ირაკლი კობახიძე - ჩვენი მიზანია, გაუმჯობესდეს ეკონომიკის მდგომარეობა და თითოეული მოქალაქის ცხოვრების პირობები, თითოეულ ოჯახში შევიდეს მეტი კეთილდღეობა2020-10-20 22:03:16

გურჯაანში რეგიონული ინოვაციების ცენტრის მშენებლობა დასრულდა2020-10-20 22:01:01

ზუგდიდში 2015-2019 წლებში 117 სოციალურად დაუცველ ოჯახს ახალი საცხოვრებელი სახლი გადაეცა2020-10-20 21:57:37

საპატრულო პოლიცია ”კოვიდ 19”-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული რეკომენდაციების აღსრულების მიზნით მეტროსადგურებთან ინტენსიურ მონიტორინგს აგრძელებს2020-10-20 21:53:43

დედოფლისწყაროს სოფლების - ზემო და ქვემო ქედის, არხილოსკალოსა და გამარჯვების უწყეტი წყალმომარაგებისთვის ახალი სისტემები მოეწყობა2020-10-20 21:52:03

აშშ-ში კორონავირუსის 56 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1076 ადამიანი

ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა

ირანში კორონავირუსის 2 414 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დაიღუპა 217 ადამიანი

16.10.2020

15:33

გიორგი გახარია - არ იქნება მარტივი, მაგრამ როგორც ერთად გავუმკლავდით პირველ ტალღას, ასე უნდა დავირაზმოთ და ერთიანობით გავუმკლავდეთ მეორე ტალღასაც

„ჩვენ უკან არ ვიყურებით, ჩვენთვის მთავარია ის გეგმა, რომელიც უნდა განვახორციელოთ მომავალი 4 წლის განმავლობაში. ჩვენი ბავშვები, ჩვენი ხანდაზმულები, ექიმები, მასწავლებლები, პოლიციელები, ჯარისკაცები, ეს ის ხალხია, ვისზეც სახელმწიფო დგას და რომელთა შრომითაც ამ ქვეყნის ხვალინდელი დღე უნდა იყოს წარმატებული, ამიტომ ყველაფერი ეს უნდა გავაკეთოთ ერთად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჩოხატაურში, ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ვასილ ჩიგოგიძის წარდგენაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, საქართველოს მთავრობას მომავალი 4 წლისთვის აქვს კონკრეტული გეგმა, თუ სად, რომელ სოფელსა თუ ქალაქში რა არის გასაკეთებელი.

„მოგესალმებით, ჩვენო გურულებო! დიდი პატივია დღეს თქვენთან ერთად აქ ყოფნა, ამ მყუდრო და თბილ გარემოში, ჩვენი ქვეყნისა და გურიის ხვალინდელ დღეზე საუბარი. ჩვენ უკან არ ვიყურებით, ჩვენთვის მთავარია ის გეგმა, რომელიც უნდა განვახორციელოთ მომავალი 4 წლის განმავლობაში. ჩვენი ბავშვები, ჩვენი ხანდაზმულები, ექიმები, მასწავლებლები, პოლიციელები, ჯარისკაცები, ეს ის ხალხია, ვისზეც სახელმწიფო დგას და რომელთა შრომითაც ამ ქვეყნის ხვალინდელი დღე უნდა იყოს წარმატებული, ამიტომ ყველაფერი ეს უნდა გავაკეთოთ ერთად. საქართველოს მთავრობას მომავალი 4 წლისთვის აქვს კონკრეტული გეგმა, თუ სად, რომელ სოფელსა თუ ქალაქში რა არის გასაკეთებელი. მიუხედავად იმისა, რომ ყველანი ვხედავთ, ბოლო წლების განმავლობაში რამდენად განვითარდა სისტემური ინფრასტრუქტურა, გზები, გაზმომარაგება, წყალი, მაინც ისეთ საკითხებში, როგორიც არის წყალმომარაგება, სასმელი და საირიგაციო წყალი, ძალიან ბევრია გასაკეთებელი. ეს ყველაფერი ჩვენ გეგმის მიხედვით, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გავაკეთოთ, რომ ქვეყანა მოვიყვანოთ წესრიგში, ისე როგორც ნორმალურ, კომფორტულ გარემოში ცხოვრობენ ევროპაში. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენს ახალგაზრდებს არ უნდა უწევდეთ სადმე წასვლა, არ უნდა იყოს დიდი სხვაობა, სად ცხოვრობს ადამიანი - ლანჩხუთში, ოზურგეთში, ჩოხატაურსა თუ თბილისში, მას ყველგან უნდა ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობები და ამისთვის ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ“, -  აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ მიუხედავად იმ აშკარა პროგრესისა, რომელიც სისტემურ ინფრასტრუქტურაშია, საქართველოს მთავრობა გეგმავს, მომავალი 4 წლის განმავლობაში მინიმუმ 20 მილიარდი ლარის ინვესტირებას ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად.

