ლევან ნატროშვილი - საარჩევნო კანონმდებლობას პოლიტიკური პარტიები უნდა იზიარებდნენ, ამიტომ ძირითადი ოპოზიციური პარტიების თანხმობის გარეშე ნებისმიერ ცვლილებას სათანადო ნდობა არ ექნება2021-03-04 19:38:42

გიგი უგულავა - არ ვიზიარებ მიხეილ სააკაშვილის პათოსს, ვიდრე მოლაპარაკებები არ დაწყებულა, მანამდე დამუნათება აბსოლუტურად მიუღებელია, რადგან პლებისციტს ბევრი თავისი პლუსი აქვს2021-03-04 19:35:34

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება2021-03-04 19:32:34

მიხეილ სააკაშვილი - არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დათანხმება პლებისციტზე, იმედი მაქვს, გამოსვლის შემდეგ ნიკა მელია ძალიან მკვეთრ გადაწყვეტილებებს მიიღებს2021-03-04 19:28:45

არჩილ თალაკვაძესა და ევროპარლამენტის თავმჯდომარე დავიდ სასოლის შორის სატელოფონო საუბარი შედგა2021-03-04 19:21:57

აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ის 278 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ზაფხულამდე ე.წ. კოვიდპასპორტების შემოღებას გეგმავენ

გერმანიაში „კოვიდ-19“-ის ახალი სახეობის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

12.02.2021

20:54

ნათია თურნავა - თურქეთის პარლამენტის გადაწყვეტილება წაახალისებს თურქეთიდან ინვესტიციებს, ხელს შეუწყობს ერთობლივი კომპანიების ჩამოყალიბებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას

მივესალმებით თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტის გადაწყვეტილებას ორ ქვეყანას შორის ე.წ. დიაგონალური კუმულაციის შესახებ შეთანხმების რატიფიცირებასთან დაკავშირებით. აღნიშნული შეთანხმება ხელს შეუწყობს საქართველოდან ექსპორტის ზრდის პერსპექტივას, კერძოდ თურქეთიდან შემოტანილი ინდუსტრიული ნედლეულიდან საქართველოში წარმოებული პროდუქცია უფრო მეტად, ფართო ასორტიმენტით და მეტი მოცულობით გავა ევროკავშირში, – ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ 2021 წლის 10 თებერვალს თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის მიერ შეთანხმების რატიფიცირება, რომელიც, მინისტრის განცხადებით, გაზრდის იმ პროდუქციის ასორტიმენტს, რომელთა გატანაც საქართველოდან ევროკავშირში იქნება შესაძლებელი.

მისი თქმით, შეთანხმება ასევე წაახალისებს თურქეთიდან ინვესტიციებს საქართველოს ეკონომიკაში, ხელს შეუწყობს ერთობლივი კომპანიების ჩამოყალიბებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.

საქართველოს, ევროკავშირსა და თურქეთს შორის დიაგონალური კუმულაცია სრულად მას შემდეგ ამოქმედდება, რაც სათანადო ინფორმაციას საქართველოსა და თურქეთის შეტყობინების საფუძველზე ევროკომისია ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებს.

საქართველოს, ევროკავშირსა და თურქეთს შორის დიაგონალური კუმულაციის ამოქმედების შემდეგ შესაძლებელი იქნება თურქეთიდან იმპორტირებული ინდუსტრიული ნედლეულის საფუძველზე დამზადებული პროდუქცია თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით იქნას შეტანილი ევროკავშირის ბაზარზე. სხვა სექტორებთან ერთად, აღნიშნული სიახლე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოში ტექსტილის ინდუსტრიის შემდგომი განვითარებისათვის და ამ მიმართულებით ახალი უცხოური ინვესტიციების მოზიდვისათვის.

მინისტრის განცხადებით, 2020 წელს თურქეთში გავიდა დაახლოებით 75 მლნ. აშშ დოლარის ტექსტილის პროდუქცია, რომლის დიდი ნაწილიც სავარაუდოდ შემდგომ გავიდა ევროკავშირში, ხოლო დიაგონალური კუმულაციის ამოქმედების შემდეგ შესაძლებელი იქნება ამ პროდუქციის პირდაპირ ევროკავშირში ექსპორტირება თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით, რაც ადგილობრივი მწარმოებლებისათვის გაცილებით მომგებიანი იქნება. მისი თქმით, თურქეთიდან იმპორტირებული ნედლეულის მონაწილეობით, შემდგომში ევროკავშირში ექსპორტის მიზნით საქართველოში წარმოების განვითარების პოტენციალია ასევე შემდეგ სექტორებში: ავეჯის, სამშენებლო პროდუქციის, პლასტმასის ნაწარმის, ფოლადის ნაწარმის და ქაღალდისა და მუყაოს წარმოება.

მინისტრის განცხადებით, ზოგადად დიაგონალური კუმულაციის ამოქმედება გაზრდის იმ პროდუქციის ასორტიმენტს, რომელთა გატანაც ევროკავშირში იქნება შესაძლებელი, ასევე ის წაახალისებს თურქეთიდან ინვესტიციებს საქართველოს ეკონომიკაში, ხელს შეუწყობს ერთობლივი კომპანიების ჩამოყალიბებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. ამასთან, დიაგონალური კუმულაცია არ გავრცელდება სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე, რადგან ევროკავშირსა და თურქეთს შორის გაფორმებული საბაჟო კავშირი არ ფარავს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას.

