ნიკოლოზ ყიფშიძე - მიხეილ სააკაშვილმა მითხრა, რომ ნამდვილად შეწყვეტს მკურნალობას, თუ არ შეუშვებენ მასთან დეპუტატებს, ურთიერთობა ხომ უნდა ადამიანებთან2021-11-25 19:59:16

სლოვაკეთში საქართველოს საელჩო ქვეყანაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს2021-11-25 19:55:57

სახალხო დამცველის ექიმთა ჯგუფი აცხადებს, რომ მძიმე ფსიქოლოგიური გარემოსა და ვერნიკეს სინდრომის გამო, სააკაშვილის მკურნალობაში მაღალკვალიფიციური სპეციალისტები უნდა ჩაერთონ2021-11-25 19:52:47

კომუნიკაციების კომისიამ „ტელეიმედი“ და „სტუდია მაესტრო“ 2 500-2 500 ლარით დააჯარიმა2021-11-25 19:50:26

ივანე ჩხაიძე - ვნახოთ, რა მოგვიტანა ორი ინიციატივის დანერგვამ და შემდეგ უკვე შეიძლება, განხილული იყოს სხვა ღონისძიებები, ერთ-ერთია სავალდებულო ვაქცინაცია მაღალი რისკის ჯგუფებში, პირველ რიგში, სამედიცინო პერსონალის2021-11-25 19:47:35

სლოვაკეთში საქართველოს საელჩო ქვეყანაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს

პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე მყოფი მიგრანტების გადაუდებელი დახმარებისთვის ევროკავშირი 700 000 ევროს გამოყოფს

სერჟ სარქისიანი - სომხეთ-საქართველოს ურთიერთობები უნდა განვავითაროთ

17.06.2021

18:55

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 75-ე სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოსა და 57 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. წელს რეზოლუციას მხარი დაუჭირა 80-მა სახელმწიფომ. ინფორმაციას გაერო-სთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ავრცელებს.

„გასული წლის მსგავსად, გაერო-ს წევრ ქვეყნებს მიმდინარე წელსაც მიეცათ შესაძლებლობა, გამხდარიყვნენ რეზოლუციის თანაავტორები და ამ გზით, კიდევ უფრო აქტიურად ჩართულიყვნენ რუსეთის აგრესიისა და ოკუპაციის შედეგად შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული ვითარების დაძლევის საერთაშორისო ძალისხმევაში. შედეგად, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან რეზოლუციის თანაავტორთა რიგებს 57 ქვეყანა შეუერთდა, რაც გასულ წელთან შედარებით გაზრდილი მაჩვენებელია. აღნიშნული ფაქტი, ცხადყოფს, რომ ხსენებული რეზოლუცია უკვე გლობალურ ინიციატივას წარმოადგენს“, – აღნიშნულია გაერო-სთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ინფორმაციაში.

გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე აღნიშნულ რეზოლუციას საქართველო 2008 წლიდან წარადგენს. რეზოლუცია გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას.

ჰუმანიტარული კონტექსტის გარდა, რეზოლუციას აქვს პრაქტიკული დატვირთვა, ვინაიდან ის გაერო-ს გენერალურ მდივანს საქართველოში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის მდგომარეობისა და რეზოლუციის შესრულების თაობაზე ყოველწლიური ანგარიშის მომზადებას ავალებს.

„აღნიშნული განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე ვითარებისა და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების არარსებობის ფონზე, რაც კიდევ ერთ დაბრკოლებას წარმოადგენს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების გზაზე.

რეზოლუცია, ასევე, მოუწოდებს ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს, გაააქტიურონ ძალისხმევა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების პროცესს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მადლობას უხდის ყველა იმ სახელმწიფოს, რომელმაც მხარი დაუჭირა რეზოლუციას და გახდა ინიციატივის თანაავტორი. აღნიშნული გადაწყვეტილებით თითოეულმა ქვეყანამ კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილთა დაბრუნების უფლებას და თანადგომა გამოუცხადა თითოეულ დევნილს“, – აღნიშნულია გაერო-სთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წყარო / სტატიის ავტორი

newstimes.ge

სხვა სიახლეები

16.08.2021

16:46

მედიის ცნობით, ევროკავშირის ქვეყნები იმ ავღანელების ევაკუაციის საკითხს განიხილავენ, რომლებიც მათთან თანამშრომლობდნენ

ევროკავშირის ქვეყნები იმ ავღანელების ევაკუაციის საკითხს განიხილავენ, რომლებიც მათთან თანამშრომლობდნენ, – ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება....

16.08.2021

16:21

ეროვნული გმირი ზაზა დამენია თანამებრძოლებმა გაიხსენეს

საქართველოს ეროვნული გმირის, აფხაზეთისა და ცხინვალის ომების მონაწილის, კაპრალ ზაზა დამენიას გარდაცვალებიდან 17 წელი გავიდა. დღეს ეროვნული გმირი მისმა თანამებრძოლებმა და ოჯახის წევრებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს, საფლავი გვირგვინით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს. ...

24.06.2021

14:46

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - შავ ზღვაში ბრიტანეთის სამხედრო გემის, „დეფენდერის“ მსგავს პროვოკაციას მძიმე შედეგები ექნება

შავ ზღვაში ბრიტანეთის სამხედრო გემის, „დეფენდერის“ მსგავს პროვოკაციას მძიმე შედეგები ექნება – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა. ...

23.06.2021

20:13

ზაზა გახელაძესთან დაკავშირებით ილია მეორემ რუსეთის პატრიარქს წერილით მიმართა - გთხოვთ, უშუამდგომლოთ მას, რათა პატიმრობიდან გაათავისუფლონ და ოჯახს დაუბრუნდეს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ რუსეთის პატრიარქს მის უწმინდესობას, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს ზაზა გახელაძესთან დაკავშირებით წერილით მიმართა. „თქვენო უწმიდესობავ, მოგესალმებით პატივისცემით და გაწუხებთ შემდეგი საკითხის გამო: ჩვენ დახმარებისათვის მოგვმართეს ზა...

23.06.2021

20:02

მარია ზახაროვა - შავ ზღვაში ბრიტანეთის სამხედრო ხომალდის მოქმედებას რუსეთი უხეში პროვოკაციის კვალიფიკაციას აძლევს

შავ ზღვაში ბრიტანეთის სამხედრო ხომალდის მოქმედებას რუსეთი უხეში პროვოკაციის კვალიფიკაციას აძლევს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა....

22.06.2021

15:10

32-ე ბატალიონის პირადი შემადგენლობა ავღანეთიდან ბრუნდება

ავღანეთიდან ქართველი მშვიდობისმყოფელების დაბრუნების პროცესი გრძელდება. დღეს სამშობლოში ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებული ქართული ქვედანაყოფის მორიგი ნაკადი დაბრუნდა. 32-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დასავლეთის სარდლობისა და მესა...

10.06.2021

21:27

ლიეტუვის პრეზიდენტი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან ერთად, ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან იმყოფებოდა

ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა დღეს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის მონაკვეთებს, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად ეწვია, – ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ავრცელებს. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა მარეკ შ...

14.05.2021

21:35

ოკუპირებული ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ალან ჯაფარიძე თავისუფალია

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ალან ჯაფარიძე თავისუფალია. ...

31.03.2021

19:50

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უმძიმეს მდგომარეობას აფასებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას ეხმიანება. ...

13.03.2021

13:33

ნიკოლოზ სამხარაძე: “რუსეთის ფედერაცია აგრძელებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების, მათ შორის ბავშვთა უფლებების უხეშ დარღვევას და ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის წაშლის მცდელობას”

ნიკოლოზ სამხარაძე: “რუსეთის ფედერაცია აგრძელებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების, მათ შორის ბავშვთა უფლებების უხეშ დარღვევას და ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის წაშლის მცდელობას”....