გიორგი ვაშაძე - მოლაპარაკებებში პერსპექტივას ვხედავ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდი ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არ გავაწბილოთ მოქალაქეების იმედები და ვუპასუხოთ დასავლელი პარტნიორების მკაფიო გზავნილებს2021-04-06 17:36:12

თბილისის სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს2021-04-06 17:34:03

გურამ დოჩანაშვილი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს2021-04-06 17:30:50

სალომე ზურაბიშვილი თვითიზოლაციაში გადავიდა2021-04-06 17:28:17

თამარ გაბუნია - ბაღების და სკოლების დახურვა ძალიან რთული გადაწყვეტილებაა, ამის უკიდურესი აუცილებლობა თუ არ იქნება, სასწავლო პროცესი გაგრძელდება2021-04-06 17:26:25

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა საგანგებო მოხმარებისთვის დაამტკიცა

პირველმა მოდერნიზებულმა Su-25-მა საგამოცდო ფრენა წარმატებით განახორციელა

აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ის 278 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

06.04.2021

17:18

ანა დოლიძე: კარლ ჰარცელთან მოვედი მოსახლეობის იმ 60%-ს პოზიციების გასახმოვანებლად, ვისაც პოლიტიკური კრიზისის დასრულება სურს

მოძრაობა ხალხისთვის ლიდერი, ანა დოლიძე საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს შეხვდა. შეხვედრისას მხარეებმა ქვეყანაში არსებულ გამოწვევებსა და პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზებზე იმსჯელეს. ამასთან, ანა დოლიძემ ევროკავშირის ელჩს სასამართლო სისტემის რეფორმირების მისეული ხედვა გააცნო. 

 „მოხარული ვარ, რომ მაქვს სამუშაო შეხვედრა ანა დოლიძესთან. ჩვენ აქამდეც არაერთხელ გვისაუბრია და ახლაც მაქვს შესაძლებლობა მოვუსმინო მის ხედვებს თავის პარტიასა და ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციაზე,“ - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა შეხვედრის დაწყების წინ. 
როგორც ანა დოლიძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ევროკავშირის ელჩთან ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელეს და სამომავლო გეგმებიც დასახეს.  

„კვლევა კვლევაზე აჩვენებს, რომ საზოგადოებრივი უმრავლესობის დაკვეთა არის პოლიტიკური კრიზისის დასრულება. ამისთვის უნდა არსებობდეს ხმა, რომელიც მიეცემა იმ 60%-ს, ვისაც უნდა, რომ გადაწყდეს ეს კრიზისი. სწორედ მათი პოზიციების გასახმოვანებლად მოვედი აქ. შეხვედრაზე განვიხილეთ გზები, როგორ შეიძლება განხორციელდეს დანიელსონის გეგმა და  როგორ უნდა მიეცეს ამ პროცესებში ჩართვის შესაძლებლობა მოსახლეობის უმრავლესობის, ვისაც ეს პოლიტიკური ჩიხი მობეზრდა.  ასევე ვიმსჯელეთ, რა საკითხები შეიძლება გახმოვანდეს, რაც ორივე მხარისთვის მისაღები იქნება და წვლილს შეიტანს იმაში, რომ გამოვიდეთ მწვავე პოლიტიკური კრიზისიდან,“ - აღნიშნა  „ხალხისთვის“ ლიდერმა.

ანა დოლიძის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია მდუმარე საზოგადოების მობილიზება იმისთვის, რომ დანიელსონის გეგმა განხორციელდეს. 

„დღეს გეგმას მხარს უჭერს ევროკავშირი, მაგრამ ხელი არ მოაწერა არც ერთმა მხარემ. ამას სჭირდება ძალა, რომელიც ამ გეგმას შეიძლება მისცეს საზოგადოებამ, რომელიც არ არის არცერთ მხარეს. ამ ყველაფრის გასახმოვანებლად მოვედი და ამავე დროს მოვიტანე კონკრეტული წინადადებები, როგორ შეიძლება წავიდეს წინ სასამართლო რეფორმა. ეს შეიძლება მოხდეს ელემენტარული რეფორმებით მოსამართლეთა დანიშვნასთან დაკავშირებით. რეფორმები სასამართლოს გამჭვირვალობის გაზრდასთან დაკავშირებით. მაგიდაზე უნდა იყოს ბევრი წინადადება, რომელიც მისაღები იქნება ორივე მხარისთვის და პატარა მუხტს მაინც მისცემს ჩიხში შესული პროცესის წინ წასვლას,”- განაცხადა დოლიძემ.

წყარო / სტატიის ავტორი

newstimes.ge

სხვა სიახლეები

31.03.2021

15:25

ამირან გამყრელიძე - არავის ვაშინებ, მაგრამ რეკომენდაციებს თუ არ დავიცავთ, გამორიცხული არ არის, მესამე ტალღაში შევიდეთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესების ტენდენცია შეინიშნება. ...

