ირაკლი კობახიძე - ჩვენი მიზანია, გაუმჯობესდეს ეკონომიკის მდგომარეობა და თითოეული მოქალაქის ცხოვრების პირობები, თითოეულ ოჯახში შევიდეს მეტი კეთილდღეობა2020-10-20 22:03:16

გურჯაანში რეგიონული ინოვაციების ცენტრის მშენებლობა დასრულდა2020-10-20 22:01:01

ზუგდიდში 2015-2019 წლებში 117 სოციალურად დაუცველ ოჯახს ახალი საცხოვრებელი სახლი გადაეცა2020-10-20 21:57:37

საპატრულო პოლიცია ”კოვიდ 19”-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული რეკომენდაციების აღსრულების მიზნით მეტროსადგურებთან ინტენსიურ მონიტორინგს აგრძელებს2020-10-20 21:53:43

დედოფლისწყაროს სოფლების - ზემო და ქვემო ქედის, არხილოსკალოსა და გამარჯვების უწყეტი წყალმომარაგებისთვის ახალი სისტემები მოეწყობა2020-10-20 21:52:03

აშშ-ში კორონავირუსის 56 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1076 ადამიანი

ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა

ირანში კორონავირუსის 2 414 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დაიღუპა 217 ადამიანი

30.07.2020

12:38

გიორგი ვაშაძე - მზად ვარ, შევიდე ბრძოლაში, როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი

ჩემი არჩევის შემთხვევაში ქვეყანას ეყოლება პრემიერ-მინისტრი, რომელიც მუდმივად ხალხთან არის, არა კაბინეტში, არა კომფორტში, არამედ იქ, სადაც ყველაზე მეტად უჭირს ხალხს, – ამის შესახებ პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „სტრატეგია აღმაშენებლის“ საარჩევნო კამპანიის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.

გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ დღეს ქვეყანას სჭირდება პრემიერ-მინისტრი, რომელიც მუშაობს 24 საათი, არასდროს იღლება, აქვს ენერგია, უხსნის გზას პროფესიონალებს.

„მე მზად ვარ, შევიდე ბრძოლაში თქვენთან ერთად, როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი. ჩემი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელების მიზანი ძალიან მარტივია, ჩვენ არ უნდა გვყავდეს არც ერთი მშიერი ბავშვი ქვეყანაში და არავის უნდა უწევდეს სარჩოს ძებნა ნაგავსაყრელზე. ჩემი არჩევის შემთხვევაში, ქვეყანას ეყოლება პრემიერ-მინისტრი, რომელიც მუდმივად ხალხთან არის, არა კაბინეტში, არა კომფორტში, არამედ იქ, სადაც ყველაზე მეტად უჭირს ხალხს. დღეს ქვეყანას სჭირდება პრემიერ-მინისტრი, რომელიც მუშაობს 24 საათი არასდროს იღლება, აქვს ენერგია, უხსნის გზას პროფესიონალებს  და არის თანამედროვე განვითარების ავანგარდში. მე მჭირდება თქვენი მხარდაჭერა, თქვენი თანადგომა და მადლობა აქ შეკრებისთვის, მადლობა მათ, ვინც ინტერნეტით გვიყურებს. მადლობა მხარდაჭერისთვის და იცოდეთ, არასდროს გაგიმტყუნებთ იმედს, რომელსაც ახლა ჩვენ თქვენს გულებში ვსახავთ. ბედნიერი ვარ, რომ დავიბადე საქართველოში და ვარ იმ დიდი ისტორიის, კულტურის მოზიარე, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა შექმნეს“, – განაცხადა ვაშაძემ.

ვაშაძის თქმით, „სტრატეგია აღმაშენებელი“, არის პროექტი, რომელიც ემიგრანტებს საქართველოში დააბრუნებს.

„გთავაზობთ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ხუთ მთავარ დაპირებას, რომლის განხორციელებას დავიწყებთ არჩევნებში გამარჯვებისთანავე: დაპირება ნომერი 1 – ოთხ წელიწადში შეიქმნება 300 ათასი მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი, დეტალურად გაწერილი გეგმით. საქართველოში ოთხ წელიწადში ტურისტების რაოდენობას გავზრდით 22 მილიონამდე; დაპირება ნომერი 2 – 2021 წლიდან ყველა საბანკო სესხზე პროცენტის განახევრება. საქართველოში ბიზნესი მიიღებს დაბალპროცენტიან სესხს; დაპირება ნომერი 3 – ყველა პენსიონერს 2020 წლის დეკემბერში უსამართლოდ მაღალი 36-დან 40 პროცენტამდე სესხის პროცენტი ჩამოეწერება სრულად; დაპირება ნომერი 4 – 2021 წლიდან საქართველში წამლები გაიაფდება მინიმუმ 30 პროცენტით; დაპირება ნომერი 5 – 2021 წლის პირველი იანვრიდან ყველა ბიზნეს, რომლის ბრუნვაც არის ერთ მილიონ ლარზე ნაკლები, გავათავისუფლებთ დამატებითი ღირებულების გადასახადისგან“, – განაცხადა ვაშაძემ.

