბრძოლაში, როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი

ჩემი არჩევის შემთხვევაში ქვეყანას ეყოლება პრემიერ-მინისტრი, რომელიც მუდმივად ხალხთან არის, არა კაბინეტში, არა კომფორტში, არამედ იქ, სადაც ყველაზე მეტად უჭირს ხალხს, – ამის შესახებ პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „სტრატეგია აღმაშენებლის“ საარჩევნო კამპანიის გახსნის ღონისძიებაზე გან...

29.07.2020

18:28

არჩილ თალაკვაძე, ირაკლი კობახიძე და კახა კუჭავა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პრეზიდენტს, დერეკ მიტჩელს და NDI-ის საარჩევნო პროგრამების მენეჯმენტს შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე, პარტია “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე და ვიცე-სპიკერი კახა კუჭავა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პრეზიდენტს, დერეკ მიტჩელს და NDI-ის საარჩევნო პროგრამების მენეჯმენტს შეხვდნენ....

29.07.2020

17:25

კახა კუჭავამ ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის (WFD) საპარლამენტო მრგვალი მაგიდის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავა ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის (WFD) ორგანიზებით ჩატარებულ 90-ე ონლაინ შეხვედრაში მონაწილეობდა, რომელიც საპარლამენტო მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართა. ...

29.07.2020

17:23

ოთარ დანელია ნიდერლანდების სამეფოს ელჩს შეხვდა

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, მააიკე ვან კოლდამთან შეხვედრა გამართა....

28.07.2020

17:16

გიორგი ვაშაძე - ოპოზიციას ერთიანობა სჭირდება, მაქსიმალურად უნდა წავიდეთ კომპრომისების გზით

ვემხრობით საერთო ოპოზიციური ფრონტის გაძლიერებას, რაც მეტი შეთანხმება იქნება, უკეთესია, – აცხადებს „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, ოპოზიციის მიერ რეგიონებში საერთო საარჩევნო სიის შემუშავების საკითხზე....

28.07.2020

14:03

კახაბერ კუჭავა: „ჩვენი ვალდებულება და პასუხისმგებლობაა, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები ყველაზე სამაგალითო იყოს“

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახაბერ კუჭავამ აშშ-ის სახელმწიფო მდივანსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს შორის გამართული სატელეფონო საუბრის მნიშვნელობაზე ისაუბრა და საუბრის დროს განხილულ თემებზე კომენტარი გააკეთა....

28.07.2020

13:55

სალომე სამადაშვილი - ნუ შევიყვანთ საზოგადოებას შეცდომაში, რომ მაჟორიტარებზე გადის არჩევნების ბედი

არ მივიღებთ არანაირ გადაწყვეტილებას, რაც ჩვენს ინტერესებს დააზიანებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა მაჟორიატრი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენასთან დაკავშირებით განაცხადა....

28.07.2020

13:33

რომან გოცირიძე - თბილისის რვა ოლქიდან ორი დღემდე შეუთანხმებელია

როცა თბილისში უპრეცედენტო დათმობაზე წავედით და „ნაციონალური მოძრაობა“ მხოლოდ ორ ოლქში ვიყრით კენჭს, დიდუბეში ოპოზიციამ დღემდე ვერ შეძლო კანდიდატის დაყენება, საბურთალოზე კანდიდატი არ არის შეთანხმებული, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა....

28.07.2020

13:27

სახელმწიფო დეპარტამენტი მაიკ პომპეოსა და გიორგი გახარიას სატელეფონო საუბრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შორის გამართული სატელეფონო საუბრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. ...