დავით სონღულაშვილი: საქართველოს, როგორც დიდი ენერგო პოტენციალის მქონე ქვეყანას, შეუძლია შეასრულოს ხიდის როლი ევროპასა და აზიის ენერგეტიკულ ბაზრებს შორის2022-05-31 16:10:35

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ლატვიის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის დელეგაციას უმასპინძლა2022-05-31 16:08:23

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 8 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს2022-05-31 16:05:11

იტალიური არქიტექტურისა და დიზაინი დღეების თბილისში წელსაც გაიმართა2022-05-31 16:03:27

ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დეპუტატებმა №11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მყოფი ბავშვები მოინახულეს2022-05-31 15:57:10

ჯო ბაიდენი - აშშ აგრძელებს მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის მამაცი ხალხის მიმართ, ვაცხადებ ახალი პაკეტის შესახებ, რომელიც უკრაინას დამატებითი საბრძოლო მასალით უზრუნველყოფს

რობერტა მეცოლა - წუთებს ვითვლიდით, ვიდრე მალტა ევროკავშირს შეურთდებოდა, უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოში, დასავლეთ ბალკანეთში ახლა ევროპას უყურებენ ამავე იმედით, მინდა, მათ ჩვენსავით სჯეროდეთ

ურსულა ფონ დერ ლაიენი - ჩვენ უკრაინის გვერდით ვართ, პირობას ვდებთ, რომ უკრაინის მოსახლეობისთვის 200 მილიონ ევროს გამოვყოფთ

22.06.2021

14:41

კონკურენციის ეროვნული სააგენტო ფოთის საზღვაო ნავსადგურის საპორტო მომსახურების ბაზრის მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ფოთის საზღვაო ნავსადგურის საპორტო (სტივიდორული) მომსახურებისა და მასთან დაკავშირებული ბაზრების მონიტორინგი დაასრულა. მონიტორინგის საანგარიშო პერიოდი მოიცავს 2016-2019 წლებს.

სააგენტოს შეფასებით, 2016-2019 წლების მიხედვით, მთლიანობაში, სატერმინალო მომსახურების ბაზარზე კონკურენტული გარემოა.  ზრდადია აღნიშნულ ბაზარზე მოქმედი სუბიექტების ერთობლივი ბრუნვა (77%-ით), გადამუშავებული საკონტეინერო ტვირთების რაოდენობა (68%-ით) და დასაქმებულთა რაოდენობაც (13,5%-ით). ამასთან, მომსახურების ტარიფები უცვლელი იყო.

ზრდადი იყო ეკონომიკური საქმიანობის მაჩვენებლები ავტოსატრანსპორტო მომსახურების ბაზარზეც, კერძოდ: ეკონომიკური აგენტების ერთობლივი ბრუნვა 194%-ით, გადაზიდული კონტეინერების რაოდენობა 62%-ით (TEU განზომილებაში 11-ჯერ), დასაქმებულთა რაოდენობა 16%-ით.

2016 წლიდან ფაქტობრივად არ შემცირებულა ფოთის საზღვაო ნავსადგურში ოპერირებადი საზღვაო ხაზების რაოდენობაც და 2019 წლის ჩათვლით, მათი მაჩვენებლებიც ზრდის ტენდენციით ხასიათდება. კერძოდ, ერთობლივი ბრუნვა 73,5%-ით, ცალობით ჩატვირთული და გადმოტვირთული კონტეინერების რაოდენობა 167%-ით და დასაქმებულთა რაოდენობა 2%-მდე. საზღვაო ხაზებს სრული შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი სურვილის შესაბამისად, აირჩიონ საკონტეინერო ტვირთების მომსახურე სატერმინალო კომპანიები და ტერმინალებში ტვირთის გადამზიდავი ავტოსატრანსპორტო საშუალებებიც.

საპორტო (სტივიდორული) მომსახურების ბაზარზე 100%-იანი დომინანტური მდგომარეობა უჭირავს სს ,,კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურს“. 2016-2019 წლებში იზრდებოდა მის საქმიანობასთან დაკავშირებულ ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლები: ერთობლივი ბრუნვა 55%-ით, თითქმის გაორმაგდა შემოტანილი და გადაზიდული საკონტეინერო ტვირთების მოცულობაც, ხოლო მომსახურების ტარიფები უცვლელია.

მონიტორინგის შედეგების მიხედვით, მიღწეული პოზიტიური შედეგების მიუხედავად - სს ,,კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ მიერ უკანასკნელ წლებში გატარებული მთელი რიგი კომპლექსური და პრევენციული ღონისძიებებისა, ჯერ კიდევ პრობლემურია უსაფრთხოებასთან და სხვადასხვა ინციდენტებთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც უნდა მოგვარდეს სხვადასხვა სახის დამატებითი აქტივობებით, რაც არ შეიძლება იყოს დაკავშირებული შესაბამის ბაზრებზე კონკურენციის შემზღუდვასთან.

გაფართოების მიმართულებით ფოთის საზღვაო ნავსადგურში დაგეგმილი მასშტაბური საინვესტიციო პროექტები, მათ შორის  ტერმინალის გაფართოება და ახალი ნავმისადგომების აშენება, ხელს შეუწყობს ინფრასტრუქტურის შემდგომ განვითარებას, ტექნიკურ მოდერნიზაციას და, საბოლოო ჯამში, მისი საქმიანობის ეფექტურობის ამაღლებას.

სატერმინალო კომპანიების აბსოლუტური უმრავლესობის შეფასებით, სააგენტოს გადაწყვეტილება სატერმინალო ბიზნესსა და კონკურენტულ გარემოზე პოზიტიურად აისახა. შესაბამისად, საკონტეინერო ტვირთის გადამზიდავებს საშუალება მიეცათ - ტვირთის დამუშავებისთვის მათთვის ყველაზე ხელსაყრელი ტერმინალი თავისუფლად აირჩიონ და  არ განხორციელდა მომსახურების ფასების ზრდა. მათივე განმარტებით, აღნიშნული მომენტისთვის, შესაბამის ბაზრებზე, კონკურენტული გარემოა.

შეგახსენებთ, რომ 2016 წელს სატერმინალო მომსახურების ბაზარზე მოქმედი 14 ეკონომიკური აგენტის საჩივრის საფუძველზე, ,,კორპორაცია ფოტის საზღვაო ნავსადგურის“ მხრიდან ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით, სააგენტომ მოკვლევა განახორციელა. საკითხის შესწავლის დასრულებამდე, სააგენტოს მიმართვის საფუძველზე, სასამართლომ აკრძალა კონკურენციის საწინააღმდეგოდ მიჩნეული კონტეინერების გადამუშავების ახალი სქემისა და  საპორტო მომსახურების ახალი კომბინირებული ტარიფის ამოქმედება. მოკვლევის ფარგლებში, კონკურენციის სააგენტოს მიერ გაიცა რეკომენდაციები -  გამორიცხულ იქნას თავისუფალი და სამართლიანი კონკურენციის არამართლზომიერი შეზღუდვა. უსაფრთხოების ნორმების დაცვის და ტექნიკური სტანდარტების გაუმჯობესების მიმართულებით ჩატარდეს საჭირო ღონისძიებები.  განხორციელდეს - ფოთის საზღვაო ნავსადგურსა და საბაჟო საწყობებთან დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია.

2020-2021 წლებში, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ 5 სხვადასხვა ბაზრის მონიტორინგი დასრულდა. ამ დროისათვის, მიმდინარეა სწავავის და ფარმაციის ბაზრის მონოტორინგები.

წყარო / სტატიის ავტორი

newstimes.ge

სხვა სიახლეები

03.05.2022

14:02

ირაკლი ლექვინაძე: დაზღვევის კულტურის ამაღლება და ფინანსური განათლების გაძლიერება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე დაზღვევის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა. ...

02.05.2022

16:40

ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ პირებს ქონების გადასახადის ნაწილში საგადასახადო ტვირთი შეუმსუბუქდებათ

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა კანონპროექტზე - „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ იმსჯელა. ...

02.05.2022

16:37

თამბაქოს იმპორტირებულ ნაწარმზე 1 სექტემბრამდე საგამონაკლისო ნორმები დაწესდება

თამბაქოს იმპორტირებულ ნაწარმზე 1 სექტემბრამდე საგამონაკლისო ნორმები დაწესდება. „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილ კანონპროექტზე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს....

25.11.2021

18:45

ეროვნული ბანკი - ოქტომბერთან შედარებით, ნოემბერში საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა 487 მილიონი ლარით გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2021 წლის პირველი ნოემბრისათვის 36.35 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 487.37 მლნ ლარით, ანუ 1.36%-ით მეტია პირველი ოქტომბრისთვის არსებულ მაჩვენებელზე....

17.11.2021

17:35

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 18 ნოემბრისთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 18 ნოემბერს ერთი ამერიკული დოლარი 3.1435 ლარი ეღირება, ევრო – 3.5562 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.2230 ლარი. ...

22.09.2021

16:40

კომპანია „ენკა“, რომელსაც „ნამახვანჰესი“ უნდა აეშენებინა, საქართველოსთან ხელშეკრულებას წყვეტს

კომპანია „ენკა რინიუებლზი“, რომელსაც „ნამახვანჰესი“ უნდა აეშენებინა, საქართველოსთან ხელშეკრულებას წყვეტს. ამის შესახებ კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი. ...

09.06.2021

17:48

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 10 ივნისისთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 10 ივნისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 3.1387 ლარი ეღირება, ევრო – 3.8273 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.4500 ლარი. ...

09.06.2021

17:36

ნათია თურნავა - პანდემიის მიუხედავად, საქართველოში ახალი ავიაკომპანიები შემოვიდნენ და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება

ტურიზმის აღდგენის და მგზავრთნაკადის ზრდის პროცესი გრძელდება საქართველოს ყველა საერთაშორისო აეროპორტში, რადგან უკვე ზაფხულის სეზონია, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი აღადგენს თავის სიმძლავრეებს, უკვე 68%-ზეა ასული 2019 წლის მაისთან შედარებით....

07.06.2021

22:31

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა

ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით 2020 წელს, მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა კლებამ წინა წელთან შედარებით 6.2% შეადგინა. მომხსენებლის ინფორმაციით, ინფლაციის მაჩვენებელმა შეადგინა 5, 2%. ვაჭრობის კუთხით შემცირება იყო 14, 6%-ით....

05.06.2021

16:51

ნათია თურნავა - უახლოეს დღეებში საქართველოს ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების საბჭოს თავმჯდომარე ეწვევა და „ნახავანჰესის“ საკითხზე შეხვედრა გაიმართება

მთავარი საქართველოს ინტერესია, რომ ჩვენ ენერგეტიკულად ძლიერი, დამოუკიდებელი ქვეყანა ვიყოთ და საკუთარი, ადგილობრივი განახლებადი რესურსი განვითარდეს, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ „ნახავანჰესის“ საკითხზე საუბრისას განაცხადა....