გიორგი ვაშაძე - მოლაპარაკებებში პერსპექტივას ვხედავ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდი ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არ გავაწბილოთ მოქალაქეების იმედები და ვუპასუხოთ დასავლელი პარტნიორების მკაფიო გზავნილებს2021-04-06 17:36:12

თბილისის სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს2021-04-06 17:34:03

გურამ დოჩანაშვილი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს2021-04-06 17:30:50

სალომე ზურაბიშვილი თვითიზოლაციაში გადავიდა2021-04-06 17:28:17

თამარ გაბუნია - ბაღების და სკოლების დახურვა ძალიან რთული გადაწყვეტილებაა, ამის უკიდურესი აუცილებლობა თუ არ იქნება, სასწავლო პროცესი გაგრძელდება2021-04-06 17:26:25

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა საგანგებო მოხმარებისთვის დაამტკიცა

პირველმა მოდერნიზებულმა Su-25-მა საგამოცდო ფრენა წარმატებით განახორციელა

აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ის 278 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

26.02.2021

18:22

თეა ახვლედიანი დევნილ და გამყოფი ხაზთან მცხოვრებ სტუდენტებს შეხვდა

,,თაობები ოკუპაციის წინააღმდეგ“ - ამ სახელწოდებით საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ღონისძიება გაიმართა. სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი გამყოფ ხაზთან მცხოვრებ და დევნილ სტუდენტებს შეხვდა და მოწვეულ ისტორიკოს ჯაბა სამუშიასთან ერთად საბჭოთა და მიმდინარე ოკუპაციის შესახებ დისკუსია-სემინარი გამართა. ახალგაზრდებთან შეხვედრას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მამუკა საღარეიშვილი და დეპუტატი გიორგი ხოჯევანიშვილი ესწრებოდნენ. 

ღონისძიებაზე მოეწყო ფოტოგამოფენაც ,,თაობები ოკუპაციის წინააღმდეგ“. თეა ახვლედიანმა სტუდენტებთან ერთად დაათვალიერა როგორც საბჭოთა, ასევე მიმდინარე ოკუპაციის ამსახველი და ეროვნულ არქივში დაცული ფოტომასალები. ღონისძიების დასასრულს თეა ახვლედიანი უნივერსიტეტის ბაზაზე არსებულ ოკუპაციის მუზეუმს ეწვია და უმაღლეს სასწავლებელს საჩუქრად გამოფენაზე გამოტანილი ფოტომასალები გადასცა.  

"საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით გაიმართა ღონისძიებები სახელწოდებით - "თაობები ოკუპაციის წინააღმდეგ", როგორც ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ, ასევე გამყოფი ხაზის რეგიონებში.   ახალგაზრდებთან, გამყოფ ხაზთან მცხოვრებ და დევნილ სტუდენტებთან ჩვენს მიერ მოწვეული ისტორიკოსის ბატონ ჯაბა სამუშიას მონაწილეობით, ჩვენ გავიხსენეთ საქართველოს ისტორიის 100 წლის წინანდელი ტრაგიკული მოვლენები, მოხდა მათი შეფასება და გაანალიზება გორის უნივერსიტეტში ჩატარებული სემინარის ფარგლებში. ასევე ვისაუბრეთ და ვიმსჯელეთ მიმდინარე რუსული ოკუპაციის შედეგად დღესდღეობით ჩვენს წინაშე არსებულ გამოწვევებსა და საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტებზე. 

ღონისძიების მთავარი გზავნილი იყო, რომ ოკუპაცია დროებითია, რომ ჩვენ ერთიანი ძალისხმევით და გაერთიანებული ძალებით აუცილებლად შევძლებთ დავშალოთ ხელოვნური ბარიერები და აღმართული მავთულხლართები, რომლებიც დღემდე აშორებენ ომით გაყოფილ საზოგადოებებს ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ამ ერთიანი მიდგომით მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწევთ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზაზე"- განაცხადა თეა ახვლედიანმა. 

წყარო / სტატიის ავტორი

newstimes.ge

სხვა სიახლეები

31.03.2021

19:50

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უმძიმეს მდგომარეობას აფასებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას ეხმიანება. ...

