გიორგი ვაშაძე - მოლაპარაკებებში პერსპექტივას ვხედავ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდი ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არ გავაწბილოთ მოქალაქეების იმედები და ვუპასუხოთ დასავლელი პარტნიორების მკაფიო გზავნილებს2021-04-06 17:36:12

თბილისის სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს2021-04-06 17:34:03

გურამ დოჩანაშვილი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს2021-04-06 17:30:50

სალომე ზურაბიშვილი თვითიზოლაციაში გადავიდა2021-04-06 17:28:17

თამარ გაბუნია - ბაღების და სკოლების დახურვა ძალიან რთული გადაწყვეტილებაა, ამის უკიდურესი აუცილებლობა თუ არ იქნება, სასწავლო პროცესი გაგრძელდება2021-04-06 17:26:25

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა საგანგებო მოხმარებისთვის დაამტკიცა

პირველმა მოდერნიზებულმა Su-25-მა საგამოცდო ფრენა წარმატებით განახორციელა

აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ის 278 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

05.03.2021

21:17

თენგიზ ცერცვაძე - დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ვაქცინაციის გეგმის შესაბამისად, წლის ბოლომდე მოსახლეობის 60% აიცრება

მარტის მესამე კვირიდან რომ დაიწყება, ვაქცინის შემოტანა მოხდება ეტაპობრივად, უწყვეტად, შეფერხებების გარეშე. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ წლის ბოლომდე, მოსახლეობის ვაქცინაციის გეგმის შესაბამისად, მოსახლეობის 60% აიცრება, – ამის შესახსებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საუბარია მიმდინარე წლის ბოლომდე დაახლოებით 1 600-700 000 მოქალაქის ვაქცინაციაზე.

„რიგი ტექნიკური მიზეზების გამო ვაქცინის შემოტანამ დაიგვიანა; თებერვლის ბოლოს იგეგმებოდა და სავარაუდოდ, ორი-სამი კვირით გადაიწია. ახლანდელი ინფორმაცია დამაიმედებელია. რამდენადაც ვიცი, ძალიან ინტენსიურად წავიდა მოლაპარაკებები როგორც კოვაქს პლატფორმასთან, ასევე ორმხრივი მოლაპარაკებები მწარმოებელ ქვეყნებთან და სავარაუდოდ, პირველი პარტია- 40 000 დოზის, ეს იქნება „ასტრაზენეკა“, შემოვა კოვაქვს პლატფორმიდან, სავარაუდოდ, მარტის შუა რიცხვებში, მესამე კვირაში. ეს უკვე ხელმოწერილია, გადაწყვეტილია და როგორც ვიცით, წინ არაფერი არ უდგას“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მისივე ინფორმაციით, პარალელურად ძალიან ბევრი ხელშეკრულება უკვე ხელმოწერილია და კეთდება.

„ამის პარალელურად, ძალიან ბერი კარგი ხელშეკრულება ან ხელმოწერილია ან კეთდება. ეს არის იგივე კოვაქვს პლატფორმიდან „ფაიზერის“ ვაქცინის შემოტანა, რომელზეც დღეს იყო სატელეფონო საუბარი; ასევე ორმხრივ მოლაპარაკებას აწარმოებს ჩვენი მთავრობა ინდოეთში სერუმის ინსტიტუტთან, ასევე „ასტრაზენეკა“ რომ შემოიტანონ, თუ არ ვცდები, 150 000 დოზა და ესეც ძალიან ახლოს არის გადაწყვეტასთან. რაც ყველაზე კარგი ინფორმაციაა საქართველოსთვის, მართალია დაიგვიანა 2-3 კვირით ვაქცინამ, მაგრამ აწყობილია გარანტირებული მექანიზმები იმისი, რომ პირველი დოზის შემოტანის შემდეგ უწყვეტად შემოვიდეს შემდეგი დოზები,  რა თქმა უნდა, ეტაპობრივად და სადღაც სამ მილიონ ნახევარი დოზა სხვადასხვა მწარმოებლიდან იგეგმება წლის ბოლომდე. მათ შორის მნიშვნელოვანია, რომ „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ გარდა ძალიან მნიშვნელოვანი ხელშეკრულება გაფორმდა რამდენადაც ვიცი ამერიკულ კომპანია „ნოვოვაქსთან“, რომელიც ახლა შემოდის ბაზარზე, სადღაც ივნისში შემოვა ბაზარზე და აწარმოებს ერთ-ერთ ყველაზე მაღალი ხარისხის ვაქცინას. მილიონ დოზაზე არის ამ კომპანიასთან ხელშეკრულება უკვე გაფორმებული. ასე რომ, 100%-იან გარანტიას ვერავინ ვერავის ვერ მისცემს, მაგრამ ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, მარტის მესამე კვირიდან რომ დაიწყება ვაქცინის შემოტანა, შემოტანა მოხდება ეტაპობრივად, უწყვეტად შეფერხებების გარეშე და წლის ბოლომდე, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ მოსახლეობის ვაქცინაციის გეგმა, რომლის მიხედვითაც, მოსახლეობის 60%  უნდა აცრილიყო, ეს არის დაახლოებით 1 600-700 000 მოქალაქე, 100%-ით შესრულებული“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

