მიხეილ ჩხენკელი - უმორჩილესად ვთხოვ მშობლებს, აიცრან, რათა ბავშვებს საკლასო ოთახებში სწავლის საშუალება ჰქონდეთ2021-09-28 21:18:28

გიორგი კალანდარიშვილმა დიპლომატიურ მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს არჩევნების შუალედური ანგარიში წარუდგინა2021-09-28 21:16:34

ვახტანგ მეგრელიშვილი - ნებისმიერი ხელისუფლებისთვის კოალიციის შესაქმნელად თუ საჭირო გავხდებით, ჩვენი პირობები გვაქვს, ამ პირობებით ნებისმიერთან ვითანამშრომლებთ2021-09-28 21:14:43

ხათუნა სამნიძე - ვეთანხმები პრეზიდენტს, ქვეყანას სჭირდება კოალიციური მმართველობა, შეთანხმება აუცილებელია2021-09-28 21:13:33

ნათია თურნავა - არავის მივცემთ ქვეყნის არევის უფლებას2021-09-28 21:11:36

სერჟ სარქისიანი - სომხეთ-საქართველოს ურთიერთობები უნდა განვავითაროთ

მსოფლიოში გასული კვირის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა 2.6 მილიონით გაიზარდა

აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ის 75 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

10.06.2021

21:27

ლიეტუვის პრეზიდენტი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან ერთად, ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან იმყოფებოდა

ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა დღეს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის მონაკვეთებს, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად ეწვია, – ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ავრცელებს.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა მარეკ შჩიგელმა, რომელიც ვიზიტისას შეუერთდა პრეზიდენტ ნაუსედას, მიაწოდა ინფორმაცია ადგილზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით განვითარებულ უკანასკნელ მოვლენებზე, შესთავაზა მას საკუთარი აღქმა ხურვალეთის რაიონის გეოგრაფიულ თავისებურებებზე.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმაციით, გაყოფილ სოფელ დიდ ხურვალეთში მან ასევე ახსნა, რა უარყოფით გავლენას ახდენს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე და ადამიანის უფლებებზე მიმდინარე ბორდერიზაციის ისეთი მოქმედებები და ნიშნები, როგორებიცაა მავთულის ახალი ღობეების და სათვალთვალო კოშკების დაყენება.

მათივე ინფორმაციით, პრეზიდენტსა და მისიას შორის საუბრისას ყურადღება კონკრეტულად გამახვილდა შეზღუდვებზე, რომლებსაც ბორდერიზაცია იწვევს ადგილობრივი მოსახლეობისთვის გადაადგილების თავისუფლებაზე, მათ შორის განათლებაზე, ჯანმრთელობის მომსახურებაზე, მიწასა და საკუთრებაზე წვდომის კუთხით.

„დისკუსიამ ასევე ხაზი გაუსვა იმას, როგორ გააუარესა COVID-19-ის პანდემიამ ადგილზე ჰუმანიტარული მდგომარეობა და გაზარდა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაში არსებული გამოწვევები. ამ კონტექსტში, ლიეტუვის პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში სტაბილურობაში შეტანილი წვლილისთვის და ნდობის აღდგენაში გაწეული მუშაობისთვის. მან ასევე მადლიერება გამოხატა ინფორმაციული საველე ვიზიტისთვის.

მაღალი დონის უკანასკნელი ლიეტუვური ვიზიტი ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე შედგა 2021 წლის 29 აპრილს, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი ეწვია ოძისის რაიონს, მათ შორის ოძისის გადაკვეთის კონტროლირებად პუნქტს“, – აღნიშნულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმაციაში.

წყარო / სტატიის ავტორი

newstimes.ge

სხვა სიახლეები

16.08.2021

16:46

მედიის ცნობით, ევროკავშირის ქვეყნები იმ ავღანელების ევაკუაციის საკითხს განიხილავენ, რომლებიც მათთან თანამშრომლობდნენ

ევროკავშირის ქვეყნები იმ ავღანელების ევაკუაციის საკითხს განიხილავენ, რომლებიც მათთან თანამშრომლობდნენ, – ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება....

16.08.2021

16:21

ეროვნული გმირი ზაზა დამენია თანამებრძოლებმა გაიხსენეს

საქართველოს ეროვნული გმირის, აფხაზეთისა და ცხინვალის ომების მონაწილის, კაპრალ ზაზა დამენიას გარდაცვალებიდან 17 წელი გავიდა. დღეს ეროვნული გმირი მისმა თანამებრძოლებმა და ოჯახის წევრებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს, საფლავი გვირგვინით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს. ...

24.06.2021

14:46

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - შავ ზღვაში ბრიტანეთის სამხედრო გემის, „დეფენდერის“ მსგავს პროვოკაციას მძიმე შედეგები ექნება

შავ ზღვაში ბრიტანეთის სამხედრო გემის, „დეფენდერის“ მსგავს პროვოკაციას მძიმე შედეგები ექნება – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა. ...

23.06.2021

20:13

ზაზა გახელაძესთან დაკავშირებით ილია მეორემ რუსეთის პატრიარქს წერილით მიმართა - გთხოვთ, უშუამდგომლოთ მას, რათა პატიმრობიდან გაათავისუფლონ და ოჯახს დაუბრუნდეს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ რუსეთის პატრიარქს მის უწმინდესობას, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს ზაზა გახელაძესთან დაკავშირებით წერილით მიმართა. „თქვენო უწმიდესობავ, მოგესალმებით პატივისცემით და გაწუხებთ შემდეგი საკითხის გამო: ჩვენ დახმარებისათვის მოგვმართეს ზა...

23.06.2021

20:02

მარია ზახაროვა - შავ ზღვაში ბრიტანეთის სამხედრო ხომალდის მოქმედებას რუსეთი უხეში პროვოკაციის კვალიფიკაციას აძლევს

შავ ზღვაში ბრიტანეთის სამხედრო ხომალდის მოქმედებას რუსეთი უხეში პროვოკაციის კვალიფიკაციას აძლევს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა....

22.06.2021

15:10

32-ე ბატალიონის პირადი შემადგენლობა ავღანეთიდან ბრუნდება

ავღანეთიდან ქართველი მშვიდობისმყოფელების დაბრუნების პროცესი გრძელდება. დღეს სამშობლოში ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებული ქართული ქვედანაყოფის მორიგი ნაკადი დაბრუნდა. 32-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დასავლეთის სარდლობისა და მესა...

17.06.2021

18:55

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 75-ე სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოსა და 57 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. წელს რეზოლუციას მხარი დაუჭირა 80-მა სა...

14.05.2021

21:35

ოკუპირებული ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ალან ჯაფარიძე თავისუფალია

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ალან ჯაფარიძე თავისუფალია. ...

31.03.2021

19:50

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უმძიმეს მდგომარეობას აფასებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას ეხმიანება. ...

13.03.2021

13:33

ნიკოლოზ სამხარაძე: “რუსეთის ფედერაცია აგრძელებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების, მათ შორის ბავშვთა უფლებების უხეშ დარღვევას და ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის წაშლის მცდელობას”

ნიკოლოზ სამხარაძე: “რუსეთის ფედერაცია აგრძელებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების, მათ შორის ბავშვთა უფლებების უხეშ დარღვევას და ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის წაშლის მცდელობას”....