დღეს საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის და საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან მაკალათიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ, მამუკა კვიტაშვილმა, სხვა სამსახურების წარმომადგენლებმა, საზოგადოებრივი მოძრაობა „ეროვნულების“ წევრებმა ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის მემორიალური ქვა ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ხსოვნას.
კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრთან არსებული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ „ჰარირას“ მიერ შესრულდა ხალხური სიმღერა „ქართველო ხელი ხმალს იკარ“.
„ზვიად გამსახურდია თავის სულიერ ძმასთან, მერაბ კოსტავასთან ერთად, მეოცე საუკუნის 70-80-იანი წლების საქართველოში ეროვნული მოძრაობის სულისჩამდგმელი იყო, მათ ილიას გზით, მოწამეობრივი გზით იარეს და თავი სამშობლოს თავისუფლებისთვის გადადეს.
სიმბოლურია, რომ 1991 წლის 31 მარტს - 30 წლის წინ, მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა რეფერენდუმი სადაც ქართველმა ხალხმა გამოხატა ნება, რომ აღდგენილიყო საქართველოს დამოუკიდებლობა. რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობამაც. მონაწილეთა 99 პროცენტმა მხარი დაუჭირა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას. ამ პროცესებში უდიდესია ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას როლი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აბაშის მუნიციპალიტეტში, იქ, სადაც ახლა ეროვნული გმირების მემორიალური ქვაა, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას ძეგლები აღიმართება, მათი და ყველა იმ გმირის პატივსაცემად, ვინც თავი შესწირა და საფუძველი დაუდო დამოუკიდებელი საქართველოს ჩამოყალიბებას. აუცილებელია დაფასდეს მათი ღვაწლი და გადაეცეს მომავალ თაობებს. ჩვენი ვალია, პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას“,-აღნიშნა ლევან მაკალათიამ.
სხვა სიახლეები
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის საკითხთა შემსწავლელი კომისია, პირველ სხდომაზე შეიკრიბა და 6 განცხადების დაკმაყოფილების გადაწყვეტილება მიიღო. 2 ოჯახი ჩაერთო სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი ბავშვის მატერიალური დახმარების ქვეპროგრამაში, რომელიც ითვალისწინებს ს...
პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტისა და ნდობის ჯგუფის წარმომადგენლები საქართველოს მასშტაბით თავდაცვის ძალების ბაზებზე ვიზიტებს განაგრძობენ. დეპუტატები ამჯერად წეროვანში მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა რეაბილიტაციის ცენტრს ეწვივნენ. ...
31 მარტი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენასთან დაკავშირებით ჩატარებული რეფერენდუმისა და საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. საქართველოს პირველ პრეზიდენტს, მწერალს, მთარგმნელს, დისიდენტს, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, საქართველოს ეროვნულ გმირს, ზვიად გამსახურდიას ...
კიდევ ერთ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტს იუსტიციის სამინისტრო თერჯოლაში განახორციელებს. ქალაქ თერჯოლაში იუსტიციის მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძემ ის ტერიტორია მოინახულა, სადაც ახალი ფილიალის მშენებლობაა დაგეგმილი. სოსო გიორგაძესთან ერთად იმყოფებოდნენ იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორი ავთ...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი საჩხერის მუნიციპალიტეტში, სოფლების - ჯრიას, დარყას, ჭალას, სპეთის და მათ შორის, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ პერევის წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო სამუშაოებს ასრულებს. ...
ფოთის კულტურისა და დასვენების ცენტრალურ პარკში მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროცესს ადგილზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მალხაზ თორია ფოთის მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად გაეცნო....
დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის კვირეულთან დაკავშირებით, მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლემ, დღის ცენტრ ,,ნერგების“ ბენეფიციარებს უმასპინძლა. ...
„ქართველ ჟურნალისტებს მინდა დღევანდელი დღე მივულოცო და ძალიან ბევრი წარმატება ვუსურვო. თქვენი როლი უმნიშვნელოვანესია საზოგადოების წინაშე, დიდხანს გეკეთებინოთ თქვენი საქმე ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ“. – ქართული ჟურნალისტიკის დღე გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა ხელოვნების სახლიდა...
საქართველოოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი განახლებული სასწავლო პროცესის მიმდინარეობას და დაცულ სანიტარულ ნორმებს სოფელ სამრეკლოში არსებულ კაჭრეთის პროფესიული კოლეჯის , ,,აისის“ ფილიალში გაეცნო. მინისტრის მოადგილესთან ერთად კოლეჯი კახეთის...
რუსთავის მუნიციპალიტეტი, მსოფლიოში დაუნის სინდრომის დღის აღნიშვნას შეუერთდა. ...