საქველმოქმედო ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით ზუგდიდში 5 000 მაყურებელზე გათვლილი რაგბის სტადიონი შენდება2021-09-22 18:46:46

იუსტიციის მინისტრმა ჩხოროწყუში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა2021-09-22 18:44:22

ჯუანშერ ბურჭულაძე ნატოს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა2021-09-22 18:42:36

ნიკა მელია - რაც უნდა ნაჯახი და ხანჯალი მოგვიქნიონ, 2 ოქტომბერს ასიათასობით მოქალაქე, როგორც აზვირთებული ზვავი, მივა საარჩევნო უბნებთან და გამოუტანს განაჩენს კრიმინალებს, სუს-ის აგენტებს, ზონდერებს2021-09-22 16:43:07

ნათია თურნავა - აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3,5 - დან 8,5 პროცენტამდე გაზარდა2021-09-22 16:41:48

სერჟ სარქისიანი - სომხეთ-საქართველოს ურთიერთობები უნდა განვავითაროთ

მსოფლიოში გასული კვირის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა 2.6 მილიონით გაიზარდა

აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ის 75 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

10.07.2021

18:13

ჯუანშერ ბურჭულაძემ თელავში სამხედრო ბაზაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა

ჯუანშერ ბურჭულაძე თავდაცვის ძალებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ადგილზე ეცნობა. თავდაცვის მინისტრი თელავში, ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის ბაზაზე იმყოფებოდა, სადაც  დასრულებული და მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა.  სამხედრო ბაზაზე უკვე დასრულდა ლაზარეთი, რომელსაც კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა, ასევე დასრულდა ერთი ყაზარმის რემონტი, სადაც შეიცვალა სახურავი, მოწესრიგდა სველი წერტილები და აღიჭურვა ახალი ინვენტარით. ამჟამად ბაზაზე მიმდინარეობს მეორე ყაზარმის სველი წერტილების კაპიტალური რემონტი და შენდება ახალი სასწავლო შენობა-ნაგებობა. მიმდინარე წელს ბაზაზე მოეწყობა შიდა გზები და დამონტაჟდება გარე განათება.

ქართველი სამხედროებისთვის ნატოს წევრი ქვეყნების სტანდარტების შესაბამისი პირობების შექმნის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრად დანიშვნის პერიოდიდან ერთ-ერთ პრიორიტეტად დაისახა არსებული ინფრასტრუქტურის სრული განახლება. ამისთვის 2020 წელს გამოიყო 100 მილიონი ლარი, რაც წინა წელთან შედარებით 4-ჯერ მეტი მოცულობის თანხა იყო და დაახლოებით 250-მდე ობიექტი აშენდა, გარემონტდა და მოწესრიგდა. წელს ეს პოლიტიკა გრძელდება და ინფრასტრუქტურის გამართვასა და მშენებლობაზე 80 მილიონი ლარი დაიხარჯება. ამ თანხებით 100-მდე ობიექტის მშენებლობა და რეაბილიტაცია იგეგმება.

წყარო / სტატიის ავტორი

newstimes.ge

სხვა სიახლეები

22.09.2021

18:46

საქველმოქმედო ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით ზუგდიდში 5 000 მაყურებელზე გათვლილი რაგბის სტადიონი შენდება

საქველმოქმედო ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით ზუგდიდში 5 000 მაყურებელზე გათვლილი რაგბის სტადიონი შენდება. ...

22.09.2021

18:44

იუსტიციის მინისტრმა ჩხოროწყუში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორთან გიორგი გუგუჩიასთან ერთად ჩხოროწყუში 87-ე საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა და ახალი ფილიალის მომსახურებითაც ისარგებლა. რატი ბრეგაძემ, გიორგი გუგუჩიამ და ჩხოროწყუს მერმა დავით გოგუამ ახლადგახსნილ ცენტრში კოვიდ ბარათები აიღეს. კოვიდ ...

22.09.2021

16:13

ზუგდიდში მერაბ კოსტავას ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა

ზუგდიდში მერაბ კოსტავას ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. ...

22.09.2021

16:04

გუდაურის წყალმომარაგება - წყალარინების სისტემებისა და წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა აქტიურად გრძელდება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, წყალმომარაგების კომპანია, საკურორტო ზონებში წყლისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მოწყობას აქტიურად განაგრძობს. ...

16.08.2021

16:22

ზუგდიდის ცენტრში იმუნიზაციის პუნქტი გაიხსნა

დღეიდან ზუგდიდში, რუსთაველის N89 - ში (ყოფილი იმპექსის შენობა) „კოვიდ 19“ საწინააღმდეგო ვაქცინაციის პუნქტი გაიხსნა. მოქალაქეებს რომლებსაც „კოვიდ 19“ საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება სურთ, ადგილზე რეგისტრაციის საფუძველზე, მთელი დღის განმავლობაში შეეძლებათ იმუნიზაცია. ვაქცინაციის პროცესს ზუგდიდის მერის...

06.07.2021

18:46

თელავის ისტორიულ ბორცვებს შორის ტურისტული სივრცეების განვითარებაზე ტენდერი გამოცხადდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა თელავის ისტორიულ ბორცვებს შორის ტურისტული მარშრუტებისა და საზოგადოებრივ-რეკრეაციული სივრცეების რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოაცხადა....

24.06.2021

14:56

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ სამი ნიჭიერი ახალგაზრდის ფინანსური ხელშეწყობის გადაწყვეტილება მიიღო

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის, განათლების განყოფილების განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდებისა და ბავშვთა ფინანსური ხელშეწყობის პროგრამის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილმა კომისიამ, სამი ნიჭიერი ახალგაზრდის ფინანსური ...

24.06.2021

14:12

პარლამენტის თავმჯდომარე დეპუტატებთან ერთად, გარდაბანში იუსტიციის სახლის გახსნას დაესწრო

“მოხარული ვარ, რომ დღეს ვესწრები გარდაბანში იუსტიციის სახლის გახსნას - ადგილის, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას ექნება საშუალება, მიიღოს როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორის მომსახურება”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გარდაბანში განაცხადა, სადაც იუსტიციის სახლის გახსნას დეპუტატებთ...

24.06.2021

14:09

სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ქვემო ქართლის რეგიონში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ქალაქ გარდაბანში იუსტიციის სახლის გახსნის შემდგომ, შეხვედრა გამართა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან....

22.06.2021

14:52

ოზურგეთში ცენტრალური უბნების მოსახლეობა წყლისა და წყალარინების განახლებული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია რეგიონების მასშტაბით წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მოწესრიგებას აქტიურად აგრძელებს. ...