გიორგი ვაშაძე - მოლაპარაკებებში პერსპექტივას ვხედავ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდი ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არ გავაწბილოთ მოქალაქეების იმედები და ვუპასუხოთ დასავლელი პარტნიორების მკაფიო გზავნილებს2021-04-06 17:36:12

თბილისის სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს2021-04-06 17:34:03

გურამ დოჩანაშვილი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს2021-04-06 17:30:50

სალომე ზურაბიშვილი თვითიზოლაციაში გადავიდა2021-04-06 17:28:17

თამარ გაბუნია - ბაღების და სკოლების დახურვა ძალიან რთული გადაწყვეტილებაა, ამის უკიდურესი აუცილებლობა თუ არ იქნება, სასწავლო პროცესი გაგრძელდება2021-04-06 17:26:25

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა საგანგებო მოხმარებისთვის დაამტკიცა

პირველმა მოდერნიზებულმა Su-25-მა საგამოცდო ფრენა წარმატებით განახორციელა

აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ის 278 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

05.03.2021

21:14

ნათია თურნავა - „ჰერითიჯის ფონდის“ ინდექსი ადასტურებს, რომ ჩვენი სწორი ეკონომიკური პოლიტიკით ყველანი ძალიან დიდ, ქართულ საქმეს ვაკეთებთ

„ჰერითიჯის ფონდის“ მიერ გამოქვეყნებული ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი, სადაც საქართველო, ტრადიციულად, ერთ-ერთი ლიდერია, ნიშნავს, რომ ჩვენი არაკორუმპირებულობით, გამჭვირვალობით, რეფორმებით, ეკონომიკის გახსნილობით უცხოელი ინვესტორების მიმართ, წარმოების განვითარებით, ადგილობრივი, თუნდაც, ელექტროენერგიის გენერაციის საშუალებების განვითარებით ჩვენ, ყველანი ძალიან დიდ ქართულ საქმეს ვაკეთებთ“, – ასე შეაფასა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ 2021 წლის „ჰერითიჯის ფონდის“ მიერ გამოქვეყნებული მონაცემები, სადაც  ყველაზე თავისუფალი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ჩამონათვალში საქართველო 77.2 საერთო ქულით მსოფლიოში მე-12, ხოლო ევროპის რეგიონის 45 სახელმწიფოს შორის მე-7 ადგილზეა დასახელებული.

„ჰერითიჯის ფონდის“ მიხედვით, რეგულაციების ეფექტიანობით საქართველო მეწარმის მიმართ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე კეთილგანწყობილი ქვეყანაა და მოთავსებულია ინდექსის უმეტესწილად თავისუფალი ეკონომიკების ჯგუფში. 2020 წლის ინდექსთან შედარებით, მიმდინარე საანგარიშო წელს საქართველომ 0.1 ქულით გაიუმჯობესა თავისი მონაცემები რეიტინგის ხუთ კომპონენტში ქულების გაუმჯობესების შედეგად. ეს კომპონენტებია: სასამართლოს ეფექტიანობა (59.3 ქულა), საგადასახადო ტვირთი (89.1 ქულა), სამთავრობო ხარჯები (76.9 ქულა), ფისკალური თავისუფლება (94.9 ქულა) და შრომის თავისუფლება (76.7 ქულა).

აღსანიშნავია, რომ საქართველოსთვის მინიჭებული ქულა მნიშვნელოვნად აღემატება როგორც ევროპის რეგიონის, ისე სრულიად მსოფლიო მასშტაბით გამოყვანილ საშუალო მონაცემს. ანგარიშში ნათქვამია, რომ რეგულაციების ეფექტიანობის კუთხით საქართველო წარმოადგენს მეწარმის მიმართ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე კეთილგანწყობილ ქვეყანას, ხოლო ბაზრის ღიაობის კუთხით საქართველოს გააჩნია 13 მოქმედი პრეფერენციული სავაჭრო რეჟიმი. აღნიშნულია, რომ ქვეყანაში იზრდება საბანკო/ფინანსური სექტორი და უმჯობესდება დაფინანსებაზე წვდომა.

