არ ვიცი, ოპოზიციას ეშინია, თუ ასეთი თავხედური დღის წესრიგი აქვთ, რომ კრიმინალურ ავტორიტეტზე საუბრობენ, რომ ის პოლიტპატიმარია. ჩვენ ქვეყანაში გვყავს კრიმინალური ავტორიტეტი გიორგი რურუა, რომელიც ამჟამად ციხეში ზის და ამ კრიმინალურ ავტორიტეტს 2 500 ლარად პოლიტპატიმარს უწოდებენ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საკითხი სერიოზულად მსჯელობის საშუალებას არ იძლევა.
„მოცემულობაა, რომ ამ ადამიანმა ეს თანხა ფორმალურად ჩარიცხა, რათა პოლიტიკასთან და „ნაციონალური მოძრაობის” ტელეარხთან თითქოს თავისი კონტაქტი დაეფიქსირებინა. მას ამ 2 500 ლარად პოლიტპატიმარს უწოდებენ, ეს არის მთავარი ამბავი და ყველამ ხომ კარგად ვიცით? პირადად ამ ადამიანის შიშით თუ ერთმანეთს ვერ უმხელენ, ეს არ ვიცი, მაგრამ გიორგი რურუას პოლიტპატიმარს უწოდებდე, რომელიც ერთი მხრივ, კრიმინალური ავტორიტეტია და მეორე მხრივ, პოლიტიკასთან მისი კავშირი არ არსებობს და ერთადერთი 2 500 ლარია სასაცილო კავშირი პოლიტიკასთან, არ ვიცი, რამდენად სერიოზულად უნდა ვიმსჯელოთ იმაზე, რასაც გვიმტკიცებენ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
სხვა სიახლეები
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ჩიხური ვითარებაა შექმნილი, თუმცა მოლაპარაკებებში პერსპექტივას მაინც ხედავს. ...
იუსტიციის ახალდანიშნული მინისტრი, რატი ბრეგაძე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძეს შეხვდა....
თეორიულად ყველა შესათანხმებელ საკითხზე რომც მოხერხდეს შეთანხმება, ივანიშვილი ჩემი გამოსასყიდი თანხით ვაჭრობას ვერ ეღირსება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს....
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა. ...
ნაწყენი და იმედგაცრუებული ვარ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციამ შეთანხმების მიღწევა ვერ შეძლეს, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა....
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, უმრავლესობის წევრებს პოლიტიკურ პარტიებს შორის გამართული დიალოგის დეტალები გააცნეს. ...
„დღესაც გვჭირდება ის ერთიანობა, სულისკვეთება და მიზანსწრაფულობა, რაც 1991 წლის 31 მარტს მძლავრად იგრძნობოდა საქართველოში - გვჭირდება ჩვენი ხვალინდელი დღის შესაქმნელად“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა. ...
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა ლოტბარის, ანზორ ექომაიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა და ანსამბლ „მართვეს“ წარმატებები გაიხსენა. ...
„ნამდვილად ღირშესანიშნავი დღეა. 30 წლის წინ, ამ დარბაზში გაჟღერდა ის სიტყვები, რომელსაც ქართველი ხალხი ათწლეულების მანძილზე ელოდა. ეს არის დღე, როდესაც დაიწყო დამოუკიდებელი, დემოკრატიული საქართველოს პირველი ნაბიჯების გადადგმა. ბევრ დემოკრატიულ ტესტს გავუძელით, რომლის შემდეგაც კიდევ უფრო გავძლიერდით ...
„გაერთიანებული ძალისხმევა, პოზიციაში ერთიანობა ქართველი ერისა, რომელიც რეალურად, გვქონდა ისტორიაში - ეს არის უმნიშვნელოვანესი, გარდამტეხი მომენტი საქართველოს ისტორიისათვის, როდესაც ქართველმა ერმა მიიღო გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ის ყოფილიყო დამოუკიდებელი და საკუთარი პოტენციალის რეალიზება მოეხდ...