გიორგი ვაშაძე - მოლაპარაკებებში პერსპექტივას ვხედავ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდი ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არ გავაწბილოთ მოქალაქეების იმედები და ვუპასუხოთ დასავლელი პარტნიორების მკაფიო გზავნილებს2021-04-06 17:36:12

თბილისის სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს2021-04-06 17:34:03

გურამ დოჩანაშვილი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს2021-04-06 17:30:50

სალომე ზურაბიშვილი თვითიზოლაციაში გადავიდა2021-04-06 17:28:17

თამარ გაბუნია - ბაღების და სკოლების დახურვა ძალიან რთული გადაწყვეტილებაა, ამის უკიდურესი აუცილებლობა თუ არ იქნება, სასწავლო პროცესი გაგრძელდება2021-04-06 17:26:25

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა საგანგებო მოხმარებისთვის დაამტკიცა

პირველმა მოდერნიზებულმა Su-25-მა საგამოცდო ფრენა წარმატებით განახორციელა

აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ის 278 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

05.03.2021

20:46

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 98-ე შეხვედრა გაიმართა

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 98-ე შეხვედრა გაიმართა.

ქართულმა მხარემ შეხვედრაზე საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების საკითხი დააყენა და მათი უკანონო პატიმრობიდან უპირობო გათავისუფლება მოითხოვა. მონაწილეებმა განიხილეს უკანონო ბორდერიზაციის საკითხიც, ასევე ბოლო პერიოდში ოკუპირებულ რეგიონსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე დაფიქსირებული ინციდენტები, რომლებიც საფრთხეს უქმნის სტაბილურობას და აზიანებს უსაფრთხოების გარემოს.

შეხვედრისას ქართულმა მხარემ ასევე დააყენა თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა, ჰუმანიტარული საკითხები და საჭიროებები, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანების აქვთ, განსაკუთრებით პანდემიის პირობებში. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ახალგორში მცხოვრები ადამიანების უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი (IPRM)  ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში შეიქმნა და ფორმატის მიზანი ადგილზე ყოველდღიური ინციდენტების განხილვა და ოპერატიული რეაგირების უზრუნველყოფაა. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მიმდინარე შეხვედრებზე ქართულ მხარეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური წარმოადგენენ.

"რა თქმა უნდა ყველა ეს საკითხი გაჟღერებული იყო შეხვედრაზე. ჩვენ ვისაუბრეთ თავისუფალი გადადგილების შესახებ, ასევე იმ პრობლემებზე, რაც სამედიცინო კუთხით იქ ადგილზე მოსახლეობას აქვს შექმნილი. მათგან პასუხად მივიღეთ ის, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ, ე.წ.-მა უშიშროების საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გადმოსვლის პროცედურები ვითომ შეამსუბუქეს, როცა ცხინვალის ნაცვლად ახალგორში მიიღებდნენ გადაწყვეტილებას ამ ადამიანების გადმოტარების შესახებ. თუმცა, ჯერჯერობით პრაქტიკაში ჩვენ ამას ვერ ვხედავთ და ამ ადამიანებს ისევ ის პრობლემები აქვთ, რაც აქამდე ჰქონდათ. მაინც იმედს ვიტოვებთ, დღევანდელი შეხვედრის პათოსიდან გამომდინარე, რომ დადებით მომენტად შეიძლება განვიხილოთ ის, რომ შეიძლება ახალგორის მაცხოვრებლებს ბევრად უფრო გამარტივებულად მიეცეთ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის საშუალება. თუმცა, ამას დარწმუნებით ვერ ვიტყვი.

ადგილზე რაც შეეხება, იქ ადამიანებისთვის სამედიცინო დახმარების გაწევას, ამ საკითხზე, როგორც წინა შემთხვევაში კვლავ უარს აცხადებენ და გვრჩება ერთადერთი ბერკეტი წითელი ჯვარი, რომელიც სრულად ვერ მოიცავს და არ არის საკმარისი მექანიზმი. თან არის სპეციფიური ორგანიზაცია დ სახელმწიფოს ნაკლებად აქვს შემხებლობა. შესაბამისად, მათ იმედზე ვართ ამ შემთხვევაში. მაქსიმალურად გრძელდება მუშაობა, რათა მივაღწიოთ შედეგს, ეს ხალხი გადმოვიყვანოით კონტროლირებად ტერიტორიაზე, ვისაც სამედიცინო სერვისები სჭირდებათ და მათ ვისაც შეიძლება ადგილზე გაეწიოს დახმარება, იქ მივაწოდოთ ყველაფერი.

