ირაკლი კობახიძე - ჩვენი მიზანია, გაუმჯობესდეს ეკონომიკის მდგომარეობა და თითოეული მოქალაქის ცხოვრების პირობები, თითოეულ ოჯახში შევიდეს მეტი კეთილდღეობა2020-10-20 22:03:16

გურჯაანში რეგიონული ინოვაციების ცენტრის მშენებლობა დასრულდა2020-10-20 22:01:01

ზუგდიდში 2015-2019 წლებში 117 სოციალურად დაუცველ ოჯახს ახალი საცხოვრებელი სახლი გადაეცა2020-10-20 21:57:37

საპატრულო პოლიცია ”კოვიდ 19”-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული რეკომენდაციების აღსრულების მიზნით მეტროსადგურებთან ინტენსიურ მონიტორინგს აგრძელებს2020-10-20 21:53:43

დედოფლისწყაროს სოფლების - ზემო და ქვემო ქედის, არხილოსკალოსა და გამარჯვების უწყეტი წყალმომარაგებისთვის ახალი სისტემები მოეწყობა2020-10-20 21:52:03

აშშ-ში კორონავირუსის 56 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1076 ადამიანი

ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა

ირანში კორონავირუსის 2 414 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დაიღუპა 217 ადამიანი

16.10.2020

15:24

ზუგდიდში პროექტის „სახელმწიფო-შენი პარტნიორი“ ფარგლებში მეწარმეებთან, ფერმერებთან და ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში პროექტის „სახელმწიფო-შენი პარტნიორი“ ფარგლებში მეწარმეებთან, ფერმერებთან და ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

დაინტერესებულ მოქალაქეებს პროგრამის ფარგლებში არსებული შესაძლებლობები და უკვე მიღწეული შედეგები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გიგა ფარულავამ, სააგენტოს - „აწარმოე საქართველოში" მეწარმეობის დეპარტამენტის უფროსმა ლაშა ბოსტაშვილმა, ზუგდიდის იუსტიციის სახლის მენეჯერმა მონიკა ჯობავამ და ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამსახურის უფროსმა გიორგი ქვარაიამ წარუდგინეს.

შეხვედრაზე თავიანთი გამოცდილების შესახებ ისაუბრეს სახელმწიფო პროგრამების ბენეფიციარებმა - მეწამრმეებმა და ფერმერებმა.

„სახელმწიფო მხარდამჭერ პროგრამებს რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები მოაქვს, პროექტი - "სახელმწიფო - შენი პარტნიორი" კი კიდევ უფრო ამარტივებს წვდომას ამ პროგრამებზე. ჩვენს რეგიონში ბოლო წლების განმავლობაში არაერთ ფერმერსა თუ მეწარმეს გაეწია დახმარება, ახალგაზრდებს მიეცათ სტიმული, რომ გახდნენ მეწარმეები, ამან შექმნა ახალი სამუშაო ადგილები და, ვფიქრობ, მომსახურების ადგილზე ხელმისაწვდომობა გააორმაგებს ამ მონაცემებს, გაზრდის დასაქმების მაჩვენებელს და რეგიონის ეკონომიკურ წინსვლას. მისასალმებელია, რომ სამეგრელოში სახელმწიფო პროგრამებით დაინტერესება დიდია, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონის განვითარებას“- აღნიშნა მერის პირველმა მოადგილემ.

შეხვედრაზე მიმოიხილეს პროექტის ფარგლებში ადგილობრივი მოსახლეობის მომართვიანობის მაჩვენებლები, ასევე ბოლო წლებში სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტების სტატისტიკა. აღინიშნა, რომ სახელმწიფო პროგრამების ერთიან სივრცეში გაერთიანების შემდეგ ხუთჯერ გაიზარდა მომართვიანობა.

რაც შეეხება 2013 წლიდან დღემდე მონაცემებს, შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა 476 პირმა, 343 ჰა ფართობზე გაშენდა ხეხილის ბაღები, მიკრო და მცირე მეწარმეობის პროგრამის ფარგლებში მხარი დაეჭირა 197 პროექტს. აღსანიშნავია, რომ მიკრომეწარმეობის კუთხით დაინტერესება კვლავაც დიდია, განაცხადების მიღება 18 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. წელს აღნიშნული პროგრამის ბიუჯეტი 40 მილიონ ლარამდე გაიზარდა, შემცირდა მეწარმეების თანამონაწილეობის თანხა და 20%-ის ნაცვლად 10% გახდა (მაღალმთიან რეგიონებში 5%).

