რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის რეგიონში, ონის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბაჯიხევის მისასვლელ გზაზე, ფსორი-ბაჯიხევის მონაკვეთზე მეწყერი ჩამოწვა. რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწუნებული, პარმენ მარგველიძე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად სტიქიის ზონაში იმყოფებოდა.
„თაბაშირის კარიერთან ჩამოსულია დიდი ზომის მეწყერი, გრუნტისა და კლდის მასა, დაახლოებით 2 000 კუბური მეტრი. ამასთან, ფერდობზე შეინიშნება მეწყრული ნაპრალი, რომელიც დამატებით საფრთხეს წარმოადგენს, ახალი მასის ჩამოსაშლელად. სტიქიის ზონიდან რამდენიმე მეტრში ბაჯიხევის მხარეს მეწყრული პროცესების გამო დაწეულია გრუნტი და გზის რკინა-ბეტონის საფარი 30 გრძივ მეტრზე დარჩენილია ჰაერში.
ადგილობრივ მოსახლეობასთან და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ვიმსჯელეთ სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებზე. ამ ეტაპისთვის, მთავარი პრიორიტეტია სოფელში მისასვლელი ალტერნატიული გზის 300 მეტრიანი მონაკვეთის მოხრეშვა. შემდეგში ძირითადი გზის გაწმენდა ჩამოტანილი ნაშალი მასალისგან და ჩავარდნილი მონაკვეთის აღდგენა. ვრჩებით აქტიურ კომუნიკაციაში მოსახლეობასთან და ვეცდებით, უმოკლეს დროში დავიწყოთ სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები“ – განაცხადა პარმენ მარგველიძემ.
სხვა სიახლეები
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში უკვე ჩატარდა 175 სოფლის კრება და 126 კონსულტაცია, რეგიონის მუნიციპალიტეტების ნაწილში მოსახლეობისთვის პრიორიტეტული პროექტების არჩევა ისევ მიმდინარეობს. ...
სახელმწიფო რწმუნებულმა, პაპუნა მარგველიძემ დედის დღე ონის მუნიციპალიტეტის სოფელ სომიწოში მცხოვრებ ექვსი შვილის დედას, აგნეშკა ტერეზა სიეიკოვსკა-კობერიძეს და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭრებალოში მცხოვრებ, მსოფლიო ჩემპიონების ნიკა და ავთო კენჭაძეების დედას, ელიზა გაბიანს პირადად მიულოცა და სიმბ...
11 შვილის დედას ნანა ლაგვილავას დედის დღე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა მალხაზ თორიამ, მოადგილესთან ნონო ვიბლიანთან ერთად დედის დღე მიულოცა და საჩუქრები გადასცა....
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, გორში ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისის დაზიანების ფაქტზე კიდევ ერთი პირი -1996 წელს დაბადებული თ.ა. დააკავეს. მას ბრა...
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები ინტენსიურად მიმდინარეობს. ამ ხნის განმავლობაში რეგიონის მუნიციპალიტეტებში გაიმართა 80 საერთო კრება და 73 კონსულტაცია, სადაც მოსახლეობამ მათ სოფელსა და უბანში ...
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა, საზედამხედველო საქმიანობის სამოქმედო გეგმის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში გასვლითი სხდომა გამართა საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე დასახლებებში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით....
იუსტიციის სამინისტრო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას აგრძელებს. იუსტიციის მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძემ ამჯერად კასპის მშენებარე საზოგადოებრივი ცენტრი მოინახულა და სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო....
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში პროექტის, "თვითმმართველობის პარკის" პრეზენტაცია გაიმართა. ...
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარეობს. აღნიშნული პროგრამით განსახორციელებელი პრიორიტეტული პროექტებს მოსახლეობა სოფლის კრებებზე თავად ირჩევს. პროცესს სოფელ პალურსა და ლიაში სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწ...
ლაგოდეხის მუნიციპაკიტეტის სოფელ გელათთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ...