2021 წელს ეკონომიკის 4.3-პროცენტიანი ზრდის ვარაუდის საფუძველს გვაძლევს ვაქცინაცია და რეგიონში მშვიდობა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისივე თქმით, პანდემიის გამო, ქვეყნის ეკონომიკისთვის 2020 წელი იმაზე მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე პროგნოზირებული იყო.
„2020 წელი მართლაც იმაზე მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე თავიდან ვპროგნოზირებდით. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის პანდემიის მეორე ტალღა, რომელიც ზოგადად არაპროგნოზირებადი პროცესია. ამიტომ ეკონომიკური ზრდა ან ვარდნაც არაპროგნოზირებადი ხდება. გარდა ამისა, ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონში მიმდინარე ვითარება. იცით, რომ ამ დროს იყო სწორედ კონფლიქტის გაღვივება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, რომელიც შემდგომ მშვიდობით დასრულდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. 2021 წელს სწორედ ორი ფაქტორი გვაძლევს 4.3-პროცენტიანი ზრდის ვარაუდის საფუძველს. ერთი – ეს არის ვაქცინაცია, რომელიც უკვე დაწყებულია, მაგრამ დიდად ვართ დამოკიდებული ვირუსის შემდგომ მოქმედებასა და ვაქცინაციის ტემპზე; მეორე – რეგიონში არის მშვიდობა და ნეგატიური ფაქტორიც აღარ იარსებებს“, – განაცხადა თურნავამ.
მინისტრმა იმ ღონისძიებებზეც ისაუბრა, რაც მთავრობას 2021 წელს ეკონომიკური ზრდის მისაღწევად აქვს დაგეგმილი.
„2021 წელს 4.3-პროცენტიანი ზრდის მიღწევა დიდად არის დამოკიდებული ჩვენს საკუთარ ძალისხმევაზეც. გავაგრძელებთ სტრუქტურულ რეფორმებს, რაც არა უბრალოდ დააჩქარებს ზრდის პროცესს, არამედ ხარისხობრივადაც გააუმჯობესებს. ეს იქნება ინკლუზიური ზრდა, ანუ სიღარიბის დაძლევისკენ მიმართული ზრდა. გარდა ამისა, ავამოქმედებთ ისეთ ფაქტორებს, როგორიც არის პრივატიზაციის ახალი, ინტენსიური პოლიტიკა. წელს გვაქვს სიახლეები, რომელსაც სულ მალე გავასაჯაროვებთ. ასევე წიაღისეულის ლიცენზიების მასშტაბური გაცემა, სახელმწიფო საწარმოების პრივატიზაცია და პარალელურად, კორპორატიზაცია და რეფორმა. ეს სამი ფაქტორი იმოქმედებს ეკონომიკური ზრდის დაჩქარების სასარგებლოდ“, – განაცხადა თურნავამ.
სხვა სიახლეები
მიმდინარე წლის 19 მარტიდან, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება. ბაქო-თბილისი-ბაქოს საჰაერო ხაზზე ავიარეისებს ავიაკომპანია Azerbaijan Airlines-ის სტრუქტურის ქვეშ დაფუძნებული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Buta Airways შეასრულებს. ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის საა...
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ მარტის განმავლობაში საქართველოში კვირაში 70-მდე ფრენა განხორციელდება, ზაფხულში კი ფრენების სიხშირე კვირაში 200 ფრენამდე გაიზრდება....
კიდევ ერთმა სარეიტინგო სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება და შეუნარჩუნა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB” დონეზე. ეს რეიტინგი ჩვენ პანდემიამდე გვქონდა, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს „S&P“-ის გადაწყვეტილებაზე საქარ...
პანდემიისა და გლობალური ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, სარეიტინგო კომპანია „ფიტჩის“ შემდეგ, კიდევ ერთმა სარეიტინგო სააგენტო S&P Global-მა გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვითაც, საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელ, „BB“ დონეზე დატოვა. ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცე...
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ცნობით, დღეს შეხვედრა გაიმართა, სადაც იმ აუცილებელ დამატებით ღონისძიებებზე ისაუბრეს, რომლებიც მოკლევადიან პერსპექტივაში მძიმე მდგომარეობაში მყოფი ტურისტული სექტორის დროულ აღდგენას შეუწყობს ხელს....
მივესალმებით თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტის გადაწყვეტილებას ორ ქვეყანას შორის ე.წ. დიაგონალური კუმულაციის შესახებ შეთანხმების რატიფიცირებასთან დაკავშირებით. აღნიშნული შეთანხმება ხელს შეუწყობს საქართველოდან ექსპორტის ზრდის პერსპექტივას, კერძოდ თურქეთიდან შემოტანილი ინდუსტრიული ნედლეულიდან საქართველ...
პრემიერ-მინისტრის დავალებით, პირველი ვიცე-პრემიერის ხელმძღვანელობით, ბიზნესის წარმომადგენლებთან შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმაზე შეხვედრა გაიმართა....
დღევანდელი საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრის მთავარი მიზანი იყო, კიდევ ერთხელ გაგვეცნო ტურისტული ინდუსტრიისთვის, რესტორნებისთვის და ზამთრის კურორტების წარმომადგენლებისთვის, თუ რა ლოგიკით მიიღება საკოორდინაციო საბჭოზე საბოლოო გადაწყვეტილებები ბიზნესის შეზღუდვების მოხსნის გრაფიკთან დაკავშირებით, – ამის შეს...
საქართველო გადადის რეგიონული ლიდერობის ახალ ეტაპზე, რაც გულისხმობს მეტ ეკონომიკურ განვითარებას, მეტ ინვესტიციას უფრო უსაფრთხო გარემოში, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ აშშ-სა და საქართველოს შორის 5G ქსელების უსაფრთხოების შესახებ გაფორმებული მემორანდუმის მნიშვნელობაზე საუბრის...
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 12 დეკემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 3.2870 ლარი ეღირება, ევრო – 3.9861 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.3421 ლარი....