გიორგი ვაშაძე - მოლაპარაკებებში პერსპექტივას ვხედავ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდი ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არ გავაწბილოთ მოქალაქეების იმედები და ვუპასუხოთ დასავლელი პარტნიორების მკაფიო გზავნილებს2021-04-06 17:36:12

თბილისის სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს2021-04-06 17:34:03

გურამ დოჩანაშვილი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს2021-04-06 17:30:50

სალომე ზურაბიშვილი თვითიზოლაციაში გადავიდა2021-04-06 17:28:17

თამარ გაბუნია - ბაღების და სკოლების დახურვა ძალიან რთული გადაწყვეტილებაა, ამის უკიდურესი აუცილებლობა თუ არ იქნება, სასწავლო პროცესი გაგრძელდება2021-04-06 17:26:25

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა საგანგებო მოხმარებისთვის დაამტკიცა

პირველმა მოდერნიზებულმა Su-25-მა საგამოცდო ფრენა წარმატებით განახორციელა

აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ის 278 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

04.03.2021

19:38

ლევან ნატროშვილი - საარჩევნო კანონმდებლობას პოლიტიკური პარტიები უნდა იზიარებდნენ, ამიტომ ძირითადი ოპოზიციური პარტიების თანხმობის გარეშე ნებისმიერ ცვლილებას სათანადო ნდობა არ ექნება

ძირითადი ოპოზიციური პარტიების თანხმობის გარეშე ნებისმიერი ცვლილების მიღება პარლამენტის მხრიდან არ იქნება ისეთი ნდობის მატარებელი, როგორიც უნდა იყოს, რადგან საბოლოო ჯამში, საარჩევნო კანონმდებლობა ძირითადი თამაშის ის წესებია, რომლებსაც პოლიტიკური პარტიები უნდა იზიარებდნენ, – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ წარმომადგენელმა ლევან ნატროშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში, რაღაც ფორმატი უნდა მოინახოს, სადაც შეთანხმდება ის საკითხები, რომლებიც ჯერ არ არის პარლამენტში წარდგენილი.

„ძალიან მნიშვნელოვანია, ამ პროცესში ოპოზიციის მონაწილეობა. ეს პარლამენტში მოხდება თუ მის გარეთ, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. შარლ მიშელის საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ იმედი გაჩნდა, რომ შესაძლებელია, ეს პროცესი განახლდეს და დაიწყოს. ძირითადი ოპოზიციური პარტიების თანხმობის გარეშე ნებისმიერი ცვლილების მიღება პარლამენტის მხრიდან არ იქნება ისეთი ნდობის მატარებელი, როგორიც უნდა იყოს, რადგან, საბოლოო ჯამში, საარჩევნო კანონმდებლობა ძირითადი თამაშის ის წესებია, რომელსაც პოლიტიკური პარტიები უნდა იზიარებდნენ. თუ არ იზიარებენ, შემდეგ ხდება სამართლიანი არჩევნებისა და ლეგიტიმაციის თვალსაზრისით პრობლემები. აქედან გამომდინარე არის, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, რაღაც ფორმატი უნდა მოინახოს, სადაც შეთანხმდება ის საკითხები, რომლებიც ჯერ არ არის პარლამენტში წარმოდგენილი. მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხებზე გარკვეული კომპრომისი მოხდეს. ფორმას არ აქვს მნიშვნელობა. შეიძლება მათი მხრიდან მუშაობა პარლამენტშიც გაგრძელდეს, ან ნებისმიერი სხვა სასურველი ფორმა მოინახოს, რაშიც არ ვართ შეზღუდული იმ შეთანხმებით, რაც მიშელის ჩამოსვლის შემდეგ შედგა. მნიშვნელოვანია, შინაარსი და ის, რომ შეთანხმება შედგეს. ყველა მხარეს პასუხისმგებლობა ეკისრება ამ პროცესში, როგორც წესი, განსაკუთრებით მმართველ პარტიას და ასევე ყველას თავისი წილი აქვს“, – განაცხადა ლევან ნატროშვილმა.

მისივე თქმით, მთავარი პრობლემა რჩება საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესთან დაკავშირებით. როგორც ნატროშვილი განმარტავს, წესი, რომელიც შემოთავაზებულია, დასახვეწია.

რაც შეეხება რეკომენდაციებს, მთავარი პრობლემა, რაც რჩება, არის საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესი. ანუ, ის წესი, რაც ამჟამად შემოთავაზებულია, დასახვეწია და თუ გარკვეული საკითხები არ გამოსწორდება, ცუდი ვარიანტი იქნება, რაც საარჩევნო კომისიების მიმართ ნდობის ამაღლებას არ უზრუნველყოფს. პრობლემებია როგორც პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნულ წევრებზე, ასევე პროფესიულზე. თუ საპარლამენტო მანდატებს მიებმება კომისიაში პარტიის მიერ წევრის დანიშვნა, ეს პრობლემაა, რადგან საშიშროება არსებობს, რომ კომისია ცხრა წევრით არ დაკომპლექტდეს, როგორც ცესკო-ს, ასევე საოლქოს დონეზე. ჩვენთვის გაუგებარია, რატომ უნდა იყოს მიბმული მანდატზე. პროფესიულ ნაწილში გასასწორებელია ის, როგორ დავაკომპლექტებთ ამ ადამიანებს, რისკები არ არის საკმარისად დაზღვეული და ალბათობა არსებობს, რომ მმართველ პარტიასთან აფილირებული და ქაღალდზე პროფესიული ნიშნით შერჩეული კანდიდატი მოხვდეს ცესკოში და ამან იგივე პრობლემა მოგვცეს, რაც დღეს არის, ნდობა კომისიების მიმართ ნაკლებია. ისეთი კანდიდატები უნდა იყვნენ შერჩეული, რომლებზეც კომპრომისი იქნება პოლიტიკურ პარტიებს შორის და მოსაწონი კანდიდატი იქნება როგორც მმართველი პარტიისთვის, ასევე ოპოზიციის ძირითადი ნაწილისთვის“, – განაცხადა ლევან ნატროშვილმა.

