ნინო ლომჯარია - საერთაშორისო და ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებთან მიმართებით ვაქცინაციის გეგმასთან შენიშვნები არ გვაქვს2021-01-19 19:25:24

მიხეილ დუნდუა - საქართველო გადადის რეგიონული ლიდერობის ახალ ეტაპზე2021-01-19 18:57:57

დავით ზალკალიანი ესპანეთის მეფეს შეხვდა2021-01-19 18:51:12

გიორგი გახარიამ სპეციალური კომისიის წევრებთან ვაქცინაციის ეროვნული გეგმა განიხილა2021-01-19 15:41:57

საქართველოში კორონავირუსის 1 550 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 494 პაციენტი2021-01-19 15:38:42

გერმანიაში „კოვიდ-19“-ის ახალი სახეობის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

მაიკ პენსმა კორონავირუსის ვაქცინა პირდაპირ ეთერში გაიკეთა

იტალიაში კორონავირუსის 12 756 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

29.07.2020

18:24

გიორგი რურუას საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება ხვალ გამოცხადდება

იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებული გიორგი რურუას საქმის განხილვა დასრულდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილი გადაწყვეტილების მისაღებად გავიდა. მოსამართლე გიორგი რურუას საქმეზე განაჩენს ხვალ, 11:00 საათზე გამოაცხადებს.

სასამარლთოს საბოლოო სიტყვით მიმართა ბრალდებულმა გიორგი რურუამ. როგორც რურუამ აღნიშნა, მის წინააღმდეგ მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა.

„მეც და ნებისმიერი სხვა მოქალაქე, ვინც ოლიგარქიის წინააღმდეგ გამოვდივართ, ვართ პოლიტიკური პატიმრები. ჩემი წინასწარ დამნაშავედ გამოცხადება, რომელიც ოლიგარქიული ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებიდან ვრცელდება, არღვევს კონსტიტუციას. ზუსტად ეს არის პოლიტიკური დევნა ოლიგარქიის მხრიდან. თუ რატომ მოვხვდი მიზანში, ეს არის დამოუკიდებელი ტელევიზიის, „მთავარი არხის“ აქციების შეძენა, ანტისაოკუპაციო მოძრაობის მხარდაჭერა, ასევე მკვეთრად გამოხატული ნეგატიური დამოკიდებულება დღევანდელი მთავრობის მიმართ. დღევანდელი მთავრობის პოლიტიკაა ჩვენი საერთაშორისო მეგობრების გაცურების, მოტყუების პოლიტიკა“, – განაცხადა გიორგი რურუამ.

ამის შემდეგ მოსამართლემ გიორგი რურუას საქმის ირგვლივ საუბრისკენ მოუწოდა. რურუამ საბოლოო სიტყვისას აღნიშნა, რომ მას არ მისცემია პროცესზე სასამართლო მტკიცებულებების წარდგენის უფლება.

გიორგი რურუა გასული წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება რურუას სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულს ედავება, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

წყარო / სტატიის ავტორი

newstimes.ge

სხვა სიახლეები

19.01.2021

15:30

პოლიციამ გარდაბნის მუნიციპალიტეტში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული მ.მ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს....

12.01.2021

13:34

გარდაბანში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გარდაბანში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს....

12.01.2021

13:31

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კახეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიების შედეგად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში ერთი პირი დააკავეს. ...

24.12.2020

14:56

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 489 ფაქტი გამოავლინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ....

24.12.2020

14:49

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი წიწვოვანი ხე-მცენარეების რეალიზაციის პუნქტების მასშტაბურ შემოწმებას ახორციელებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით, წიწვოვანი ხე-მცენარეების რეალიზაციის პუნქტების მასშტაბური მონიტორინგი განახორციელეს. ღონისძიების მიზანი წიწვოვანების უკანონოდ მოპოვება-რეალიზაციის აღკვეთა და პრევენციაა....

21.12.2020

21:40

შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1989 წელს დაბადებული ლ.დ. ...

19.12.2020

15:50

პირველი ქართველი მოსამართლე ჰააგის სასამართლოში გოჩა ლორთქიფანიძე იქნება

გოჩა ლორთქიფანიძე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში (ICC) მოსამართლედ აირჩიეს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ჰააგის სასამართლოში ქართველი მოსამართლე იქნება....

16.12.2020

16:24

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 712 ფაქტი გამოავლინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ....

15.12.2020

20:01

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 863 ფაქტი გამოავლინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ....

14.12.2020

15:34

პოლიციამ თბილისში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ნ.დ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს....