ადამიანების უფლებების სტანდარტით, არ შეიძლება წიწაკის გაზის, სპრეის გამოყენება იქ, სადაც ჰაერი არ არის შეღწევადი და ადამიანებს არ შეუძლიათ დაუყოვნებლივ გავიდნენ სუფთა ჰაერზე, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში განაცხადა.
„პირველ რიგში დასაზუსტებელია, რა ტიპის გაზი იქნა გამოყენებული, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტით, ეს არის გაერო-ს სტანდარტები, ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის, ევროსაბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის, ევროპული სასამართლოს, გაერო-ს სპეციალური მომხსენებლის სტანდარტებით, წიწაკის სპრეის, გაზის გამოყენება დახურულ სივრცეში, იქ, სადაც ადამიანებს არ აქვთ საშუალება, რომ დატოვონ ტერიტორია და მიიღონ დაუყოვნებლივი დახმარება, უტოლდება არაადამიანურ მოპყრობას და წამებასაც კი, იქიდან გამომდინარე, რომ ამ გაზის გამოყენებით დახურულ სივრცეში მიღებული ტკივილი აღწევს არადამიანური მოპყრობის და წამების ფორმებს. მათ შორის „სიპიტის“ 2014 წელს პირდაპირ აქვს საქართველოსთვის რეკომენდაცია გაცემული, რომ წიწაკის სპრეი არ იყოს გამოყენებული დახურულ სივრცეში. არ შეიძლება ადამიანების უფლებების სტანდარტით, წიწაკის გაზის, სპრეის გამოყენება იქ, სადაც ჰაერი არ არის შეღწევადი და ადამიანებს არ შეუძლიათ დაუყოვნებლივ გავიდნენ სუფთა ჰაერზე. მოვედი, რომ ადგილზე ვნახო რა ვითარებაა, გავესაუბრო მოქალაქეებს. ჟურნალისტებიც ვიცი რომ დაშავდით და განსაკუთრებით აკრძალულია ამ გაზის გამოყენება იმ ადამიანების მიმართ ან დაშავება იმ ადამიანების, რომლებიც არ წარმოადგენენ საფრთხეს პოლიციისთვის და ვიცი, რომ იქ იყვნენ მშვიდობიანი მოქალაქეები“, – განაცხადა ლომჯარიამ.
ამასთან, ლომჯარიას თქმით, ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება არ იყო სათანადოდ დასაბუთებული.
„მიმაჩნია, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება არ იყო სათანადოდ დასაბუთებული. მოგეხსენებათ, პატიმრობის გამოყენება, წინასწარი პატიმრობის გამოყენება ეს არ არის დასჯის ფორმა, ის არ უნდა გამოვიყენოთ იმის გამო, რომ თუნდაც მოქალაქემ დაარღვია სხვა სახის აღკვეეთის ღონისძიება. ის უნდა იყოს მხოლოდ მაშინ გამოყენებული, თუ არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ ბრალდებული მიიᲛალება ან გაანადგურებს მტკიცებულებებს და ა.შ. მოვლენების ამ განვითარებას მივყავართ ჩიხისკენ. მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ დაუყოვნებლად გადადგას ნაბიჯები სიტუაციის დეესკალაციისკენ, ჩემთვის ერთ-ერთი ასეთი ნაბიჯი იქნება გათავისუფლება. ვიცი, რომ სამართლებრივი გზებიც არსებობს და იმედია, სასამართლო მიიღებს გონივრულ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ლომჯარიამ.
სხვა სიახლეები
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ „კოვაქსის“ მიერ გამოქვეყნებულ ვაქცინების განაწილების განახლებულ სიაში საქართველო 140 ქვეყანას შორის არის, რომელიც პირველ ეტაპზე „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 129 600 დოზას მიიღებს....
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას (DIBS) პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტისა და ნდობის ჯგუფის წევრები ეწვივნენ. დეპუტატებს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, რატი ბრეგაძემ და სკოლის დირექტორმა, თეა ნიკოლაშვილმა DIBS-ის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. რატი ბრეგაძემ...
თბილისის 31-ე საჯარო სკოლაში საფეხბურთო მოედნის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. 31-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა სოფიკო ჯანაშიამ დღეს მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეს შალვა გოგოლაძეს, პარლამენტში დი...
ჩვენ გვქონდა რამდენიმე შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან, მათ შორის განხილული იყო კვლევები, თუმცა, როგორც ჩანს, არ არის საკმარისი, მეტია გასაკეთებელი მოსახლეობის ფართო ფენებთან შეხვედრების კუთხით, რისთვისაც მზად ვართ, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ...
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით ისაუბრა. ...
მიმდინარე წლის 3 მარტს, მე-4 მექანიზებული ბრიგადის ტერიტორიაზე საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურემ, I კლასის რიგითმა ჯ.ძ.-მ განწესში მორიგეობის დროს თვითმკვლელობის მიზნით, თავისივე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან განახორციელა გასროლა. ...
საქართველოს პარლამენტის წევრი, თამარ ტალიაშვილი ზღვისუბანში მაცხოვრებელ სოციალურად დაუცველ ოჯახს პირადად ესტუმრა, დედის დღე მიულოცა და პირველადი მოხმარების საგნებისა და სამედიცინო პროდუქციის შესაძენად ვაუჩერები გადასცა....
საქართველოში კორონავირუსის 360 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ...
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა უწყებაში დასაქმებულ მრავალშვილიან ქალბატონებს დედის დღე მიულოცეს. ...
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი შეხვედრაზე ვაქცინაციის პროცესის პროგრესთან დაკავშირებით ისაუბრეს. მისივე თქმით, გაიმართება სატელეფონო კონსულტაციები, რათა საბოლოოდ დაზუსტდეს ის პირობები, რასაც „ფაიზერი“ აყენებს....