13.03.2021

13:33

ნიკოლოზ სამხარაძე: “რუსეთის ფედერაცია აგრძელებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების, მათ შორის ბავშვთა უფლებების უხეშ დარღვევას და ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის წაშლის მცდელობას”

ნიკოლოზ სამხარაძე: “რუსეთის ფედერაცია აგრძელებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების, მათ შორის ბავშვთა უფლებების უხეშ დარღვევას და ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის წაშლის მცდელობას”....

05.03.2021

20:46

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 98-ე შეხვედრა გაიმართა

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 98-ე შეხვედრა გაიმართა. ქართულმა მხარემ შეხვედრაზე საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების საკითხი დააყენა და მათი უკანონო პატიმრობიდან უპირობო გათავისუფლება მოითხოვა. მონაწილეებმა განიხილეს უკანონო ბორდერიზაციის საკითხ...

25.02.2021

19:01

ირაკლი ბერაია: ოკუპაცია აუცილებლად დასრულდება

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები საოკუპაციო ხაზზე იმყოფებოდნენ. დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოძისში, საინდაც მოჩანს რუსეთის უსაფრთხოების ფედრალური სამსახურის ე.წ. სასაზღვრო ბაზა, დეპუტატები გაეცნენ ადგილზე არსებულ ვითარებას....

11.02.2021

19:33

თეა ახვლედიანი: „ ზაზა გახელაძის უკანონოდ დაპატიმრების საკითხი უმაღლესი დონის კონტროლზეა აყვანილი“

„ზაზა გახელაძესთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო ხაზგასმით, რომ რამდენიმე დღის წინ საოკუპაციო რეჟიმის მიერ კიდევ ერთი უკანონო გადაწყვეტილება, რომელიც გულისხმობს ზაზა გახელაძისთვის პატიმრობის შეფარდებას 12,5 წლის ვადით, არის აბსოლუტურად მოკლებული ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს და ერთმ...

06.02.2021

21:05

კახა ქემოკლიძე - პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს საერთაშორისო საზოგადოების მაქსიმალური ყურადღების მობილიზება ზაზა გახელაძის საკითხთან დაკავშირებით

ჩვენთვის კრიტიკულად და პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს საერთაშორისო საზოგადოების მაქსიმალური ყურადღების მობილიზება ზაზა გახელაძის საკითხთან დაკავშირებით, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, კახა ქემოკლიძემ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, აშშ-სა და ევროკავშირის ელჩებს შორის გამარ...

21.07.2020

19:12

კელი დეგნანი - რუსეთი შეეცდება, გამოიყენოს აქტივობები საქართველოში დესტაბილიზაციისთვის, თუმცა ქართული საზოგადოება საკმაოდ გათვითცნობიერებულია ამ რისკების კუთხით

უსეთი შეეცდება, გამოიყენოს აქტივობები საქართველოში დესტაბილიზაციისთვის, თუმცა ქართული საზოგადოება საკმაოდ გათვითცნობიერებულია ამ რისკების კუთხით, – განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა თემის კომენტირებისას....

21.07.2020

18:40

ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მორიგი როტაცია განხორციელდა

ამჯერად ავღანეთში, მაზარ-ი-შარიფში "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის შესასრულებლად აღმოსავლეთის სარდლობის ნაკრები ასეული გაემგზავრა. ალექსეევკას შერეული საავიაციო ბაზიდან ქართველი მშვიდობისმყოფელები თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა ალექსანდრე კიკნაძემ გააცილა. მან პირად შემადგენ...

08.07.2020

14:14

ქართველი მშვიდობისმყოფელები ავღანეთში გაემგზავრნენ

საქართველოს თავდაცვის ძალების I ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიის შესასრულებლად გაემგზავრა. ...

06.07.2020

18:40

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებული ტატო ზარქუა თავისუფალია

ოკუპირებულ აფხაზეთში საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებული ტატო ზარქუა თავისუფალია. ის რამდენიმე წუთის წინ რუხში, ენგურის ხიდით გადმოვიდა....