თვითონ როგორც განაცხადეს, ძალიან დიდი დახმარება მიიღეს რუსეთის ფედერაციიდან, ასევე იმ საველე ჰოსპიტალისგან, რომელიც ცხინვალში იყო განთავსებული. მათთან შემცირდა რაოდენობა კოვიდინიფიცირებულების, ციფრებიც იყო წარმოდგენილი. ამბობენ, რომ თითქმის პანდემიის შეგრძნება მოსახლეობაში აღარ არის.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფი საქართველოს მოქალაქეები იმყოფებიან დისკრიმინირებულ მდგომარეობაში, არ აქვს მნიშვნელობა იქ ქართველია თუ ეთნიკურად ოსი, ახალგორის რაიონია მიტოვებული და ვერ იღებენ იმ სამედიცინო სერვისებს, რომლებიც მათთვის არის ელემენტარულად საჭირო"- განაცხადა სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა დეპარტამენტის უფროსმა ზვიად ზვიადაძემ.

წყარო / სტატიის ავტორი

newstimes.ge

სხვა სიახლეები

31.03.2021

19:50

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უმძიმეს მდგომარეობას აფასებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას ეხმიანება. ...

13.03.2021

13:33

ნიკოლოზ სამხარაძე: “რუსეთის ფედერაცია აგრძელებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების, მათ შორის ბავშვთა უფლებების უხეშ დარღვევას და ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის წაშლის მცდელობას”

ნიკოლოზ სამხარაძე: “რუსეთის ფედერაცია აგრძელებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების, მათ შორის ბავშვთა უფლებების უხეშ დარღვევას და ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის წაშლის მცდელობას”....

26.02.2021

18:22

თეა ახვლედიანი დევნილ და გამყოფი ხაზთან მცხოვრებ სტუდენტებს შეხვდა

,,თაობები ოკუპაციის წინააღმდეგ“ - ამ სახელწოდებით საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ღონისძიება გაიმართა. ...

25.02.2021

19:01

ირაკლი ბერაია: ოკუპაცია აუცილებლად დასრულდება

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები საოკუპაციო ხაზზე იმყოფებოდნენ. დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოძისში, საინდაც მოჩანს რუსეთის უსაფრთხოების ფედრალური სამსახურის ე.წ. სასაზღვრო ბაზა, დეპუტატები გაეცნენ ადგილზე არსებულ ვითარებას....

11.02.2021

19:33

თეა ახვლედიანი: „ ზაზა გახელაძის უკანონოდ დაპატიმრების საკითხი უმაღლესი დონის კონტროლზეა აყვანილი“

„ზაზა გახელაძესთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო ხაზგასმით, რომ რამდენიმე დღის წინ საოკუპაციო რეჟიმის მიერ კიდევ ერთი უკანონო გადაწყვეტილება, რომელიც გულისხმობს ზაზა გახელაძისთვის პატიმრობის შეფარდებას 12,5 წლის ვადით, არის აბსოლუტურად მოკლებული ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს და ერთმ...

06.02.2021

21:05

კახა ქემოკლიძე - პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს საერთაშორისო საზოგადოების მაქსიმალური ყურადღების მობილიზება ზაზა გახელაძის საკითხთან დაკავშირებით

ჩვენთვის კრიტიკულად და პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს საერთაშორისო საზოგადოების მაქსიმალური ყურადღების მობილიზება ზაზა გახელაძის საკითხთან დაკავშირებით, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, კახა ქემოკლიძემ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, აშშ-სა და ევროკავშირის ელჩებს შორის გამარ...

21.07.2020

19:12

კელი დეგნანი - რუსეთი შეეცდება, გამოიყენოს აქტივობები საქართველოში დესტაბილიზაციისთვის, თუმცა ქართული საზოგადოება საკმაოდ გათვითცნობიერებულია ამ რისკების კუთხით

უსეთი შეეცდება, გამოიყენოს აქტივობები საქართველოში დესტაბილიზაციისთვის, თუმცა ქართული საზოგადოება საკმაოდ გათვითცნობიერებულია ამ რისკების კუთხით, – განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა თემის კომენტირებისას....

21.07.2020

18:40

ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მორიგი როტაცია განხორციელდა

ამჯერად ავღანეთში, მაზარ-ი-შარიფში "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის შესასრულებლად აღმოსავლეთის სარდლობის ნაკრები ასეული გაემგზავრა. ალექსეევკას შერეული საავიაციო ბაზიდან ქართველი მშვიდობისმყოფელები თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა ალექსანდრე კიკნაძემ გააცილა. მან პირად შემადგენ...

08.07.2020

14:14

ქართველი მშვიდობისმყოფელები ავღანეთში გაემგზავრნენ

საქართველოს თავდაცვის ძალების I ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიის შესასრულებლად გაემგზავრა. ...

06.07.2020

18:40

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებული ტატო ზარქუა თავისუფალია

ოკუპირებულ აფხაზეთში საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებული ტატო ზარქუა თავისუფალია. ის რამდენიმე წუთის წინ რუხში, ენგურის ხიდით გადმოვიდა....