გიორგი ვაშაძე - მოლაპარაკებებში პერსპექტივას ვხედავ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდი ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არ გავაწბილოთ მოქალაქეების იმედები და ვუპასუხოთ დასავლელი პარტნიორების მკაფიო გზავნილებს2021-04-06 17:36:12

თბილისის სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს2021-04-06 17:34:03

გურამ დოჩანაშვილი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს2021-04-06 17:30:50

სალომე ზურაბიშვილი თვითიზოლაციაში გადავიდა2021-04-06 17:28:17

თამარ გაბუნია - ბაღების და სკოლების დახურვა ძალიან რთული გადაწყვეტილებაა, ამის უკიდურესი აუცილებლობა თუ არ იქნება, სასწავლო პროცესი გაგრძელდება2021-04-06 17:26:25

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა საგანგებო მოხმარებისთვის დაამტკიცა

პირველმა მოდერნიზებულმა Su-25-მა საგამოცდო ფრენა წარმატებით განახორციელა

აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ის 278 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

06.03.2021

21:00

პირველმა მოდერნიზებულმა Su-25-მა საგამოცდო ფრენა წარმატებით განახორციელა

თავდაცვის ძალების კუთვნილმა პირველმა მოდერნიზებულმა თვითმფრინავმა, სუ-25-მა რემონტის შემდგომი საგამოცდო ფრენა წარმატებით განახორციელა. 

სუ–25 ტიპის თვითმფრინავის აღდგენა-მოდერნიზაცია სააქციო საზოგადოება „თამ“ თბილავიამშენისა და სსსტც „დელტა“-ს ერთობლივი თანამშრომლობით, თავდაცვის სამინისტროს ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის  ჩართულობითა და ზედამხედველობით განხორციელდა. სუ-25 ტიპის თვითმფრინავის აღნიშნული მოდიფიკაცია ორმაგი დანიშნულებისაა, რაც იძლევა საბრძოლო და სასწავლო ფრენების განხორციელების შესაძლებლობას. ყოველ მომდევნო  საფრენ აპარატებზე შემდგომი საგამოცდო ფრენები ეტაპობრივად, ხელშეკრულებით განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით განხორციელდება.  

სააქციო საზოგადოება „თამ“ თბილავიამშენის აეროდრომზე განახლებული საფრენი აპარატის საცდელ ფრენას თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე დაესწრნენ.

თავდაცვის ძალების ავიაციის პარკის განახლების პროექტი ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის დროს დაიწყო და წარმატებით მიმდინარეობს. ავიაციის განვითარების მიზნით, 2020 წლის ივლისში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სააქციო საზოგადოება „თამ“ თბილავიამშენს შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც  საქართველოს თავდაცვის ძალების ბალანსზე არსებული სუ-25 ტიპის თვითმფრინავის მოდერნიზაციასა და კაპიტალურ რემონტს ითვალისწინებს.

ავიაციის პარკის განახლების აქტიური ფაზა 2020 წლის აგვისტოდან დაიწყო და თავდაცვის ძალების კუთვნილი საფრენი აპარატების კაპიტალური რემონტი 2022 წლის ბოლომდე დასრულდება. საფრენი აპარატების აღდგენა-მოდერნიზაცია ხელშეკრულების გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს. პარალელურად, მფრინავები და ტექნიკური პერსონალი კვალიფიკაციისა და სპეციალობების  შესაბამისად გადამზადებას გადიან. პირადი შემადგენლობის მომზადება როგორც ადგილზე, ასევე მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერით მიმდინარეობს.

წყარო / სტატიის ავტორი

newstimes.ge

სხვა სიახლეები

13.03.2021

13:28

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა საგანგებო მოხმარებისთვის დაამტკიცა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა საგანგებო მოხმარებისთვის დაამტკიცა. ამგვარად, აღნიშნული პრეპარატი ასევე ჩაერთვება „კოვაქსის“ პროგრამაში, რომელიც ღარიბი ქვეყნებისთვის ვაქცინების თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისკენ არის მიმართული....

27.02.2021

21:26

აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ის 278 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 278 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით ხუთი ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს....

26.02.2021

13:14

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ზაფხულამდე ე.წ. კოვიდპასპორტების შემოღებას გეგმავენ

ევროკავშირის ლიდერები ზაფხულამდე ე.წ. კოვიდპასპორტების შემოღებას აპირებენ. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა მეთაურების საგანგებო სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა....

24.12.2020

21:14

გერმანიაში „კოვიდ-19“-ის ახალი სახეობის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

გერმანიაში „კოვიდ-19“- ის ახალი სახეობის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. ...

18.12.2020

19:28

მაიკ პენსმა კორონავირუსის ვაქცინა პირდაპირ ეთერში გაიკეთა

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა კორონავირუსის ვაქცინა პირდაპირ ეთერში გაიკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს....

09.12.2020

20:43

იტალიაში კორონავირუსის 12 756 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 499 ადამიანი გარდაიცვალა. რაც შეეხება ინფიცირების ახალ შემთხვევებს, „კოვიდ-19“-ის დიაგნოზი კიდევ 12 756 ადამიანს დაუდასტურდა....

28.07.2020

13:31

აშშ-ში კორონავირუსის 56 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1076 ადამიანი

გასული 24 საათის განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებში „კოვიდ-19“-ის 56 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 1076 ადამიანი დაიღუპა. ...

23.07.2020

11:41

ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა

ჩინეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 22 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც წინა დღეს დაფიქსირებულ მაჩვენებელს 14-ით აღემატება. ...

20.07.2020

19:32

ირანში კორონავირუსის 2 414 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დაიღუპა 217 ადამიანი

ირანში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 217 ადამიანი დაიღუპა და ქვეყანაში ვირუსის 2 414 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ...

16.07.2020

11:10

აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 66 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 66 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 941 ადამიანი დაიღუპა....