წყარო / სტატიის ავტორი

newstimes.ge

სხვა სიახლეები

31.03.2021

15:35

მსოფლიო ბანკის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკის „კოვიდ-19“-მდე არსებულ დონემდე აღდგენა 2022 წლის ბოლომდე ნაკლებად სავარაუდოა

მიმდინარე წელს ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მოსალოდნელია 3.6-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა; აღმავალი ექსპორტი და სამრეწველო საქონლის ფასების სტაბილიზაცია ნაწილობრივ დააბალანსებს 2020 წლის ბოლოს პანდემიის მეორე ტალღით და ახალი შემთხვევების ბოლოდროინდელი მატებით გამოწვეულ ზემოქმედებას, – ნათქვ...

31.03.2021

15:11

მსოფლიო ბანკი - საქართველოს ეკონომიკა 2021 წელს ოთხი პროცენტით გაიზრდება

მსოფლიო ბანკის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკის „კოვიდ-19“-მდე არსებულ დონემდე აღდგენა 2022 წლის ბოლომდე ნაკლებად სავარაუდოა. ...

23.03.2021

17:40

1 აშშ დოლარი 3.3343 ლარი ეღირება

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 24 მარტისთვის ერთი ამერიკული დოლარი 3.3343 ლარი ეღირება, ევრო – 3.9621 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.5877 ლარი....

12.03.2021

14:21

ნათია თურნავა - „ნამახვანჰესის“ ინვესტორ კომპანიასთან შევთანხმდით, რომ კაშხლისა და წყალსაცავის მშენებლობა არ დაიწყება, ვიდრე რამდენიმე კვლევას არ გადავამოწმებთ

„ნამახვანჰესის“ ინვესტორ კომპანიასთან შევთანხმდით, რომ არ დაიწყებენ კაშხლისა და წყალსაცავის მშენებლობას, ვიდრე რამდენიმე ძირითად კვლევას ხელახლა არ გადავამოწმებთ, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ქუთაისში განაცხადა, სადაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობ...

11.03.2021

20:05

დავით სონღულაშვილი საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის საპატიო კონსულს გიორგი ჯახუტაშვილს შეხვდა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის საპატიო კონსულს, გიორგი ჯახუტაშვილს შეხვდა. ...

10.03.2021

20:48

დავით სონღულაშვილი ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

ტურიზმის სექტორში არსებული პრობლემები და გამოწვევები განიხილეს დღეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში გამართულ შეხვედრაზე, სადაც კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი ტურიზმის სფეროს წარმო...

05.03.2021

21:22

16 მარტიდან საქართველოსა და ყაზახეთს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება

მიმდინარე წლის 16 მარტიდან საქართველოსა და ყაზახეთს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება. ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს. ...

04.03.2021

19:32

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება

მიმდინარე წლის 19 მარტიდან, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება. ბაქო-თბილისი-ბაქოს საჰაერო ხაზზე ავიარეისებს ავიაკომპანია Azerbaijan Airlines-ის სტრუქტურის ქვეშ დაფუძნებული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Buta Airways შეასრულებს. ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის საა...

04.03.2021

13:04

ნათია თურნავას ინფორმაციით, მარტის მეორე ნახევარში საქართველოში ვაქცინირებული ტურისტების პირველი ნაკადი ჩამოვა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ მარტის განმავლობაში საქართველოში კვირაში 70-მდე ფრენა განხორციელდება, ზაფხულში კი ფრენების სიხშირე კვირაში 200 ფრენამდე გაიზრდება....

27.02.2021

21:36

ნათია თურნავა - პანდემიის მიუხედავად, სარეიტინგო სააგენტოები და უცხოელი ინვესტორები ენდობიან საქართველოში გატარებულ რეფორმებსა და ასევე რეფორმების სამომავლო კურსის ურყეობას

კიდევ ერთმა სარეიტინგო სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება და შეუნარჩუნა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB” დონეზე. ეს რეიტინგი ჩვენ პანდემიამდე გვქონდა, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს „S&P“-ის გადაწყვეტილებაზე საქარ...