„ზაზა გახელაძესთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო ხაზგასმით, რომ რამდენიმე დღის წინ საოკუპაციო რეჟიმის მიერ კიდევ ერთი უკანონო გადაწყვეტილება, რომელიც გულისხმობს ზაზა გახელაძისთვის პატიმრობის შეფარდებას 12,5 წლის ვადით, არის აბსოლუტურად მოკლებული ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს და ერთმნიშვნელოვნად არის დაგმობილი როგორც საქართველოს ცენტრალური ხელისულების, ასევე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების, საერთაშორისო საზოგადოებისა და ჩვენი მეგობარი ქვეყნების მიერ. როგორც მოგეხსენებათ, საკითხი აყვანილია უმაღლესი დონის კონტროლზე. ამ პროცესში ჩართული ვართ ყველა შესაბამისი უწყება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ მოცემული მითითებებისა და დავალებების შესაბამისად, ვაგრძელებთ ინტენსიურ მუშაობას.
სახელმწიფო მინისტრის აპარატი, მე პირადად გავმართე მრავალი შეხვედრა როგორც მანამდე, ასევე ამ უკანონო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქართველოში აკრედუტებულ დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, ჯამში, ამ შეხვედრას სამოცამდე მონაწილე ესწრებოდა, ასევე ეუთოს ახლად დანიშნულ თანათავმჯდომარესთან. ჩვენ გვქონდა წერილობითი კომუნიკაცია, ასევე, ჟენევის თანათავმჯდომარეების სრულ ჯგუფთან და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენელთან, ისევე როგორც ევროსაბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშის მომხსენებლებთან და სხვა მრავალი შეხვედრისას, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად, ერთი მხრივ, დაგმობილია ეს ფაქტი, მეორე მხრივ, მიმდინარეობს მსჯელობა თუ როგორ გავაუმჯობესოთ და ვიპოვოთ დამატებით ის ეფექტიანი გზები დამატებით, რაც უზრუნველყოფს ზაზა გახელაძის და უკანონო პატიმრობაში მყოფი ყოველი ჩვენი მოქალაქის დაუყოვნებელ და უპირობო გათავისუფლებას. ამ პროცესში, ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ განვიხილავთ და ხაზს ვუსვამთ ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც რუსეთს, როგორც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ოკუპაციის, ანუ ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას, აკისრებს სრულ პასუხისმგებლობას ამ რეგიონებში ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე და ჩვენ გვაქვს რწმენა, რომ ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო გააძლიერებს საერთაშორისო პარტნიორების პოზიციას და მისცემს მათ მეტ საშუალებას, რომ ზეწოლა განახორციელონ საოკუპაციო რეჟიმზე“ - განაცხადა თეა ახვლედიანმა.
სხვა სიახლეები
,,თაობები ოკუპაციის წინააღმდეგ“ - ამ სახელწოდებით საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ღონისძიება გაიმართა. ...
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები საოკუპაციო ხაზზე იმყოფებოდნენ. დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოძისში, საინდაც მოჩანს რუსეთის უსაფრთხოების ფედრალური სამსახურის ე.წ. სასაზღვრო ბაზა, დეპუტატები გაეცნენ ადგილზე არსებულ ვითარებას....
ჩვენთვის კრიტიკულად და პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს საერთაშორისო საზოგადოების მაქსიმალური ყურადღების მობილიზება ზაზა გახელაძის საკითხთან დაკავშირებით, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, კახა ქემოკლიძემ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, აშშ-სა და ევროკავშირის ელჩებს შორის გამარ...
უსეთი შეეცდება, გამოიყენოს აქტივობები საქართველოში დესტაბილიზაციისთვის, თუმცა ქართული საზოგადოება საკმაოდ გათვითცნობიერებულია ამ რისკების კუთხით, – განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა თემის კომენტირებისას....
ამჯერად ავღანეთში, მაზარ-ი-შარიფში "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის შესასრულებლად აღმოსავლეთის სარდლობის ნაკრები ასეული გაემგზავრა. ალექსეევკას შერეული საავიაციო ბაზიდან ქართველი მშვიდობისმყოფელები თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა ალექსანდრე კიკნაძემ გააცილა. მან პირად შემადგენ...
საქართველოს თავდაცვის ძალების I ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიის შესასრულებლად გაემგზავრა. ...
ოკუპირებულ აფხაზეთში საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებული ტატო ზარქუა თავისუფალია. ის რამდენიმე წუთის წინ რუხში, ენგურის ხიდით გადმოვიდა....
ავღანეთში, ნატოს ეგიდით „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ (RSM) შესასრულებლად პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 მსუბუქი ქვეითი ბატალიონი გაემგზავრა....
ოკუპირებულ გალთან საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ისინი ოკუპირებულ ტერიტორიაზე, იზოლატორში არიან გადაყვანილები....
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე უკვე 150-მდე მოქალაქეა გადმოყვანილი, რომლებიც კარანტინში იმყოფებიან ან მკურნალობას გადიან და საქართველოს ხელისუფლება ყველა არხის გამოყენებით ძალისხმევას არ იშურებს ოკუპირებულ ტერი...