გიგი უგულავა - მოსამართლეების კინწისკვრით, პანჩურებით გამოყრას ძალიან მალე ნახავს ქართველი ხალხი2020-07-30 12:53:50

ეკატერინე ტიკარაძე - ვამზადებთ ჯანდაცვის სექტორს, რომ გავუმკლავდეთ ნებისმიერი რაოდენობის ინფიცირებული პაციენტის მიღებას2020-07-30 12:50:19

მარინა ეზუგბაია - ვალდებული ვართ, რეგულაციები შევასრულოთ, შესაძლოა, ვინმეს პროტესტის გრძნობა გაუჩნდეს, მაგრამ ექვსი თვეა, ვცხოვრობ ზუსტად იმ რეკომენდაციებით, რომლებსაც გავცემ2020-07-30 12:44:15

ეკა ბესელია მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარულ ოლქში იყრის კენჭს2020-07-30 12:39:51

გიორგი ვაშაძე - მზად ვარ, შევიდე ბრძოლაში, როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი2020-07-30 12:38:24

აშშ-ში კორონავირუსის 56 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1076 ადამიანი

ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა

ირანში კორონავირუსის 2 414 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დაიღუპა 217 ადამიანი

29.07.2020

18:07

რაჭაში სტიქიის შედეგების ოპერატიულ და კოორდინირებულ რეჟიმში ლიკვიდაციისთვის, ადგილზე საგანგებო შტაბი შეიქმნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დავალებით, რაჭაში სტიქიის შედეგების ოპერატიულ და კოორდინირებულ რეჟიმში ლიკვიდაციისთვის, საგანგებო შტაბი შეიქმნა, რომელსაც რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის გუბერნატორის მოადგილე ლევან ქვათაძე ხელმძღვანელობს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, საგანგებო შტაბის შემადგენლობაში კოორდინირებულ რეჟიმში მუშაობენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, „ენერგო პრო ჯორჯიას“, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე მაჟორიტარი დეპუტატები.

მათივე ცნობით, შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებს, რომლებიც სტიქიის ზონაში პრემიერის დავალებით იმყოფებიან, გიორგი გახარია ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სიტუაციური ოთახიდან ვიდეოკონფერენციის ფორმატში ესაუბრა.

„მთავრობის მეთაურმა დეტალური ინფორმაცია მიიღო ადგილზე არსებული მდგომარეობის, დაზიანებული ინფრასტრუქტურისა და მოსახლეობის საჭიროებების შესახებ. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია მძიმე ტექნიკა. მამისონის ერთ-ერთ დაზიანებულ მონაკვეთზე უკვე მოწყობილია შემოვლითი გზა, მიმდინარეობს დამატებითი ტექნიკის გადასროლა, თუმცა სამუშაოების შესრულებას რთული რელიეფი აფერხებს. პირველადი ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაზიანებულია 10 ხიდი, 8 ადგილას ჩანგრეულია ცენტრალური გზის სავალი ნაწილი, ასევე – რამდენიმე მონაკვეთი ონიდან შოვის მიმართულებით და შიდა სასოფლო გზები. სტიქიის ზონაში მობილიზებულია 12 ერთეული ტექნიკა – ექსკავატორები, ბულდოზერები.

საჭიროების შემთხვევაში, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში დამატებით ჩაერთვება რეგიონში არსებული 5 ერთეული მძიმე ტექნიკა. ონის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის აღდგენილია დროებითი წყალმომარაგება, მაგისტრალური ქსელის დაზიანების შედეგად წყლის გარეშე დარჩენილ 400 აბონენტს სასმელი წყალი ცისტერნებით მიეწოდება. გრძელდება სამუშაოები რამდენიმე ადგილზე ჩარჩენილი მოსახლეობის გამოსაყვანად. სტიქიის ზონაში მოქალაქეებს ეხმარებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რაჭა-ლეჩხუმის დანაყოფისა და თბილისის განსაკუთრებულ შემთხვევებზე სწრაფი რეაგირების ბაზის მეხანძრე-მაშველები. შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით სტიქიის ზონიდან უკვე გამოყვანილია 30-ზე მეტი მოქალაქე. ამასთან, სტიქიის ზონაში დარჩენილ მოქალაქეებს, საჭიროების შესაბამისად, ადგილზე მიეწოდათ მედიკამენტები და საკვები პროდუქტები. პრემიერ-მინისტრის დავალების შესაბამისად, სტიქიის შედეგად გამოწვეული ზიანი, რაც შეიძლება მოკლე ვადებში უნდა აღმოიფხვრას და მოსახლეობისთვის შექმნილი პრობლემები დროულად მოგვარდეს“, – ნათქვამია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტიქიამ ონის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა. წვიმისა და მდინარეების ადიდების შედეგად, დაზიანდა გზები და საცხოვრებელი სახლები. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორის, არჩილ ჯაფარიძის ინფორმაციით, რაჭაში 12 სოფელია გარესამყაროს მოწყვეტილი.

