ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე საქართველოში აზერბაიჯანის ელჩს ფაიგ გულიევს შეხვდა.
მხარეებმა კოვიდ-19-ის ვაქცინაციასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. მინისტრმა დიპლომატს დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია იმუნიზაციის პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. ისაუბრეს ჯანდაცვის სფეროში 2021 წლის თანამშრომლობის საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე.
ეკატერინე ტიკარაძემ აზერბაიჯანის ელჩს სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა. დიპლომატმა თავის მხრივ ჯანდაცვის სისტემაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების მიმართ მხარდაჭერა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოხატა.
შეხვედრას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია ესწრებოდა.
შეგახსენებთ, რომ „კოვაქსის“ პლატფორმის ფარგლებში დაგეგმილია 1.4 მილიონი დოზა ვაქცინის შესყიდვა. ვაქცინაციის ეროვნული გეგმის თანახმად, 2021 წლის განმავლობაში ვაქცინაციის ჩატარების სამიზნე ნიშნული მოსახლეობის 60%-ია. შესაბამისად, დამატებითი დოზების მობილიზების მიზნით აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკება მწარმოებელ კომპანიებთან და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან.
სხვა სიახლეები
თბილისის სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს. ...
თანამედროვე ქართველი კლასიკოსი, მწერალი გურამ დოჩანაშვილი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს. ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თვითიზოლაციაში გადავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ...
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ბაღებისა და სკოლების დახურვა რთული გადაწყვეტილებაა და ამის უკიდურესი აუცილებლობა თუ არ იქნება, სასწავლო პროცესი გაგრძელდება....
სოციალური ღონისძიებების გამართვაზე რეგულაციები და კონტროლი მკაცრდება. ბექა ფერაძის განცხადებით, იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ცვლილებების შეტანა იგეგმება, რის მიხედვითაც, ფართის იჯარით გაცემისას გამქირავებელი ვალდებული იქნება, დამქირავებელს ...
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ გაეროს ბავშვთა ფონდის („unicef“) წარმომადგენელთან საქართველოში დოქტორ ღასან ხალილთან შეხვედრა გამართა....
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, ვაქცინაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, ვაქცინაციის პროცესში 55 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებიც ჩაერთვებიან. ...
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, „მედკაპიტალის“ექიმის გარდაცვალებასა და აცრას შორის კავშირი ამ ეტაპზე დადგენილი არ არის. ...
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ხსოვნას პატივი მიაგეს....
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 616 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განახლდა. ...