საქველმოქმედო ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით ზუგდიდში 5 000 მაყურებელზე გათვლილი რაგბის სტადიონი შენდება2021-09-22 18:46:46

იუსტიციის მინისტრმა ჩხოროწყუში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა2021-09-22 18:44:22

ჯუანშერ ბურჭულაძე ნატოს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა2021-09-22 18:42:36

ნიკა მელია - რაც უნდა ნაჯახი და ხანჯალი მოგვიქნიონ, 2 ოქტომბერს ასიათასობით მოქალაქე, როგორც აზვირთებული ზვავი, მივა საარჩევნო უბნებთან და გამოუტანს განაჩენს კრიმინალებს, სუს-ის აგენტებს, ზონდერებს2021-09-22 16:43:07

ნათია თურნავა - აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3,5 - დან 8,5 პროცენტამდე გაზარდა2021-09-22 16:41:48

სერჟ სარქისიანი - სომხეთ-საქართველოს ურთიერთობები უნდა განვავითაროთ

მსოფლიოში გასული კვირის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა 2.6 მილიონით გაიზარდა

აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ის 75 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

06.07.2021

18:48

იუსტიციის მინისტრმა პირველი მოადგილის პოსტზე თამარ ტყეშელაშვილი წარადგინა

თამარ ტყეშელაშვილი იუსტიციის სამინისტროში  სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატის საქმიანობას უხელმძღვანელებს.

იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის თქმით,   მთავარი  პრიორიტეტი სერვისების  კიდევ უფრო დახვეწა და ხელმისაწვდომობა იქნება. მისივე თქმით, როგორც ქალი მოადგილე ,  ის განსაკუთრებით იზრუნებს და მნიშვნელოვან ყურადღებას დაუთმობს იუსტიციის სისტემაში  დასაქმებულ ქალთა საკითხებს.

თამარ ტყეშელაშვილი პროფესიით იურისტია. არის ადვოკატთა ასოციაციის წევრი. მას აქვს როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორში მუშაობის მდიდარი გამოცდილება; იყო პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი და მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში, პრემიერთან არსებული ინვესტორთა საბჭოს სამუშაო ჯგუფის წევრი, იურიდიული ფირმა  „MKD Law“-ის პარტნიორი და ბიზნესის განვითარების კომიტეტის წევრი. თამარ ტყეშელაშვილი სხვადასხვა ბიზნესკომპანიის წარმომადგენლის სტატუსით არაერთი მსხვილი საინვესტიციო პროექტის განხორციელებაში მონაწილეობდა როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში; წარმოადგენდა კომპანიებს: „Société Générale“, „Bank of New York Mellon“, „NASDAQ OMX“, „EBRD“, „Western Union“, „IBM“, „Marriot Hotels International“, „New Line Cinema“, „NewsCorp“ და სხვ.  ამჟამად პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

თამარ ტყეშელაშვილს განათლება მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მას გავლილი აქვს სასერტიფიკატო პროგრამა  ბრიუსელში, სენტ-ლიუსის უნივერსიტეტში  ევროკავშირისა და საერთაშორისო სამართლის მიმართულებით; ჟენევის „Graduate Institute“-ში კი – საერთაშორისო სავაჭრო სამართლისა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციებში პრაქტიკის მიმართულებებით. თამარ ტყეშელაშვილი ფლობს ინგლისურ, რუსულ და უკრაინულ ენებს.

წყარო / სტატიის ავტორი

newstimes.ge

სხვა სიახლეები

22.09.2021

18:42

ჯუანშერ ბურჭულაძე ნატოს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა

თავდაცვის მინისტრმა საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღანელს და ნატო-ს სამხედრო მეკავშირე ოფიცერს უმასპინძლა....

22.09.2021

15:59

ალექსანდრე დარახველიძემ და ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში კიბერდანაშაულთან ბრძოლის თემაზე ტრენინგი გახსნეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლებისათვის შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში დაიწყო ორდღიანი სწავლება, თემაზე - „კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა“. ...

16.08.2021

16:48

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ბელარუსთან გაფორმებულ შეთანხმებაზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ბელარუსთან გაფორმებულ შეთანხმებაზე განცხადებას ავრცელებს. ...

16.08.2021

16:43

ჯანდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს მიმართავს, აცრაზე უარის შემთხვევაში მოითხოვონ მიზეზის დაფიქსირება და დოკუმენტი გადააგზავნონ რეგულირების სააგენტოში ან დატოვონ სამინისტროს მისაღებში

ჯანდაცვის სამინისტრო მიმართავს მოსახლეობას, ვაქცინაზე უარის შემთხვევაში, მიზეზის დაფიქსირება მოითხოვონ წერილობითი ფორმით და დოკუმენტი, მათივე ხელმოწერილ განცხადებასთან ერთად გადააგზავნონ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მეილზე....

16.08.2021

16:31

საქართველოში აკრედიტებული ელჩები მოქალაქეებს აცრისკენ მოუწოდებენ

საქართველოში აკრედიტებული ელჩები მოქალაქეებს აცრისკენ მოუწოდებენ. ...

16.08.2021

16:29

ეკატერინე ტიკარაძე - ვეცდებით, კოვიდის მართვა დარჩეს ჰოსპიტალურ სექტორში, საველე ჰოსპიტალი არის უკიდურესი გეგმა, რომლისთვისაც საქართველო მზად არის

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ საველე ჰოსპიტალი გამოყენებული იქნება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში....

16.08.2021

16:16

COVID-19-ის პრევენციასთან დაკავშირებით ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ინფორმირების კამპანიის მორიგი ეტაპი დაიწყო

სახელმწიფო მინისტრის აპარატი განაგრძობს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ინფორმირებას COVID-19-ის პრევენციასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ამჯერად ვაქცინაციის პროცესის შესახებ....

10.07.2021

18:53

კელი დეგნანი - დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას არ სურს ძალადობა, 5 ივლისი იყო იმედგაცრუების დღე საქართველოსთვის

აშშ-მა რთული სამუშაო შეასრულა საქართველოს სამართალდამცავ სტრუქტურებთან ერთად, რათა გაეუმჯობესებინა მათი უნარები აქციების მართვაში, ამიტომ იმედგაცრუებული დავრჩით, რადგან ტრენინგი და აღჭურვილობა არ იყო გამოყენებული, როდესაც ცხადი გახდა, რომ ხალხის მასაში იყვნენ ადამიანები, ვისაც ძალადობა სურდა, – ამის...

10.07.2021

18:40

საქართველოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის კიდევ 43 200 დოზა ჩამოვიდა

შვედურ-ბრიტანული კომპანიის მიერ წარმოებული, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის „ასტრაზენეკას“ 43 200 დოზა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს დილით ჩამოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს....

10.07.2021

17:07

საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აისის“ საბაზისო სამხედრო და სალაშქრო კურსი დასრულდა

საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აისის“ საბაზისო სამხედრო და სალაშქრო კურსი 60- მდე კურსანტმა წარმატებით დაასრულა. კურსის დახურვის ცერემონია დიდგორის ველზე გაიმართა....