პან-ევრო-ხმელთაშუა ზღვის პრეფერენციული წარმოშობის შესახებ რეგიონული კონვენციის (პემ-ის კონვენცია) წევრობა იძლევა წარმოშობის წესების გლობალური გამოყენების საშუალებას. კერძოდ, წევრ ქვეყნებს, რომლებსაც ერთმანეთთან აქვთ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, აღნიშნული კონვენციის საფუძველზე მრავალმხრივ ფორმატში შეუძლიათ ისარგებლონ დიაგონალური კუმულაციის მეთოდით (სქემით). საქართველო 2017 წლიდან არის ამ კონვენციის წევრი. აღსანიშნავია, რომ კონვენციაში წევრობის შესაძლებლობა საქართველოს ევროკავშირთან გაფორმებულმა ასოცირების შეთანხმებით მიეცა.

წყარო / სტატიის ავტორი

newstimes.ge

სხვა სიახლეები

04.03.2021

19:32

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება

მიმდინარე წლის 19 მარტიდან, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება. ბაქო-თბილისი-ბაქოს საჰაერო ხაზზე ავიარეისებს ავიაკომპანია Azerbaijan Airlines-ის სტრუქტურის ქვეშ დაფუძნებული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Buta Airways შეასრულებს. ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის საა...

04.03.2021

13:04

ნათია თურნავას ინფორმაციით, მარტის მეორე ნახევარში საქართველოში ვაქცინირებული ტურისტების პირველი ნაკადი ჩამოვა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ მარტის განმავლობაში საქართველოში კვირაში 70-მდე ფრენა განხორციელდება, ზაფხულში კი ფრენების სიხშირე კვირაში 200 ფრენამდე გაიზრდება....

27.02.2021

21:36

ნათია თურნავა - პანდემიის მიუხედავად, სარეიტინგო სააგენტოები და უცხოელი ინვესტორები ენდობიან საქართველოში გატარებულ რეფორმებსა და ასევე რეფორმების სამომავლო კურსის ურყეობას

კიდევ ერთმა სარეიტინგო სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება და შეუნარჩუნა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB” დონეზე. ეს რეიტინგი ჩვენ პანდემიამდე გვქონდა, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს „S&P“-ის გადაწყვეტილებაზე საქარ...

27.02.2021

13:54

სარეიტინგო სააგენტო S&P Global-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე შეუნარჩუნა

პანდემიისა და გლობალური ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, სარეიტინგო კომპანია „ფიტჩის“ შემდეგ, კიდევ ერთმა სარეიტინგო სააგენტო S&P Global-მა გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვითაც, საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელ, „BB“ დონეზე დატოვა. ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცე...

26.02.2021

19:08

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია - უკიდურესად აუცილებელია გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის თუნდაც 23:00 საათამდე გადაწევა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ცნობით, დღეს შეხვედრა გაიმართა, სადაც იმ აუცილებელ დამატებით ღონისძიებებზე ისაუბრეს, რომლებიც მოკლევადიან პერსპექტივაში მძიმე მდგომარეობაში მყოფი ტურისტული სექტორის დროულ აღდგენას შეუწყობს ხელს....

06.02.2021

21:10

ნათია თურნავა - 2021 წელს ეკონომიკის 4.3-პროცენტიანი ზრდის ვარაუდის საფუძველს გვაძლევს ვაქცინაცია და რეგიონში მშვიდობა

2021 წელს ეკონომიკის 4.3-პროცენტიანი ზრდის ვარაუდის საფუძველს გვაძლევს ვაქცინაცია და რეგიონში მშვიდობა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა....

26.01.2021

21:32

შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმაზე ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

პრემიერ-მინისტრის დავალებით, პირველი ვიცე-პრემიერის ხელმძღვანელობით, ბიზნესის წარმომადგენლებთან შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმაზე შეხვედრა გაიმართა....

26.01.2021

21:07

ნათია თურნავა - ყოველი კვირის თავზე მოხდება დადებითობის მაჩვენებლის მონიტორინგი, სხვა დარგების ეტაპობრივად გახსნა აქედან გამომდინარე იქნება შესაძლებელი

დღევანდელი საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრის მთავარი მიზანი იყო, კიდევ ერთხელ გაგვეცნო ტურისტული ინდუსტრიისთვის, რესტორნებისთვის და ზამთრის კურორტების წარმომადგენლებისთვის, თუ რა ლოგიკით მიიღება საკოორდინაციო საბჭოზე საბოლოო გადაწყვეტილებები ბიზნესის შეზღუდვების მოხსნის გრაფიკთან დაკავშირებით, – ამის შეს...

19.01.2021

18:57

მიხეილ დუნდუა - საქართველო გადადის რეგიონული ლიდერობის ახალ ეტაპზე

საქართველო გადადის რეგიონული ლიდერობის ახალ ეტაპზე, რაც გულისხმობს მეტ ეკონომიკურ განვითარებას, მეტ ინვესტიციას უფრო უსაფრთხო გარემოში, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ აშშ-სა და საქართველოს შორის 5G ქსელების უსაფრთხოების შესახებ გაფორმებული მემორანდუმის მნიშვნელობაზე საუბრის...

11.12.2020

17:22

ლარი უცხოურ ვალუტასთან მიმართებით მცირედით გაუფასურდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 12 დეკემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 3.2870 ლარი ეღირება, ევრო – 3.9861 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.3421 ლარი....