წყარო / სტატიის ავტორი

newstimes.ge

სხვა სიახლეები

06.04.2021

17:36

გიორგი ვაშაძე - მოლაპარაკებებში პერსპექტივას ვხედავ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდი ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არ გავაწბილოთ მოქალაქეების იმედები და ვუპასუხოთ დასავლელი პარტნიორების მკაფიო გზავნილებს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ჩიხური ვითარებაა შექმნილი, თუმცა მოლაპარაკებებში პერსპექტივას მაინც ხედავს. ...

06.04.2021

17:20

იუსტიციის მინისტრი არჩილ თალაკვაძეს შეხვდა

იუსტიციის ახალდანიშნული მინისტრი, რატი ბრეგაძე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძეს შეხვდა....

31.03.2021

19:54

ნიკა მელია - გამოსასყიდი თანხა ერთი ლარიც რომ მქონდეს გადასახდელი, არ გადავიხდი

თეორიულად ყველა შესათანხმებელ საკითხზე რომც მოხერხდეს შეთანხმება, ივანიშვილი ჩემი გამოსასყიდი თანხით ვაჭრობას ვერ ეღირსება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს....

31.03.2021

19:48

ივანე მაჭავარიანმა ფინანსთა მინისტრის თანამდებობა დატოვა

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა. ...

31.03.2021

15:40

მამუკა მდინარაძე - არ ვიცი, ოპოზიციას ეშინია, თუ ასეთი თავხედური დღის წესრიგი აქვთ, რომ კრიმინალურ ავტორიტეტზე საუბრობენ, თითქოს ის პოლიტპატიმარია

არ ვიცი, ოპოზიციას ეშინია, თუ ასეთი თავხედური დღის წესრიგი აქვთ, რომ კრიმინალურ ავტორიტეტზე საუბრობენ, რომ ის პოლიტპატიმარია. ჩვენ ქვეყანაში გვყავს კრიმინალური ავტორიტეტი გიორგი რურუა, რომელიც ამჟამად ციხეში ზის და ამ კრიმინალურ ავტორიტეტს 2 500 ლარად პოლიტპატიმარს უწოდებენ, – ამის შესახებ ფრაქცია „...

31.03.2021

15:29

გაბრიელიუს ლანდსბერგისი - ნაწყენი და იმედგაცრუებული ვარ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციამ შეთანხმების მიღწევა ვერ შეძლეს

ნაწყენი და იმედგაცრუებული ვარ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციამ შეთანხმების მიღწევა ვერ შეძლეს, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა....

31.03.2021

15:15

ირაკლი კობახიძე - როცა ოპოზიციამ არჩევნებთან და რურუასთან დაკავშირებით ულტიმატუმი დააყენა, დანიელსონმა განაცხადა, რომ გაგრძელებას აზრი აღარ ჰქონდა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, უმრავლესობის წევრებს პოლიტიკურ პარტიებს შორის გამართული დიალოგის დეტალები გააცნეს. ...

31.03.2021

14:56

არჩილ თალაკვაძე: დღესაც გვჭირდება ის ერთიანობა, სულისკვეთება და მიზანსწრაფულობა, რაც 1991 წლის 31 მარტს იგრძნობოდა საქართველოში

„დღესაც გვჭირდება ის ერთიანობა, სულისკვეთება და მიზანსწრაფულობა, რაც 1991 წლის 31 მარტს მძლავრად იგრძნობოდა საქართველოში - გვჭირდება ჩვენი ხვალინდელი დღის შესაქმნელად“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა. ...

31.03.2021

14:52

შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია, თითოეულმა ქართველმა გავიხსენოთ ის ერთიანობა, რომელიც ეროვნული მოძრაობის წლებში გვქონდა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა ლოტბარის, ანზორ ექომაიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა და ანსამბლ „მართვეს“ წარმატებები გაიხსენა. ...

31.03.2021

14:51

კახაბერ კუჭავა: 30 წლის მანძილზე ბევრ დემოკრატიულ ტესტს გავუძელით, რომლის შემდეგაც ჩვენ კიდევ უფრო გავძლიერდით და გავამყარეთ ჩვენი დემოკრატია

„ნამდვილად ღირშესანიშნავი დღეა. 30 წლის წინ, ამ დარბაზში გაჟღერდა ის სიტყვები, რომელსაც ქართველი ხალხი ათწლეულების მანძილზე ელოდა. ეს არის დღე, როდესაც დაიწყო დამოუკიდებელი, დემოკრატიული საქართველოს პირველი ნაბიჯების გადადგმა. ბევრ დემოკრატიულ ტესტს გავუძელით, რომლის შემდეგაც კიდევ უფრო გავძლიერდით ...