ლევან ნატროშვილი - საარჩევნო კანონმდებლობას პოლიტიკური პარტიები უნდა იზიარებდნენ, ამიტომ ძირითადი ოპოზიციური პარტიების თანხმობის გარეშე ნებისმიერ ცვლილებას სათანადო ნდობა არ ექნება2021-03-04 19:38:42

გიგი უგულავა - არ ვიზიარებ მიხეილ სააკაშვილის პათოსს, ვიდრე მოლაპარაკებები არ დაწყებულა, მანამდე დამუნათება აბსოლუტურად მიუღებელია, რადგან პლებისციტს ბევრი თავისი პლუსი აქვს2021-03-04 19:35:34

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება2021-03-04 19:32:34

მიხეილ სააკაშვილი - არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დათანხმება პლებისციტზე, იმედი მაქვს, გამოსვლის შემდეგ ნიკა მელია ძალიან მკვეთრ გადაწყვეტილებებს მიიღებს2021-03-04 19:28:45

არჩილ თალაკვაძესა და ევროპარლამენტის თავმჯდომარე დავიდ სასოლის შორის სატელოფონო საუბარი შედგა2021-03-04 19:21:57

აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ის 278 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ზაფხულამდე ე.წ. კოვიდპასპორტების შემოღებას გეგმავენ

გერმანიაში „კოვიდ-19“-ის ახალი სახეობის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

17.02.2021

15:15

2021 წელს პირველი იუსტიციის სახლი გარდაბანში გაიხსნება

2021 წელს პირველი იუსტიციის სახლი გარდაბანში გაიხსნება – მსოფლიოში არსებული პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების მიუხედავად, იუსტიციის სამინისტრო ახორციელებს ინფრასტრუქტურულ პროექტებს. გარდაბანში მიმდინარე მშენებლობა იუსტიციის მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძემ დაათვალიერა.

ქვეყანაში არსებული კოვიდპანდემიის გამოწვევის საპასუხოდ, იუსტიციის სამინისტრო აგრძელებს მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობას. იუსტიციის სახლის გარდაბნის ფილიალის მშენებლობა დასკვნით ფაზაშია და მომხმარებლის მიღებას ის უკვე მიმდინარე წლის გაზაფხულიდან შეძლებს. საქართველოს მასშტაბით სერვისების ხელმისაწვდომობის გეოგრაფიული არეალის გაფართოება და სამუშაო ადგილების შექმნა პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემების დაძლევის კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

სერვისების მიმწოდებელი ძველი საბჭოთა ინფრასტრუქტურის ჩასანაცვლებლად მუშაობა იუსტიციის სამინისტრომ 2013 წლიდან დაიწყო. დღეს საქართველოში მხოლოდ 13  რაიონული ცენტრია, სადაც სერვისები კვლავ ძველ შენობებში გაიცემა. ახალი იუსტიციის სახლის ან საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა ყველა ასეთ ქალაქსა თუ სოფელშია დაგეგმილი. 10 რაიონში მშენებლობისთვის მიწის ნაკვეთი უკვე შერჩეულია და პროექტიც მზადაა. დღეისათვის მთელი ქვეყნის მასშტაბით 25 იუსტიციის სახლი და 85 ცენტრი ფუნქციონირებს.

იუსტიციის სახლის 450-ზე მეტი სერვისით სარგებლობა გარდაბნის მცხოვრებთ უკე გაზაფხულზე შეეძლებათ.

გარდაბნის იუსტიციის სახლში ქორწინების მსურველი წყვილებისთვის ქორწინების სახლიც განთავსდება და ნებისმიერ წყვილს ექნება საშუალება, ქორწინების რეგისტრაცია საზეიმო ცერემონიალის თანხლებით დაგეგმოს დახვეწილი დიზაინის მქონე ქორწინების სახლში, სადაც მათ სპეციალური საქორწინო-სადღესასწაულო დეკორაციით გაფორმებული სივრცე დახვდებათ.

გარდაბნის ფილიალი მეოთხე იუსტიციის სახლი იქნება, რომელიც ქვემო ქართლის რეგიონში გაიხსნება. აღსანიშნავია, რომ რეგიონში, კერძოდ, ქალაქებში – რუსთავში, მარნეულსა და ბოლნისში – უკვე ფუნქციონირებს იუსტიციის სახლის ფილიალები.

გარდაბნის იუსტიციის სახლის მშენებლობა არქიტექტორ ლევან კაკაურიძის პროექტით ხორციელდება. შენობის ფართი 1 000-მდე კვადრატული მეტრია. მისი  მშენებლობა 2019 წლის 25 ოქტომბერს დაიწყო. ფილიალში  17 პირი დასაქმდება.

