თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას (DIBS) პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტისა და ნდობის ჯგუფის წევრები ეწვივნენ. დეპუტატებს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, რატი ბრეგაძემ და სკოლის დირექტორმა, თეა ნიკოლაშვილმა DIBS-ის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. რატი ბრეგაძემ ყურადღება განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებსა და სამომავლო პრიორიტეტებზე გაამახვილა.
თეა ნიკოლაშვილმა სპეციალურად გამართულ პრეზენტაციაზე სტუმრებს სკოლის ისტორია, ამოცანები, საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო, რაც თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის ეფექტიანი მართვის მხარდაჭერას, ამ კუთხით ცნობიერების ამაღლებას, უწყებათაშორისი თანამშრომლობის გაღრმავებას, ასევე, საერთაშორისო კავშირების განმტკიცებას უკავშირდება. თავდაცვის უწყებისა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წარმომადგენლებმა მჭიდრო თანამშრომლობისა და მომავალში ერთობლივი ღონისძიებების განხორციელების იმედი გამოთქვეს.
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა 2016 წლის 28 ივნისს პროფესიული განვითარების ცენტრის ბაზაზე ჩამოყალიბდა. სკოლა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია, რომელიც საქართველოში მოვლენილ ნატოს ექსპერტთა ჯგუფის აქტიური მხარდაჭერით ხორციელდება. 2016-2020 წლებში სკოლაში 232 ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა 5505 ადამიანმა მიიღო. სკოლის მიზანს ახლო მომავალში ნატოს აკრედიტირებულ ინსტიტუტად პოზიციონირება, მისი რეგიონული დონის ცოდნის ცენტრად ტრანსფორმაცია და ინფრასტრუქტურის განვითარება წარმოადგენს.
სხვა სიახლეები
თბილისის სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს. ...
თანამედროვე ქართველი კლასიკოსი, მწერალი გურამ დოჩანაშვილი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს. ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თვითიზოლაციაში გადავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ...
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ბაღებისა და სკოლების დახურვა რთული გადაწყვეტილებაა და ამის უკიდურესი აუცილებლობა თუ არ იქნება, სასწავლო პროცესი გაგრძელდება....
სოციალური ღონისძიებების გამართვაზე რეგულაციები და კონტროლი მკაცრდება. ბექა ფერაძის განცხადებით, იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ცვლილებების შეტანა იგეგმება, რის მიხედვითაც, ფართის იჯარით გაცემისას გამქირავებელი ვალდებული იქნება, დამქირავებელს ...
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ გაეროს ბავშვთა ფონდის („unicef“) წარმომადგენელთან საქართველოში დოქტორ ღასან ხალილთან შეხვედრა გამართა....
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, ვაქცინაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, ვაქცინაციის პროცესში 55 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებიც ჩაერთვებიან. ...
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე საქართველოში აზერბაიჯანის ელჩს ფაიგ გულიევს შეხვდა. ...
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, „მედკაპიტალის“ექიმის გარდაცვალებასა და აცრას შორის კავშირი ამ ეტაპზე დადგენილი არ არის. ...
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ხსოვნას პატივი მიაგეს....