საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა.
როგორც ივანე მაჭავარიანი აღნიშნავს, თანამდებობიდან წასვლას ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს გეგმავდა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ წინ იყო 2021 წლის კრიზისული ბიუჯეტის დამტკიცების პროცედურა, ასევე, მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პროგრამის დასრულების თაობაზე, გადადგომა რამდენიმე თვით გადადო.
ივანე მაჭავარიანის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მხარდაჭერილი პროგრამის მერვე მიმოხილვაზე. ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს სხდომაზე მისი დამტკიცების შემდეგ, საქართველოსთვის ხელმისაწვდომი გახდება დამატებითი ფინანსური რესურსი.
საქართველო არის ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც გლობალური პანდემიის დაწყებიდან მალევე, პარტნიორებისგან (მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ევროკავშირი) მიიღო მნიშვნელოვანი მხარდაჭერა. ჩემთვის განსაკუთრებით საამაყოა, რომ მქონდა შესაძლებლობა, აქტიური მონაწილეობა მიმეღო ამ მოლაპარაკებებში.
მინდა, გაცნობოთ ჩემი გადაწყვეტილება, დავტოვო ვიცე-პრემიერისა და ფინანსთა მინისტრის თანამდებობა. უნდა ვთქვა, რომ ფინანსთა მინისტრად, დაახლოებით, სამწლიანი მუშაობის შემდეგ, თანამდებობიდან წასვლას ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს ვგეგმავდი, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ წინ გველოდა 2021 წლის კრიზისული ბიუჯეტის დამტკიცების პროცედურა, ასევე, მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პროგრამის დასრულების თაობაზე, გადავწყვიტე ეს გადაწყვეტილება რამდენიმე თვით გადამედო.
ჩემთვის პატივი და ამავე დროს, დიდი პასუხისმგებლობა იყო მემუშავა „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გუნდთან ერთად – მთავრობის ხელმძღვანელებთან, ჩემს კოლეგებთან მინისტრთა კაბინეტში, პარლამენტის წევრებთან.
მსურს, პრემიერსა და მთავრობის წევრებს, პოლიტიკურ გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ვუსურვო წარმატება ყველა იმ გამოწვევის დაძლევაში, რომლის წინაშეც დღეს დგას ჩვენი ქვეყანა. დიდი მადლობა მათ ამ რთულ, გამოწვევებით სავსე პერიოდში, ასე ერთიანად და კოორდინირებულად მუშაობისთვის.
მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მტკიცე თანამშრომლობისათვის, ასევე, მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს – საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, დონორი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, მათ რეგიონულ წარმომადგენლობებს, საქართველოში მოქმედ დიპლომატიურ კორპუსს. პანდემიის საპასუხოდ, ჩვენ სწორედ მათი მხარდაჭერით შევძელით საკმაოდ დიდი მოცულობის რესურსების მოძიება, რაც გვეხმარება პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩემთვის სასიამოვნო იყო, რომ მომეცა შესაძლებლობა, პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში მემუშავა მათთან ერთად, ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის. მადლობას ვუხდი თანამშრომლობისთვის ფინანსთა სამინისტროს შესანიშნავ გუნდს. გუნდს, რომელიც გამოირჩევა მაღალი კომპეტენციით, კეთილსინდისიერებითა და საქმისადმი ერთგულებით.
მადლობა ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის, შემოსავლებისა და საგამოძიებო სამსახურების, ფინანსთა სამინისტროს აკადემიის, სახაზინო და საფინანსო-ანალიტიკური, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურების თითოეულ თანამშრომელს. მეამაყება, რომ ვმუშაობდი თქვენთან ერთად“, – ნათქვამია განცხადებაში.
სხვა სიახლეები
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ჩიხური ვითარებაა შექმნილი, თუმცა მოლაპარაკებებში პერსპექტივას მაინც ხედავს. ...
იუსტიციის ახალდანიშნული მინისტრი, რატი ბრეგაძე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძეს შეხვდა....
თეორიულად ყველა შესათანხმებელ საკითხზე რომც მოხერხდეს შეთანხმება, ივანიშვილი ჩემი გამოსასყიდი თანხით ვაჭრობას ვერ ეღირსება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს....
არ ვიცი, ოპოზიციას ეშინია, თუ ასეთი თავხედური დღის წესრიგი აქვთ, რომ კრიმინალურ ავტორიტეტზე საუბრობენ, რომ ის პოლიტპატიმარია. ჩვენ ქვეყანაში გვყავს კრიმინალური ავტორიტეტი გიორგი რურუა, რომელიც ამჟამად ციხეში ზის და ამ კრიმინალურ ავტორიტეტს 2 500 ლარად პოლიტპატიმარს უწოდებენ, – ამის შესახებ ფრაქცია „...
ნაწყენი და იმედგაცრუებული ვარ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციამ შეთანხმების მიღწევა ვერ შეძლეს, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა....
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, უმრავლესობის წევრებს პოლიტიკურ პარტიებს შორის გამართული დიალოგის დეტალები გააცნეს. ...
„დღესაც გვჭირდება ის ერთიანობა, სულისკვეთება და მიზანსწრაფულობა, რაც 1991 წლის 31 მარტს მძლავრად იგრძნობოდა საქართველოში - გვჭირდება ჩვენი ხვალინდელი დღის შესაქმნელად“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა. ...
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა ლოტბარის, ანზორ ექომაიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა და ანსამბლ „მართვეს“ წარმატებები გაიხსენა. ...
„ნამდვილად ღირშესანიშნავი დღეა. 30 წლის წინ, ამ დარბაზში გაჟღერდა ის სიტყვები, რომელსაც ქართველი ხალხი ათწლეულების მანძილზე ელოდა. ეს არის დღე, როდესაც დაიწყო დამოუკიდებელი, დემოკრატიული საქართველოს პირველი ნაბიჯების გადადგმა. ბევრ დემოკრატიულ ტესტს გავუძელით, რომლის შემდეგაც კიდევ უფრო გავძლიერდით ...
„გაერთიანებული ძალისხმევა, პოზიციაში ერთიანობა ქართველი ერისა, რომელიც რეალურად, გვქონდა ისტორიაში - ეს არის უმნიშვნელოვანესი, გარდამტეხი მომენტი საქართველოს ისტორიისათვის, როდესაც ქართველმა ერმა მიიღო გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ის ყოფილიყო დამოუკიდებელი და საკუთარი პოტენციალის რეალიზება მოეხდ...