წყარო / სტატიის ავტორი

newstimes.ge

სხვა სიახლეები

06.04.2021

17:34

თბილისის სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

თბილისის სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს. ...

06.04.2021

17:30

გურამ დოჩანაშვილი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს

თანამედროვე ქართველი კლასიკოსი, მწერალი გურამ დოჩანაშვილი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს. ...

06.04.2021

17:28

სალომე ზურაბიშვილი თვითიზოლაციაში გადავიდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თვითიზოლაციაში გადავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ...

06.04.2021

17:26

თამარ გაბუნია - ბაღების და სკოლების დახურვა ძალიან რთული გადაწყვეტილებაა, ამის უკიდურესი აუცილებლობა თუ არ იქნება, სასწავლო პროცესი გაგრძელდება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ბაღებისა და სკოლების დახურვა რთული გადაწყვეტილებაა და ამის უკიდურესი აუცილებლობა თუ არ იქნება, სასწავლო პროცესი გაგრძელდება....

06.04.2021

17:24

ფართის სოციალური ღონისძიებისთვის გაქირავება იკრძალება, გამქირავებელი 10 000 ლარით დაჯარიმდება

სოციალური ღონისძიებების გამართვაზე რეგულაციები და კონტროლი მკაცრდება. ბექა ფერაძის განცხადებით, იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ცვლილებების შეტანა იგეგმება, რის მიხედვითაც, ფართის იჯარით გაცემისას გამქირავებელი ვალდებული იქნება, დამქირავებელს ...

06.04.2021

17:16

დიმიტრი ხუნდაძე საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს შეხვდა

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ გაეროს ბავშვთა ფონდის („unicef“) წარმომადგენელთან საქართველოში დოქტორ ღასან ხალილთან შეხვედრა გამართა....

31.03.2021

15:28

ვაქცინაციის პროცესში 55 წელს ზემოთ მოქალაქეებიც ჩაერთვებიან

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, ვაქცინაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, ვაქცინაციის პროცესში 55 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებიც ჩაერთვებიან. ...

31.03.2021

15:24

ეკატერინე ტიკარაძე საქართველოში აზერბაიჯანის ელჩს ფაიგ გულიევს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე საქართველოში აზერბაიჯანის ელჩს ფაიგ გულიევს შეხვდა. ...

31.03.2021

15:20

ეკატერინე ტიკარაძე - „მედკაპიტალის“ ექიმის გარდაცვალებასა და აცრას შორის კავშირი ამ ეტაპზე დადგენილი არ არის

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, „მედკაპიტალის“ექიმის გარდაცვალებასა და აცრას შორის კავშირი ამ ეტაპზე დადგენილი არ არის. ...

31.03.2021

15:13

ირაკლი ღარიბაშვილმა და არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ხსოვნას პატივი მიაგეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ხსოვნას პატივი მიაგეს....