დარწმუნებული ვარ, სააკაშვილს არც რიგგარეშე არჩევნები აინტერესებს, არც პლებისციტი, მას უნდა რევოლუცია და ძალაუფლების დაბრუნება, – ამის შესახებ ოპოზიციის წარმომადგენელმა, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.
მისი თქმით, ოპოზიციის მოთხოვნა არის რიგგარეშე არჩევნები ან პლებისციტი.
„ახლა სააკაშვილი ამბობს, რომ პლებისციტი არ გინდათ და მარტო რიგგარეშეო. სინამდვილეში, გულის სიღრმეში, დარწმუნებული ვარ, არც რიგგარეშე არჩევნები აინტერესებს სააკაშვილს და არც პლებისციტი. მას უნდა რევოლუცია და ძალაუფლების დაბრუნება. ისევე, როგორც შარშან იძახდა, პროპორციული არჩევნები სისულელეაო, რადგან მთელი ქვეყანა პროპორციულისთვის ვიბრძოდით. ღრმად ვარ დარწმუნებული, სააკაშვილს ერთადერთი რამ უტრიალებს თავში, რევოლუცია და ისეთივე ძალაუფლების დაბრუნება, როგორიც ჰქონდა. ძალაუფლების დაბრუნება, რათა არა ქვეყანა წავიდეს წინ, არამედ ამ ქვეყანაში რევანში მოაწყოს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
მისივე თქმით, სააკაშვილისგან განსხვავებით ევროპელებმა ძალიან კარგად იციან, რა ხდება საქართველოში.
„მე პირადად ორ შეხვედრას ვესწრებოდი. ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ევროპელ პოლიტიკოსთან, შარლ მიშელთან და ყველა დეტალში, ყველა ნიუანსში ეს ადამიანი ძალიან ღრმად ჩახედული იყო. ძალიან კარგად ესმოდა, რა ხდება საქართველოსა და ქართულ პოლიტიკაში.
სააკაშვილს სინამდვილეში რადიკალიზმი და სიტუაციის დაძაბვა უნდა და არა ის, რომ დამშვიდდეს და ორმხრივი კომპრომისები იყოს, მოლაპარაკება დასრულდეს რეალური შედეგით და კრიზისი განიმუხტოს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
პლებისციტთან დაკავშირებით დღეს საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დათანხმება პლებისციტზე.
სხვა სიახლეები
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ჩიხური ვითარებაა შექმნილი, თუმცა მოლაპარაკებებში პერსპექტივას მაინც ხედავს. ...
იუსტიციის ახალდანიშნული მინისტრი, რატი ბრეგაძე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძეს შეხვდა....
თეორიულად ყველა შესათანხმებელ საკითხზე რომც მოხერხდეს შეთანხმება, ივანიშვილი ჩემი გამოსასყიდი თანხით ვაჭრობას ვერ ეღირსება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს....
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა. ...
არ ვიცი, ოპოზიციას ეშინია, თუ ასეთი თავხედური დღის წესრიგი აქვთ, რომ კრიმინალურ ავტორიტეტზე საუბრობენ, რომ ის პოლიტპატიმარია. ჩვენ ქვეყანაში გვყავს კრიმინალური ავტორიტეტი გიორგი რურუა, რომელიც ამჟამად ციხეში ზის და ამ კრიმინალურ ავტორიტეტს 2 500 ლარად პოლიტპატიმარს უწოდებენ, – ამის შესახებ ფრაქცია „...
ნაწყენი და იმედგაცრუებული ვარ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციამ შეთანხმების მიღწევა ვერ შეძლეს, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა....
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, უმრავლესობის წევრებს პოლიტიკურ პარტიებს შორის გამართული დიალოგის დეტალები გააცნეს. ...
„დღესაც გვჭირდება ის ერთიანობა, სულისკვეთება და მიზანსწრაფულობა, რაც 1991 წლის 31 მარტს მძლავრად იგრძნობოდა საქართველოში - გვჭირდება ჩვენი ხვალინდელი დღის შესაქმნელად“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა. ...
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა ლოტბარის, ანზორ ექომაიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა და ანსამბლ „მართვეს“ წარმატებები გაიხსენა. ...
„ნამდვილად ღირშესანიშნავი დღეა. 30 წლის წინ, ამ დარბაზში გაჟღერდა ის სიტყვები, რომელსაც ქართველი ხალხი ათწლეულების მანძილზე ელოდა. ეს არის დღე, როდესაც დაიწყო დამოუკიდებელი, დემოკრატიული საქართველოს პირველი ნაბიჯების გადადგმა. ბევრ დემოკრატიულ ტესტს გავუძელით, რომლის შემდეგაც კიდევ უფრო გავძლიერდით ...