ევროკავშირის ლიდერები ზაფხულამდე ე.წ. კოვიდპასპორტების შემოღებას აპირებენ. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა მეთაურების საგანგებო სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, პოლიტიკური მიზანია, რომ ევროკავშირში სამოგზაუროდ საჭირო ერთიანი დოკუმენტი ე.წ. კოვიდპასპორტი ზაფხულამდე შეიქმნას.
ევროკავშირის ლიდერების სამიტის შემდეგ გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ე.წ. კოვიდპასპორტებთან დაკავშირებით საერთო მიდგომაზე მუშაობა გრძელდება. ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, საერთო მიდგომის შემუშავებას სულ ცოტა სამი თვე დასჭირდება.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის რამდენიმე წევრი სახელმწიფო, განსაკუთრებით ისინი, რომელთა ეკონომიკაც დიდწილად ტურიზმზეა დამოკიდებული, მხარს უჭერს აცრილი მოქალაქეებისთვის მოგზაურობის აღდგენას, მათ შორის არის საბერძნეთი, კვიპროსი, ესპანეთი.
ინიციატივის მხარდაჭერას არ ჩქარობს გერმანია და საფრანგეთი. პარიზსა და ბერლინში მიიჩნევენ, რომ ასეთი პასპორტების ან სერტიფიკატების შემუშავება ნაადრევია, ვინაიდან მონაცემები ვაქცინების ეფექტურობასთან და ვირუსის შემდგომ გადაცემასთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე არასრულია. აღნიშნული ქვეყნები ასევე თვლიან, რომ მხოლოდ კოვიდვაქცინირებული პირებისთვის მოგზაურობაზე ნების დართვა იმ დროს, როდესაც ვაქცინაციის პირველ ფაზებში ახალგაზრდები ნაკლებად პრიორიტეტულ სეგმენტად მოიაზრებიან, დისკრიმინაციული იქნება. გერმანია და საფრანგეთი თავშეკავების კიდევ ერთ მიზეზად ვირუსის სწრაფად გავრცელებას, ახალ შტამებსა და შემდგომ მუტაციას ასახელებენ.
სხვა სიახლეები
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა საგანგებო მოხმარებისთვის დაამტკიცა. ამგვარად, აღნიშნული პრეპარატი ასევე ჩაერთვება „კოვაქსის“ პროგრამაში, რომელიც ღარიბი ქვეყნებისთვის ვაქცინების თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისკენ არის მიმართული....
თავდაცვის ძალების კუთვნილმა პირველმა მოდერნიზებულმა თვითმფრინავმა, სუ-25-მა რემონტის შემდგომი საგამოცდო ფრენა წარმატებით განახორციელა. ...
აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 278 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით ხუთი ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს....
გერმანიაში „კოვიდ-19“- ის ახალი სახეობის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. ...
ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა კორონავირუსის ვაქცინა პირდაპირ ეთერში გაიკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს....
იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 499 ადამიანი გარდაიცვალა. რაც შეეხება ინფიცირების ახალ შემთხვევებს, „კოვიდ-19“-ის დიაგნოზი კიდევ 12 756 ადამიანს დაუდასტურდა....
გასული 24 საათის განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებში „კოვიდ-19“-ის 56 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 1076 ადამიანი დაიღუპა. ...
ჩინეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 22 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც წინა დღეს დაფიქსირებულ მაჩვენებელს 14-ით აღემატება. ...
ირანში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 217 ადამიანი დაიღუპა და ქვეყანაში ვირუსის 2 414 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ...
ამერიკის შეერთებულ შტატებში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 66 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 941 ადამიანი დაიღუპა....