წყარო / სტატიის ავტორი

newstimes.ge

სხვა სიახლეები

20.10.2020

22:03

ირაკლი კობახიძე - ჩვენი მიზანია, გაუმჯობესდეს ეკონომიკის მდგომარეობა და თითოეული მოქალაქის ცხოვრების პირობები, თითოეულ ოჯახში შევიდეს მეტი კეთილდღეობა

„ჩვენი მიზანია, გაუმჯობესდეს ეკონომიკის მდგომარეობა და თითოეული მოქალაქის ცხოვრების პირობები, თითოეულ ოჯახში შევიდეს მეტი კეთილდღეობა“ - განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ქალაქ რუსთავში, 2020 წლის საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაციაზ...

16.10.2020

15:39

ნინო ბურჯანაძე გერმანიის ელჩს შეხვდა

„დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე საქართველოში გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ჰუბერტ ქნირშის შეხვდა. ...

16.10.2020

15:22

ლანჩხუთში, ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ვასილ ჩიგოგიძის წარდგენისას მხარდამჭერებსკახა კალაძემ სიტყვით მიმართა

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანმა კახა კალაძემლა ლანჩხუთში, ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ვასილ ჩიგოგიძის წარდგენაზე ამომრჩეველს სიტყვით მიმართა:...

16.10.2020

15:06

ირაკლი ღარიბაშვილი: 1996 წელს გაფორმდა შეთანხმება, რომელშიც წერია შავით თეთრზე, რომ 2 სახელმწიფოს შორის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციას გააგრძელებდნენ 1938 წლის რუკის მიხედვით.

ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში - „ნამდვილ რიცხვებში“ დავით გარეჯის საკითხზე ისაუბრა. მისი განცხადებით, საქმე გვაქვს სახელმწიფოს ღალატთან. მან მისი პრემიერ-მინისტრობის პერიოდში გარეჯის პრობლემასთან დაკავშირებით მამა კირიონთან შეხვედრა გაიხსენა. „მე ვიყავი პრემიერ-მინისტრი და, ბუ...

30.09.2020

13:49

რომან გოცირიძე - წინასაარჩევნოდ დავით გარეჯის თემის შემოგდება არასახელმწიფოებრივი ქმედება, ქვეყნის ინტერესების ღალატია

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, რომან გოცირიძის შეფასებით, წინასაარჩევნოდ დავით გარეჯთან დაკავშირებით გამოძიების დაწყება ხელისუფლების მხრიდან არასახელმწიფოებრივი ქმედებაა. ...

30.09.2020

13:41

არჩილ თალაკვაძე: საქართველოს ხელისუფლებამ გაატარა ფუნდამენტური რეფორმები, რათა უზრუნველყოს თავისუფალი, გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნების ჩატარება უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტით

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, საქართველო იყო და დარჩება ევროკავშირისა და ნატოს საიმედო პარტნიორი, რომელიც ემსახურება დემოკრატიის კონსოლიდაციას, გამართულად ფუნქციონირებადი საბაზრო ეკონომიკის შექმნას და მოქალაქეებზე ორიენტირებულ მმართველობას და ეფექტურ ინსტიტუციებს”,- ამის შესახებ საქართვე...

28.09.2020

20:24

მამუკა მდინარაძე ბოლნისში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება

გვსურს, გამოვეხმაუროთ ბოლნისში მომხდარ ინციდენტს, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ პროვოკაციული ქმედებებისა და ძალადობის შედეგად, კონფლიქტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ...

25.09.2020

19:29

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ განცხადება

„ქართული ოცნების" პოლიტიკური გუნდი მიესალმება ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის მიერ, საქართველოში 2020 წლის არჩევნებისთვის სადამკვირვებლო მისიის გახსნას და დარწმუნებულია, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე, საერთაშორისო მისიების მუშაობა ქართული დემოკრატიის განმტკიცების...

24.09.2020

14:49

აგრარულ საკითხთა კომიტეტმა „აგროტურიზმის შესახებ“ კანონპროექტი დააინიცირა

აგრარულ საკითხთა კომიტეტმა „აგროტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი დააინიცირა. ...

24.09.2020

14:46

მამუკა ხაზარაძე - „ქართულ ოცნების“ ლიდერებიდან ყველას, განსაკუთრებით მის თავმჯდომარეს ვიწვევ დებატებში, რადგანაც დავამთავროთ ის მარაზმი, რაც დაამკვიდრეთ

პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე „ქართული ოცნების“ ლიდერებს, მათ შორის, პარტიის თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს. ...