„ძირითადად ეს იქნება წყალი, გაზმომარაგება, საირიგაციო, სარწყავი წყლები, გზები და ა.შ. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი შვილები, ჩვენი ახალი თაობა ნორმალურ, კომფორტულ და რაც მთავარია ისეთ გარემოში იღებდნენ განათლებას, რომ მათ შეეძლოთ სხვა ქვეყნების წარმომადგენლებისთვის სერიოზული კონკურენციის გაწევა. დღეს, სამწუხაროდ, ყველას პირბადე გვიკეთია და ეს არ ხდება მხოლოდ საქართველოში, ეს ხდება მთელს მსოფლიოში. როგორც დღეს ეპიდემია არის გლობალური, კონკურენციაც იქნება გლობალური და ჩვენს შვილებს მოუწევთ დიდი და სისტემური ქვეყნების შვილებთან კონკურენცია. ამიტომ, განათლება, ჯანდაცვა, რომელმაც უნდა იზრუნოს ჩვენს ღვაწლმოსილ მოხუცებზე, მნიშვნელოვანია“, -  აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა პანდემიის პერიოდში არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება და ხაზი გაუსვა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ინფიცირების ახალი შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელია. 

„ყველას კარგად გვესმის, რომ წელს ჩვენ გვიწევს გამოწვევებით სავსე პერიოდში ცხოვრება, რა თქმა უნდა, ვგულისხმობ პანდემიას. რამდენადაც გასაკვირი და რთულად დასაჯერებელი არ უნდა იყოს, ბოლო დღეების განმავლობაში ინფიცირების ახალი შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელია. მაგალითად, გუშინწინ მსოფლიოში დაინფიცირდა 380 000 ადამიანი. არ მინდა ვირუსის სიმძიმეზე საუბარი, რადგან როგორც ჩვენ ერთად გავუმკლავდით პირველ ტალღას, ასე უნდა დავირაზმოთ და ერთიანობით გავუმკლავდეთ მეორე ტალღასაც. ეს არ იქნება მარტივი. ვერავინ დაგპირდებათ და ტყუილი იქნება, თუ ვინმე დაგპირდებათ, რომ ვირუსი ერთ დღეში გაქრება, ან ცალკე აღებული საქართველო შეძლებს ამ გამოწვევის და კრიზისის დამარცხებას. რა თქმა უნდა, ვერ შეძლებს, მაგრამ ჩვენ უნდა მივაღწიოთ ამას ერთად, შრომით, ელემენტარული წესების დაცვით. რაც არ უნდა უჩვეულო იყოს, პირბადე უნდა ვატაროთ და დისტანციაც უნდა დავიცვათ მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ დავიცვათ პირველ რიგში ჩვენი ხანდაზმულები და მოხუცები და იმისთვის, რომ ეკონომიკური კრიზისი არ გაღრმავდეს ისე, რომ შემდგომ ამ კრიზისიდან გამოსვლისთვის ბევრი დრო დაგვჭირდეს. უნდა დავიცვათ თითოეული სამუშაო ადგილი, რომელიც ძვირფასია ამ კუთხისთვისაც და მთელი ქვეყნისთვისაც“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა არჩევნებზე საუბრისას აღნიშნა, რომ მთავარია სამართლიანი და ღირსეული გამარჯვება 31 ოქტომბერს.

„მე ერთ რამეს შემიძლია დაგპირდეთ, რომ  ჩვენი ყურადღების ცენტრი ყოველთვის იქნება ადამიანი. ადამიანზე ზრუნვა ყოველთვის იყო ჩვენი პრიორიტეტი და ეს იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი, რითიც ჩვენ გავაგრძელებთ ამ პანდემიასთან ბრძოლასაც და რა თქმა უნდა, შემდგომი 4 წლის განმავლობაში მუშაობას, მაგრამ ეს ყველაფერი ჩვენ უნდა გავაკეთოთ ერთად. ამისთვის ჩვენ გვჭირდება სამართლიანი და ღირსეული გამარჯვება 31 ოქტომბერს. დღეს, ჩვენ, ისეთი მხარდაჭერა გვაქვს ჩვენი მოქალაქეების, რომელსაც ვგრძნობთ, რომ ყველაზე დიდი გამოწვევა გახლავთ ის, რომ ეს გამარჯვება არ დავაყენოთ რისკის ქვეშ. ნებისმიერ პროვოკაციას უნდა გავუძლოთ ღირსეულად და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მშვიდ გარემოში, ღირსეულად, სამართლიან ბრძოლაში გავიმარჯვოთ. გამარჯვებას გისურვებთ!“, -  აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