იუსტიციის სახლები შენდება,  ასევე, წყალტუბოში, ხაშურსა და სამტრედიაში.

2013 წლიდან დღემდე იუსტიციის სახლებს 13 ახალი ფილიალი შეემატა. 450-ზე მეტი სერვისით სარგებლობა უკვე ზუგდიდის, ფოთის, თიანეთის, ყაზბეგის, ბორჯომის, ლაგოდეხის, ონის, ახალქალაქის, მარტვილის, სენაკის, ხონის,  ბოლნისისა და ქარელის მცხოვრებთაც შეუძლიათ.

ამჟამად საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 25 იუსტიციის სახლი უწყებისთვის ჩვეული მაღალი სტანდარტით  35 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.

წყარო / სტატიის ავტორი

newstimes.ge

სხვა სიახლეები

04.03.2021

18:17

ნოქალაქევსა და ლეძაძამეში სოფლის კრებებზე პრიორიტეტების შერჩევის პროცესს სახელმწიფო რწმუნებული დაესწრო

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში უკვე ჩატარდა 175 სოფლის კრება და 126 კონსულტაცია, რეგიონის მუნიციპალიტეტების ნაწილში მოსახლეობისთვის პრიორიტეტული პროექტების არჩევა ისევ მიმდინარეობს. ...

03.03.2021

19:30

პაპუნა მარგველიძემ დედის დღე ონის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მრავალშვილიან დედებს მიულოცა

სახელმწიფო რწმუნებულმა, პაპუნა მარგველიძემ დედის დღე ონის მუნიციპალიტეტის სოფელ სომიწოში მცხოვრებ ექვსი შვილის დედას, აგნეშკა ტერეზა სიეიკოვსკა-კობერიძეს და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭრებალოში მცხოვრებ, მსოფლიო ჩემპიონების ნიკა და ავთო კენჭაძეების დედას, ელიზა გაბიანს პირადად მიულოცა და სიმბ...

03.03.2021

17:29

მალხაზ თორიამ 11 შვილის დედას დედის დღე მიულოცა

11 შვილის დედას ნანა ლაგვილავას დედის დღე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა მალხაზ თორიამ, მოადგილესთან ნონო ვიბლიანთან ერთად დედის დღე მიულოცა და საჩუქრები გადასცა....

03.03.2021

17:11

პოლიციამ გორში ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისის დაზიანების ფაქტზე კიდევ ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, გორში ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისის დაზიანების ფაქტზე კიდევ ერთი პირი -1996 წელს დაბადებული თ.ა. დააკავეს. მას ბრა...

27.02.2021

21:08

მალხაზ თორია: 2021 წელს ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ზუგდიდის სოფლებში 100-მდე პროექტი განხორციელდება

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები ინტენსიურად მიმდინარეობს. ამ ხნის განმავლობაში რეგიონის მუნიციპალიტეტებში გაიმართა 80 საერთო კრება და 73 კონსულტაცია, სადაც მოსახლეობამ მათ სოფელსა და უბანში ...

27.02.2021

13:42

ეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე დასახლებებში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით ერგნეთში გასვლითი სხდომა გამართა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა, საზედამხედველო საქმიანობის სამოქმედო გეგმის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში გასვლითი სხდომა გამართა საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე დასახლებებში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით....

27.02.2021

13:40

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ კასპში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა დაათვალიერა

იუსტიციის სამინისტრო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას აგრძელებს. იუსტიციის მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძემ ამჯერად კასპის მშენებარე საზოგადოებრივი ცენტრი მოინახულა და სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო....

26.02.2021

18:31

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიაში პროექტის "თვითმმართველობის პარკის" პრეზენტაცია გაიმართა

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში პროექტის, "თვითმმართველობის პარკის" პრეზენტაცია გაიმართა. ...

26.02.2021

12:53

მალხაზ თორია ,,სოფლის პროგრამით" პრიორიტეტების შერჩევას სოფელ ლიასა და პალირში გაეცნო

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარეობს. აღნიშნული პროგრამით განსახორციელებელი პრიორიტეტული პროექტებს მოსახლეობა სოფლის კრებებზე თავად ირჩევს. პროცესს სოფელ პალურსა და ლიაში სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწ...

25.02.2021

19:24

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

ლაგოდეხის მუნიციპაკიტეტის სოფელ გელათთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ...