ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ საახალწლო სასაჩუქრე კალათების დარიგება დაიწყო2021-12-29 13:10:41

ხსაახალწლო გალაკონცერტი - „გვიყვარდეს ერთმანეთი“ 31 დეკემბრის ღამეს პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება2021-12-29 13:07:50

დავით ნარმანია - მესტიის მუნიციპალიტეტში უნდა გაითიშოს უკანონო მაინინგები, რომელმაც ქსელი დაამძიმა, თუ საჭიროება მოითხოვს, დაყადაღდეს2021-12-29 13:04:57

სოზარ სუბარი - უკრაინულ მხარესთან ჩვენც გაქვს კითხვები, მაგალითად, რა ეტაპზეა სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთაზე დაწყებული გამოძიება2021-12-29 13:00:48

ვახტანგ მეგრელიშვილმა შალვა პაპუაშვილს მიმართა - იაგო და საბო აპირებენ თქვენს მხარდაჭერას, მე კი გადაწყვეტილების მისაღებად მჭირდება პასუხი კითხვაზე, პოლიტიკიდან როცა წახვალთ, გვეტყვით თუ არა მიზეზს2021-12-29 12:59:34

სლოვაკეთში საქართველოს საელჩო ქვეყანაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს

პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე მყოფი მიგრანტების გადაუდებელი დახმარებისთვის ევროკავშირი 700 000 ევროს გამოყოფს

სერჟ სარქისიანი - სომხეთ-საქართველოს ურთიერთობები უნდა განვავითაროთ

22.06.2021

14:36

მამუკა წოწერია: ფონდ „ქართუს“ დახმარებით ჩვენ გვექნება თეატრი, რომელიც ყველა თანამედროვე სტანდარტებს დააკმაყოფილებს

„ფონდ „ქართუს“ დახმარებით ჩვენ გვექნება თეატრი, რომელიც ყველა თანამედროვე სტანდარტებს  დააკმაყოფილებს“ - ამის შესახებ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.

„თეატრის მშენებლობის მომავალი წლის ოქტომბერში  დასრულდება და შესაბამისად, ჩვენ ვიზეიმებთ პირველ სპექტაკლს განახლებულ თეატრში. მინდა მადლიერება გამოვხატო ფონდი  „ქართუს“ მიმართ, რომლის სრული დაფინანსებით  ხორციელდება  ეს პროექტი. თეატრს ექნება ყველა ინფრასტრუქტურული  და ტექნიკური საჭიროება იმისათვის,  რომ  დასმა  საუკეთესო პირობებში იმუშაოს. ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო თეატრი მთელს საქართველოში“ - განაცხადა მამუკა წოწერიამ და ფონდ „ქართუს“ მიერ ზუგდიდში განხორციელებულ მასშტაბურ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება.

„ჩვენი მუნიციპალიტეტის მასშტაბით თეატრთან ერთად „ქართუ“ ფონდის მიერ   განხორციელებულია უმნიშვნელოვანესი პროექტები. ეს გახლავთ ნიკოსეული სასახლე,  რომელიც  თავიდან ბოლომდე იქნა  რეაბილიტირებული  და რომელიც  დანგრევის პირას იყო  მისული; ასევე  გახლავთ  ნარაზენში სამონასტრო კომპლექსი; დადიანების ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციის პროექტირება, რომლის მიხედვითაც  განხორციელდა მისი  სრული აღდგენა და უკვე  ექსპლუატაციაშია  შესული; მინდა აღვნიშნო,  სპორტული ინფრასტრუქტურა,  ეს გახლავთ რაგბის  სტადიონის და ბაზის მშენებლობა, რომლის სამუშაოები უკვე დაწყებულია და დიდი მადლობა კიდევ ერთხელ  მინდა გადაუხადო „ქართუ“ ფონდს ასეთი მხარდაჭერისთვის, რომ არა  ეს ფონდი  ნამდვილად, როგორც ცენტრალური ბიუჯეტის თვალსაზრისით, ასევე, მით უმეტეს მუნიციპალიტეტის მასშტაბით ამ თანხების მობილიზება და შესაბამისად, ამ სიკეთის  შექმნა ჩვენი მუნიციპალიტეტისათვის შეუძლებელი იქნებოდა“ - განაცხადა მამუკა წოწერიამ.