წყარო / სტატიის ავტორი

newstimes.ge

სხვა სიახლეები

30.07.2020

12:33

გიორგი გახარია რაჭაში, სტიქიის ზონაში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან ერთად, რაჭაში, სტიქიის ზონაში გაემგზავრა....

30.07.2020

12:12

ონს წყალი ალტერნატიული ქსელით მიეწოდება, ძირითადი მაგისტრალის რეაბილიტაციისთვის სამუშაოები მიმდინარეობს

ონის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას წყალი, ალტერნატიული ქსელის საშუალებით, სტაბილურად მიეწოდება. ...

29.07.2020

21:45

ზუგდიდში ეთნოსივრცე ოფიციალურად გაიხსნა

ზუგდიდის სკეიტ პარკში პროექტი ,,ეთნოცენტრი-ტრადიციული რეწვის განვითარებისთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში" ფარგლებში ეთნოსივრცე ოფიციალურად გაიხსნა. „დღეს ჩვენს მუნიციპალიტეტში, გაეროს პროგრამის მხარდაჭერით ეთნოსივრცე გაიხსნა, სადაც ადგილობრივ მეწარმეებს რეწვის ნიმუშების რეალიზების შესაძლებლობა ექნებათ...

29.07.2020

17:45

ონში გარესამყაროს მოწყვეტილი სოფლებიდან 21 მოქალაქე გამოიყვანეს

სასაზღვრო დეპარტამენტის ვერტმფრენმა ონში ჩაკეტილი სოფლებიდან უკვე 21 მოქალაქე გამოიყვანა. როგორც ონის მოსახლეობა აცხადებს, ისინი ე.წ. ხელოვნურ კუნძულზე გუშინ საღამოდან დღევანდელი დღის 15:00 საათამდე იმყოფებოდნენ. „არანაირი პანიკა არ ყოფილა. ვიყავით მე და ჩემი 18 წლის ბიჭი ჩვენთვის ერთ კუნძულზე გაჩე...

29.07.2020

17:41

პრემიერ-მინისტრის დავალებით, რაჭაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები შესაბამისი უწყებების წარმომადგენლების უშუალო კოორდინაციით ხორციელდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დავალებით, რაჭაში სტიქიის გამო, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები ირაკლი ქარსელაძე და ილია ბეგიაშვილი, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტო...

29.07.2020

17:27

წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი - რაჭაში, სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას წყლის მიწოდება აღუდგა

ონის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას წყალმომარაგება აღუდგა და ამ დროისთვის სტაბილურად მიეწოდება. ...

28.07.2020

17:14

ფშაველი-აბანო-ომალოს გზის გარკვეულ მონაკვეთზე მოძრაობა აკრძალულია

უხვი ნალექის შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ10-კმ41 მონაკვეთზე ხევები ადიდდა და მოსალოდნელია ღვარცოფი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს....

28.07.2020

17:01

ჭიათურის საბაგირო გზის პროექტზე გავრცელებულ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით

ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ჭიათურაში მშენებარე საბაგირო გზის შენობის სახურავი წვიმის შედეგად დაზიანდა, არის მიზანმიმართული სიცრუე და ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. ...

28.07.2020

13:41

ალექსანდრე მოწერელიამ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პოსტზე მუშაობის ორი წლის ანგარიში წარადგინა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ, ზუგდიდის ტექნოპარკში საზოგადოებას 2019-2020 წლის ანგარიში წარუდგინა. სახელმწიფო რწმუნებულმა იმ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა რისი განხორციელებაც ორი წლის განმავლობაში მოხდა....

28.07.2020

12:23

ხაშურში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქალაქ ხაშურში არარეგისტრირებელი ლენტური ტიპის სახერხი საამქრო გამოავლინეს. ...