წყარო / სტატიის ავტორი

newstimes.ge

სხვა სიახლეები

20.10.2020

21:53

საპატრულო პოლიცია ”კოვიდ 19”-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული რეკომენდაციების აღსრულების მიზნით მეტროსადგურებთან ინტენსიურ მონიტორინგს აგრძელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებების შესაბამისად, "კოვიდ 19"-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული წესებისა და რეკომენდაციების აღსრულების მიზნით, მეტროსადგურებთან ინტენსიურ მონიტორინგს აგრძელებენ....

19.10.2020

18:13

საპატრულო პოლიცია ”კოვიდ 19”-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული რეკომენდაციების აღსრულების მიზნით მეტროსადგურებთან ინტენსიურ მონიტორინგს აგრძელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებების შესაბამისად, "კოვიდ 19"-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული წესებისა და რეკომენდაციების აღსრულების მიზნით, მეტროსადგურების როგორც შიდა, ასევე, გარე პერიმეტრზე ინტენსიურ მო...

16.10.2020

15:43

კორონავირუსის დადასტურების გამო, დისტანციურ სწავლებაზე 20 სკოლა გადავიდა

თბილისში, ზუგდიდში, რუსთავსა და ქუთაისში კორონავირუსის დადასტურების გამო, დისტანციურ სწავლებაზე 20 სკოლა გადავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს....

16.10.2020

15:18

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს აშშ-ის თავდაცვის თანამშრომლობის ოფისის ახალი ხელმძღვანელი ეწვია

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე, ლევან ღირსიაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის თანამშრომლობის ოფისის (ODC) ახალ ხელმძღვანელს, ვიცე-პოლკოვნიკ პოვილას სტრაზდასს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო....

16.10.2020

15:08

საპატრულო პოლიცია ”კოვიდ 19”-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული რეკომენდაციების აღსრულების მიზნით მეტროსადგურებთან ინტენსიურ მონიტორინგს ახორციელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებების შესაბამისად, "კოვიდ 19"-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული წესებისა და რეკომენდაციების აღსრულების მიზნით, მეტროსადგურებთან ინტენსიურ მონიტორინგს ახორციელებენ....

16.10.2020

14:59

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ ინიცირიებული სამხედრო ბაზების ინფრასტრუქტურის განახლება დასკვნით ფაზაშია შესული

თავდაცვის მინისტრი სამხედრო ქვედანაყოფებში მიმდინარე სარემონტო და სამშენებლო სამუშაოებს პირადად ეცნობა. ამჯერად ირაკლი ღარიბაშვილი ქალაქ გორში, პირველ ქვეით ბრიგადაში იმყოფებოდა და ქვედანაყოფში დასრულებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა....

16.10.2020

14:57

საპატრულო პოლიცია ”კოვიდ 19”-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული წესებისა და რეკომენდაციების აღსრულების მიზნით მეტროსადგურებთან ინტენსიურ მონიტორინგს განახორციელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებების შესაბამისად, "კოვიდ 19"-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული წესებისა და რეკომენდაციების აღსრულების მიზნით, მეტროსადგურებთან ინტენსიურ მონიტორინგს ახორციელებს. ...

30.09.2020

13:50

დღეიდან ამოქმედებული კრიტერიუმების თანახმად, უსიმპტომო პირს 10 დღის შემდეგ შესაძლოა, გამოჯანმრთელებულის სტატუსი მიენიჭოს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, დღეიდან ამოქმედებული გამოჯანმრთელებულთა კრიტერიუმების მიხედვით, უსიმპტომო პირს 10 დღის შემდეგ შესაძლოა გამოჯანმრთელებულის სტატუსი მიენიჭოს. ...

30.09.2020

13:48

კორონავირუსით 39-ე პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა

აჭარაში კორონავირუსის შედეგად დღეს კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ინფიცირებული 60 წლის ქალი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. ...

30.09.2020

13:43

შინაგან საქმეთა მინისტრი ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან, ჯილიენ სტირკთან შეხვედრა გამართა. ...