საქართველოს მთავრობის ახალი პროექტის - „სახელმწიფო - შენი პარტნიორის“ ფარგლებში, ყველას, ვინც არის ან ვისაც სურვილი აქვს გახდეს მეწარმე ანდა ფერმერი, შეუძლია სახელმწიფო პროგრამებზე წვდომა უკვე ერთ სივრცეში ერთი ფანჯრის პრინციპით მიიღოს. მომსახურების მიღება შესაძლებელია ზუგდიდის იუსტიციის სახლში და რუხისა და ორსანტიის საზოგადოებრივ ცენტრებში. ასევე მოქმედებს გაერთიანებული ელექტრონული პორტალი.

წყარო / სტატიის ავტორი

newstimes.ge

სხვა სიახლეები

20.10.2020

22:01

გურჯაანში რეგიონული ინოვაციების ცენტრის მშენებლობა დასრულდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გურჯაანში ინოვაციების ცენტრის მშენებლობა დაასრულა. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და მისი ღირებულება 2.4 მილიონ ლარზე მეტია. ...

20.10.2020

21:57

ზუგდიდში 2015-2019 წლებში 117 სოციალურად დაუცველ ოჯახს ახალი საცხოვრებელი სახლი გადაეცა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 2015-2019 წლებში 117 სოციალური სახლი აშენდა. წელს დამატებით 24 ოჯახს ახალი საცხოვრებელი სახლი აუშენდება. ბენეფიციარები, რომლებმაც ახალი საცხოვრებელი სახლი მიიღეს, სპეციალური კომისიის მიერ, სპეციალურად შემუშვებული ანკეტის საფუძველზე შეირჩა. უპირატესობა კი მრავალშვილიან ოჯახებ...

20.10.2020

21:52

დედოფლისწყაროს სოფლების - ზემო და ქვემო ქედის, არხილოსკალოსა და გამარჯვების უწყეტი წყალმომარაგებისთვის ახალი სისტემები მოეწყობა

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მიმდინარე წლის გეგმით პროექტების განხორციელებას აქტიურად განაგრძობს. ...

19.10.2020

18:22

ქალაქ გურჯაანის წყლისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია რეგიონებშიო წყლისა და კანალიზაციის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას აქტიურად განაგრძობს. ...

19.10.2020

18:17

ზუგდიდის ბაზარში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში "კორონავირისის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში" სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება. ამჯერად დეზინფექცია ჩაუტარდა ზუგდიდის აგრარულ ბაზარს. დამუშავდა ბაზრის შიდა და გარე პერიმეტრი. სადეზინფექციო სამუშაოებს ზუგდიდის მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავა გაეცნო. "კორონავირუსის პ...

16.10.2020

15:15

გუდაურში წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, გიგა მანდარია, მცხეთა- მთიანეთის რეგიონულ მენეჯერთან, ლევან კაკაბაძესთან ერთად გუდაურში ადგილობრივ მოსახელობასა და კერძო სასტუმროების მეპატრონეებს შეხვდა და მიმდინარე პროექტები გააცნო....

16.10.2020

14:55

ზუგდიდის ცენტრალურ გზებზე მასშტაბური სამუშაოები ხორციელდება

ქალაქ ზუგდიდში ადგილობრივი მნიშვნელობის ქუჩების რეაბილიტაცია ხორციელდება. ...

30.09.2020

13:39

ზუგდიდის მერის მოადგილე - რუხში მოხუცთა და ბავშვთა თავშესაფრის მშენებლობა საშუალებას გვაძლევს ვიზრუნოთ იმ მოქალაქეებზე, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება ყურადღება და მხარდაჭერა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მოხუცთა და ბავშვთა თავშესაფარი შენდება. სამუშაოების მიმდინარეობას ზუგდიდის მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავა საქველმოქმედო-ჰუმანიტარული ცენტრ ,,აფხაზეთის“ წარმომადგენელთან ერთად გაეცნო. საქველმოქმედო ორგანიზაცია „აფხაზეთი“ რუხის ცენტრში ნახევარ მილიონ ლარზე მეტ ი...

30.09.2020

13:35

მატანის მოსახლეობის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის სამუშაოები იწყება

რეგიონებში მოსახლეობის სტაბილური წყალმომარაგებისთვის გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია სამშენებლო პროექტების განხორციელებას აქტიურად განაგრძობს. ...

28.09.2020

20:21

გეგა შენგელია- ზუგდიდში წლის ბოლომდე 70-მდე ქუჩის რეაბილიტაციის პროექტი დასრულდება

ქალაქ ზუგდიდში 50-მდე გზა რეაბილიტირდა. ასევე, იწყება მერაბ კოსტავას ქუჩის 2-კილომეტრიანი მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია. როგორც ზუგდიდის მერმა გეგა შენგელიამ აღნიშნა, ჯამში წლის ბოლომდე 70-მდე ქუჩის რეაბილიტაციის პროექტი დასრულდება. „აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებთ გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. ქალაქში ...