ნინო ლომჯარია - საერთაშორისო და ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებთან მიმართებით ვაქცინაციის გეგმასთან შენიშვნები არ გვაქვს2021-01-19 19:25:24

მიხეილ დუნდუა - საქართველო გადადის რეგიონული ლიდერობის ახალ ეტაპზე2021-01-19 18:57:57

დავით ზალკალიანი ესპანეთის მეფეს შეხვდა2021-01-19 18:51:12

გიორგი გახარიამ სპეციალური კომისიის წევრებთან ვაქცინაციის ეროვნული გეგმა განიხილა2021-01-19 15:41:57

საქართველოში კორონავირუსის 1 550 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 494 პაციენტი2021-01-19 15:38:42

გერმანიაში „კოვიდ-19“-ის ახალი სახეობის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

მაიკ პენსმა კორონავირუსის ვაქცინა პირდაპირ ეთერში გაიკეთა

იტალიაში კორონავირუსის 12 756 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

30.07.2020

12:12

ონს წყალი ალტერნატიული ქსელით მიეწოდება, ძირითადი მაგისტრალის რეაბილიტაციისთვის სამუშაოები მიმდინარეობს

ონის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას წყალი, ალტერნატიული ქსელის საშუალებით, სტაბილურად მიეწოდება.
განვითარებულმა სტიქიურმა მოვლენებმა წყალმომარაგების  ცენტრალური მაგისტრალი და ჟიჟორეთის წყლის სათავე ნაგებობა დააზიანა. ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილისა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის კოორდინაციით აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები დაზიანებული მაგისტრალის აღსადგენად. 
„ონში მომხდარმა სტიქიამ წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელები დააზიანა, თუმცა ჩვენ გვქონდა ალტერნატიული ქსელი, რომლის საშუალებითაც ამ   წუთისათვის ონში წყალმომარაგება სრულად აღდგენილია. რაც შეეხება ძირითად მაგისტრალურ ქსელს, რეაბილიტაციისთვის სამუშაოები მიმდინარეობს.“ - განაცხადა გიგა მანდარიამ.
წყალუხვობის გამო ქსელის დაზიანებულ მაგისტრალთან მისვლა შეუძლებელია, ამ დროისთვის,  მდინარე რიონის კალაპოტის შესაცვლელად საჭირო სამუშაოები მიმდინარეობს, რის შემდეგაც სპეციალისტები უშუალოდ ქსელის რეაბილიტაციას დაიწყებენ.
„წყალუხვობის პერიოდში ვერ ვუდგებით დაზიანებულ მილებს რომ შეიცვალოს და შესაბამისი სამუშაოები ჩატარდეს. მდინარის კალაპოტის შეცვლისთვის საჭირო სამუშაოები გაგრძელდება, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ  დაზიანებული მილები გამოვცვალოთ.“ - განაცხადა ილია ბეგიაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის დავალებით, სტიქიის ზონაში იმყოფებიან  მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები ირაკლი ქარსელაძე და ილია ბეგიაშვილი, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი წერეთელი, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიგა მანდარია და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი თემურ მღებრიშვილი, მაჟორიტარ დეპუტატ გოჩა ენუქიძესთან ერთად.

 

წყარო / სტატიის ავტორი

newstimes.ge

სხვა სიახლეები

21.12.2020

22:03

ზუგდიდში მთავარი ნაძვის ხე აინთო

განათებული ქალაქი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის რწმუნებულის მოადგილემ დავით ვერავამ დაათვალიერეს. მერმა ზუგდიდელებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა. გიორგი შენგელიამ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა რეკომენდაციების დაცვის აუცილებლობას, განსაკუთრებით დღესას...

21.12.2020

21:42

ხაშურში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ხაშურში არარეგისტრირებელი ლენტური ტიპის სახერხი საამქრო გამოავლინეს. ...

21.12.2020

21:38

ზუგდიდი-ანაკლიის დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

ზუგდიდი-ანაკლიის დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალის 3,4 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს....

18.12.2020

18:44

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის №1 საჯარო სკოლის (II კორპუსის) მშენებლობა დასრულდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის №1 საჯარო სკოლის (II კორპუსის) მშენებლობა დასრულდა - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. დასრულებული სამუშაოები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიამ დაათვალიერეს....

16.12.2020

17:17

ლელა დოჩიას ზუგდიდის მერიისგან პირველადი მოხმარების საგნები და საკვები პროდუქტები გადაეცა

სოფელ დარჩელში მცხოვებ ლელა დოჩიას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა პირველადი მოხმარების საგნები და საკვები პროდუქტები გადასცეს. აღნიშნული ოჯახი სოციალური პროგრამებით გათვალისწინებულ დახმარებას იღებს. მომავალ წელს მას, ,,ერთი თბილი ოთახის“ პროგრამაში...

15.12.2020

19:54

ზუგდიდს თანამედროვე სტანდარტების ავტობუსები გადაეცა

ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ზუგდიდს EURO 5-ის სტანდარტის ავტობუსები გადასცა. პროგრამა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მოიცავს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის...

12.12.2020

16:42

რეგიონებისთვის განკუთვნილი 175 ახალი თანამედროვე სტანდარტების ავტობუსიდან 10 ავტობუსი გორს გადაეცა

მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, 6 ქალაქისთვის განკუთვნილი 175 ავტობუსიდან 10 ერთეული EURO 5-ის სტანდარტის ავტობუსი ქალაქ გორს გადასცა. პროგრამა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხა...

11.12.2020

20:11

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში პროფესიული სასწავლებლის მშენებლობა მიმდინარეობს

ზუგდიდში შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში პროფესიული სასწავლებლის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. პროფესიულ სასწავლებელში სამუშაო პროცესს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი და უნივერსიტეტის რექტორი თეონა ხუფენია გაეცნ...

11.12.2020

20:10

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში პროფესიული სასწავლებლის მშენებლობა მიმდინარეობს

ზუგდიდში შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში პროფესიული სასწავლებლის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. პროფესიულ სასწავლებელში სამუშაო პროცესს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი და უნივერსიტეტის რექტორი თეონა ხუფენია გაეცნ...

08.12.2020

12:40

ზუგდიდის მერია დეკემბრის თვეში 5000-მდე სოციალურად დაუცველ ოჯახს საკვებ პროდუქტს გადასცემს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ, ,,სოციალურად დაუცველი მოსახლეობის კვებით უზრუნველყოფის“ პროგრამის ფარგლებში, ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრები განსაკუთრებით მძიმე სოციალური და ეკონომიკური პირობების მქონე ოჯახებისთვის საკვები პროდუქტების გადაცემა დაიწყო....