22.03.2021

20:16

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, 65 წელს ზევით მოქალაქეები ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ვაქცინაციის საბჭოს სხდომაზე დღეს მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 75 წელს ზემოთ და 65-დან 75-წლამდე ასაკობრივი ჯგუფები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან....

21.03.2021

18:39

ირაკლი ღარიბაშვილი მესაზღვრეებს სასაზღვრო ძალების პროფესიულ დღესასწაულს ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მესაზღვრეებს სასაზღვრო ძალების პროფესიულ დღესასწაულს ულოცავს. მთავრობის მეთაურის განცხადებით, ყველაზე რთული, საპასუხისმგებლო და, ამავე დროს, საპატიო მისიაა, იდგე შენი ქვეყნის სადარაჯოზე და იცავდე შენს მიწა-წყალს. ...

12.03.2021

14:07

ირაკლი ღარიბაშვილი - მოსახლეობისთვის მინდა განვმარტო, გავრცელებული მასალა არის 11 წლის წინანდელი ჩანაწერის ფაბრიკაცია, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ვიყავით ტოტალური მოსმენების მსხვერპლი

მოსახლეობისთვის მინდა განვმარტო – ჩანაწერები არის ფაბრიკაცია, 11 წლის წინანდელი ჩანაწერებით. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მაშინ ჩვენ ვიყავით ტოტალური მოსმენების მსხვერპლი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა....

11.03.2021

11:19

ირაკლი ღარიბაშვილი - ნავთობმომპოვებელი კომპანია OMV Petrom-ის შემოსვლა ადასტურებს, რომ საქართველოში არის ძალიან კარგი ბიზნესგარემო

ავსტრიულ კომპანია OMV Petrom​-თან კონტრაქტის გაფორმება არის იმის დემონსტრირება, რომ კომპანია გამოხატავს სრულ მზაობას, დაიწყოს პირველი ფაზის განხორციელება საქართველოში. ეს ადასტურებს, რომ საქართველოში ძალიან კარგი ბიზნესგარემოა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრო...

07.03.2021

18:50

მამუკა მდინარაძე - არ ვაპირებთ რადიკალიზაციაში ჩაყოლას, ქვეყანა აგრძელებს სწრაფვას ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისაკენ, ამას წინ ვერანაირი ტყუილები ვერ დაუდგება

საზოგადოების ინტერესებიდან და ჩვენი დასავლელი პარტნიორების მკაფიო პოზიციიდან გამომდინარე, არ ვაპირებთ რადიკალიზაციაში ჩაყოლას. მოლაპარაკების მაგიდასთან ველით მათ თუნდაც ერთ კომპრომისულ წინადადებას, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს....

04.03.2021

19:28

მიხეილ სააკაშვილი - არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დათანხმება პლებისციტზე, იმედი მაქვს, გამოსვლის შემდეგ ნიკა მელია ძალიან მკვეთრ გადაწყვეტილებებს მიიღებს

ჩემი პირადი აზრია, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დათანხმება პლებისციტის მოდელზე, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. ...

04.03.2021

12:57

არჩილ თალაკვაძე: პარლამენტი მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის პორტის პროექტს, რაც საკონსტიტუციო ჩანაწერით დასტურდება

„მინდა გამოვეხმაურო პრემიერ მინისტრის განცხადებას - მივესალმებით მის მკაფიო პოზიციას ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან დაკავშირებით. პარლამენტი მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის პორტის პროექტს, რაც საკონსტიტუციო ჩანაწერით დასტურდება....

02.03.2021

16:47

მაკა ბოჭორიშვილი: „მიუხედავად ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მცდელობებისა, ვითარების განმუხტვა ამ დრომდე ვერ მოხერხდა და ქვეყანაში პოლარიზაციის დონე კიდევ უფრო გაიზარდა“

„ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი წარმოადგენს ევროკავშირის მხრიდან მკაფიო მხარდაჭერის გამოხატულებას ასოცირებული პარტნიორების მიმართ. აღსანიშნავია, რომ რეგიონში განვითარებული მოვლენები არის ევროკავშირის ყურადღების ცენტრში“, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭო...

27.02.2021

21:34

თაკო ჩარკვიანი - ნუ აყენებთ ხალხს შეურაცხყოფას, ეს მებრძოლი ხალხი „ბოკერია-ბურჯანაძის“ პოლიტიკური გვამების გასაცოცხლებლად არ მოდის, არა

„ხალხნოოოო, 25-30 წელია კორუფციონერები კორუფციონერებზე საუბრობენ, რუსეთის აგენტები რუსეთის აგენტებზე, ეს რა უბედურებააა. ხალხო? ხალხი ჯიგარია, ბრძენია! ჩამოაშორეთ პროცესს ეს „გამობრძმედილი“ რუსული ვექტორი, რის გაკეთებასაც – რასაც უბრძანებს ოკუპანტი, იმას გააკეთებინებს რუსეთზე მომუშავე ვექტორს, ამას ...