წყარო / სტატიის ავტორი

newstimes.ge

სხვა სიახლეები

22.09.2021

16:03

ელისო ბოლქვაძე საფანგეთის გამომცემელთა ნაციონალური სინდიკატის (SNE) გენერალურ დირექტორს პიერ დუტიოს შეხვდა

პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე, პარიზში ვიზიტის ფარგლებში, საფრანგეთის გამომცემელთა ნაციონალური სანდიკატის (SNE) გენერალურ დირექტორს პიერ დუტიოს შეხვდა. ...

07.06.2021

19:23

ელისო ბოლქვაძე საფრანგეთის სენატის კულტურის, განათლების და კომუნიკაციის კომიტეტის თავჯდომარეს ლორან ლაფონს შეხვდა

კულტურის კომიტეტის თავჯდომარე ელისო ბოლქვაძე საფრანგეთის სენატის კულტურის, განათლების და კომუნიკაციის კომიტეტის თავჯდომარეს ლორან ლაფონს შეხვდა. ...

05.06.2021

16:36

ბექა ოდიშარიამ წიგნის ­ „აფხაზი არისტოკრატები ემიგრაციაში’’ პრეზენტაციაში მიღო მონაწილეობა

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ მონაწილეობა მიიღო ცნობილი მკვლევარისა და მეცნიერის, ნატო მარშანიას წიგნის ­ „აფხაზი არისტოკრატები ემიგრაციაში“ პრეზენტაციაში....

02.06.2021

17:43

ელისო ბოლქვაძის და ლატვიის ელჩის, ინგრიდა ლევრენცეს შეხვედრაზე სახელოვნებო განათლების სისტემის შესახებ იმსჯელეს

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ინგრიდა ლევრენცეს შეხვდა. ...

14.05.2021

21:43

ირაკლი ღარიბაშვილმა ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით განახლებული ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი გახსნა

დღეს არის მართლაც დიდი ზეიმი, ოზურგეთს ამშვენებს ეს უნიკალური თეატრი, რომელიც 150 წელს ითვლის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სრულად განახლებული ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა....

22.04.2021

13:31

ელისო ბოლქვაძე და ქეთევან დუმბაძე თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდნენ

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე და თავმჯდომარის მოადგილე ქეთევან დუმბაძე თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროს ირაკლი გვილავას და კულტურის ობიექტების მართვის და დაგეგმარების განყოფილების უფროსს ცირა შალაშვილს შეხვდნენ. შეხვედ...

31.03.2021

15:31

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომღერლის, ლოტბარისა და კომპოზიტორის, დიდი ქართველი მოღვაწის, ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს, კოლეგებსა და სრულიად საქართველოს, – ამის შესახებ სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაცი...

11.03.2021

11:03

თეა წულუკიანი თეატრისა და კინოს უნივერსიტეტს, სამხატვრო აკადემიასა და კონსერვატორიას სამუშაო ვიზიტით ეწვია

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე დარგობრივი სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან შეხვედრებს განაგრძობს. სამუშაო შეხვედრები ამჯერად კულტურის სფეროში მოქმედ სამ უმაღლეს სასწავლებელში - საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს ს...

10.03.2021

20:26

თეა წულუკიანი ანსამბლ „ერისიონის“ ხელმძღვანელობას შეხვდა

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე დარგობრივი სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან შეხვედრებს განაგრძობს....

05.03.2021

20:43

თეა წულუკიანი თბილისის მარიონეტების თეატრში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე დარგობრივი სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან შეხვედრებს განაგრძობს. ...