ჩვენთვის კრიტიკულად და პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს საერთაშორისო საზოგადოების მაქსიმალური ყურადღების მობილიზება ზაზა გახელაძის საკითხთან დაკავშირებით, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, კახა ქემოკლიძემ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, აშშ-სა და ევროკავშირის ელჩებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა აღნიშნა, საერთაშორისო წარმომადგენლებისა და სახელმწიფო აპარატის კოორდინირებული მოქმედებების გარეშე რთული იქნება ამ პრობლემის გადაწყვეტა.
„დღეს პრემიერ-მინისტრმა გახარიამ გამართა შეხვედრა სტრატეგიულ მოკავშირეებთან – ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან, ქალბატონ დეგნანთან და ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელთან, ბატონ ჰარცელთან. დღევანდელი შეხვედრის მთავარი განხილვის საგანი იყო საქართველოს მოქალაქის, გახელაძის, დე ფაქტო ცხინვალის მიერ უკანონო პატიმრობაში ყოფნა. ეს არის ძალიან სერიოზული საკითხი, რომელსაც პრემიერ-მინისტრის ოფისი აქტიურად აკვირდება და სწავლობს პრემიერმა თავად მიაწოდა დეტალური ინფორმაცია პატივცემულ ელჩებს. ჩვენთვის კრიტიკულად და პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს საერთაშორისო საზოგადოების მაქსიმალური ყურადღების მობილიზება ამ თემასთან დაკავშiრებით. საერთაშორისო წარმომადგენლების, ისევე, როგორც მთლიანად, სახელმწიფო აპარატის კოორდინირებული მოქმედებების გარეშე რთული იქნება ამ პრობლემის დაძლევა. ჩვენ, პრემიერ-მინისტრის ოფისი აქტიურად ვმუშაობთ და გავაგრძელებთ აქტიურ ღონისძიებებს ამ მიმართულებით“, – განაცხადა კახა ქემოკლიძემ.
სხვა სიახლეები
,,თაობები ოკუპაციის წინააღმდეგ“ - ამ სახელწოდებით საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ღონისძიება გაიმართა. ...
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები საოკუპაციო ხაზზე იმყოფებოდნენ. დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოძისში, საინდაც მოჩანს რუსეთის უსაფრთხოების ფედრალური სამსახურის ე.წ. სასაზღვრო ბაზა, დეპუტატები გაეცნენ ადგილზე არსებულ ვითარებას....
„ზაზა გახელაძესთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო ხაზგასმით, რომ რამდენიმე დღის წინ საოკუპაციო რეჟიმის მიერ კიდევ ერთი უკანონო გადაწყვეტილება, რომელიც გულისხმობს ზაზა გახელაძისთვის პატიმრობის შეფარდებას 12,5 წლის ვადით, არის აბსოლუტურად მოკლებული ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს და ერთმ...
უსეთი შეეცდება, გამოიყენოს აქტივობები საქართველოში დესტაბილიზაციისთვის, თუმცა ქართული საზოგადოება საკმაოდ გათვითცნობიერებულია ამ რისკების კუთხით, – განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა თემის კომენტირებისას....
ამჯერად ავღანეთში, მაზარ-ი-შარიფში "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის შესასრულებლად აღმოსავლეთის სარდლობის ნაკრები ასეული გაემგზავრა. ალექსეევკას შერეული საავიაციო ბაზიდან ქართველი მშვიდობისმყოფელები თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა ალექსანდრე კიკნაძემ გააცილა. მან პირად შემადგენ...
საქართველოს თავდაცვის ძალების I ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიის შესასრულებლად გაემგზავრა. ...
ოკუპირებულ აფხაზეთში საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებული ტატო ზარქუა თავისუფალია. ის რამდენიმე წუთის წინ რუხში, ენგურის ხიდით გადმოვიდა....
ავღანეთში, ნატოს ეგიდით „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ (RSM) შესასრულებლად პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 მსუბუქი ქვეითი ბატალიონი გაემგზავრა....
ოკუპირებულ გალთან საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ისინი ოკუპირებულ ტერიტორიაზე, იზოლატორში არიან გადაყვანილები....
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე უკვე 150-მდე მოქალაქეა გადმოყვანილი, რომლებიც კარანტინში იმყოფებიან ან მკურნალობას გადიან და საქართველოს ხელისუფლება ყველა არხის გამოყენებით ძალისხმევას არ იშურებს ოკუპირებულ ტერი...