საქველმოქმედო ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით ზუგდიდში 5 000 მაყურებელზე გათვლილი რაგბის სტადიონი შენდება2021-09-22 18:46:46

იუსტიციის მინისტრმა ჩხოროწყუში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა2021-09-22 18:44:22

ჯუანშერ ბურჭულაძე ნატოს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა2021-09-22 18:42:36

ნიკა მელია - რაც უნდა ნაჯახი და ხანჯალი მოგვიქნიონ, 2 ოქტომბერს ასიათასობით მოქალაქე, როგორც აზვირთებული ზვავი, მივა საარჩევნო უბნებთან და გამოუტანს განაჩენს კრიმინალებს, სუს-ის აგენტებს, ზონდერებს2021-09-22 16:43:07

ნათია თურნავა - აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3,5 - დან 8,5 პროცენტამდე გაზარდა2021-09-22 16:41:48

სერჟ სარქისიანი - სომხეთ-საქართველოს ურთიერთობები უნდა განვავითაროთ

მსოფლიოში გასული კვირის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა 2.6 მილიონით გაიზარდა

აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ის 75 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

10.07.2021

18:45

სალომე ზურაბიშვილმა სუბრაჰმანიამ ჯაიშანკართან დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოსა და ინდოეთის კვირეულის გამართვის საკითხი განიხილა

საქართველოს პრეზიდენტი ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარს შეხვდა.

სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარი ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის პირველია, რომელიც საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია.

ორბელიანების სასახლეში გამართულ დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ინდოეთის მთავრობას ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების ჩამობრძანების გამო მიღებული გადაწყვეტილებისავის და აღნიშნა, რომ ეს საქართველოსა და საზოგადოებისათვის ძალიან სიმბოლური და უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია.

საქართველოს პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა ინდოეთში საქართველოს ელჩის არჩილ ძულიაშვილის როლი ამ ვიზიტის მომზადებასა და ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების ჩამობრძანების საკითხში.

მომავალ წელს საქართველო და ინდოეთი დიპლომატიური ურთიერთობების 30 წელს აღნიშნავენ.

საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ამ თარიღისთვის საქართველოსა და ინდოეთში გაიმართოს ჩვენი ქვეყნების კვირეული.

მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების საკითხები ისეთ სფეროებში როგორიცაა ეკონომიკა – ვაჭრობა, ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა.

ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით აღინიშნა საქართველო-ინდოეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების, საქართველოში ინდოეთის საელჩოს გახსნისა და პირდაპირი ფრენების დანიშვნის მნიშვნელობა.

როგორც შეხვედრისას აღინიშნა, კორონავირუსის პანდემიამ ნათელი გახადა, რომ საქართველოსა და ინდოეთს აქვთ შესაძლებლობა გააღრმავონ თანამშრომლობა მედიცინის, ჯანდაცვისა და ფარმაციის სფეროში.

საუბარი შეეხო, როგორც რეგიონში შექმნილ ვითარებას ასევე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და ბორდერიზაციას, ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონში მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობას, მათ შორის ადამიანის უფლებების დარღვევებსა და გატაცებებს.

ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

წყარო / სტატიის ავტორი

newstimes.ge

სხვა სიახლეები

22.09.2021

16:43

ნიკა მელია - რაც უნდა ნაჯახი და ხანჯალი მოგვიქნიონ, 2 ოქტომბერს ასიათასობით მოქალაქე, როგორც აზვირთებული ზვავი, მივა საარჩევნო უბნებთან და გამოუტანს განაჩენს კრიმინალებს, სუს-ის აგენტებს, ზონდერებს

პოლიტოკოსების მხრიდან მთავარი გზავნილი დმანისელებისთვის, მთელი საქართველოსთვის არის, რომ 2 ოქტომბერს სიცოცხლის უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ვიბრძოლებთ ქვეყნის მომავლისა და ქვეყნის გადარჩენისთვის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა. ...

22.09.2021

16:38

მოგესალმებით, გიგზვნით რელიზს - თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მე-7 სხდომა გაიმართა

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მე-7 სხდომა გაიმართა შესაძლო ძალადობრივი ექსცესების თავიდან ასაცილებლად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია რეკომენდაციას მოამზადებს. ამის შესახებ გადაწყვეტილება დღეს, კომისიის მე-7 სხდომაზე მიიღეს. სხდომა ი...

22.09.2021

16:37

გიგი წერეთელი - „ქართული ოცნების“ მავნე ნაბიჯები საქართველოს ევროინტეგრაციას უქმნის საფრთხეს

ტოტალური და შემდეგ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მოსმენები, რა თქმა უნდა, არანაირად არ დარჩებოდა რეაგირების გარეშე და არც მომავალში დარჩება, – „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელი საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებას ეხმაურება. ...

22.09.2021

16:33

ალეკო ელისაშვილი - არაფრით არ შეიძლება დიპლომატების თვალთვალი, ეს ჩვენი ევროპული მომავლისთვის დამაზიანებელია

ელჩის დაბარება რა თქმა უნდა, ნიშნავს, რომ ევროკავშირში პროტესტი, კითხვები გაუჩნდათ იმასთან დაკავშირებით, რომ მეგობარი ქვეყანა ასე არ უნდა იქცეოდეს, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჩანაწერებთან დაკავშირებით საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებაზე საუბ...

22.09.2021

16:31

ირაკლი ღარიბაშვილმა რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ საქართველო მზად არის, შეასრულოს საკუთარი სამშვიდობო ფუნქცია კავკასიის რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობისთვის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს....

22.09.2021

16:11

კარლ ჰარცელი - უსაფრთხოების ნებისმიერი სამსახური დაინტერესებულია, სახელმწიფოს წინაშე შესაძლო საფრთხეებს ადევნოს თვალი, თუმცა ამ ტიპის ინსტრუმენტები ფრთხილად უნდა იყოს გამოყენებული

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურები დაინტერესებულნი არიან პოტენციური საფრთხეების აღმოჩენით და აქვთ მიზეზები ფარული მიყურადების გამოსაყენებლად, თუმცა ამ ტიპის ინსტრუმენტების გამოყენება სიფრთხილით, მეთვალყურეობის ქვეშ უნდა ხდებოდეს. ...

22.09.2021

16:10

საგარეო უწყება - საქართველო ერთგულია ყველა იმ საერთაშორისო ვალდებულების, რაც ითვალისწინებს ქვეყანაში დიპლომატიური კორპუსის სრულფასოვან ფუნქციონირებას და იცავს ვენის კონვენციის პრინციპებს

საქართველო ერთგულია ყველა იმ საერთაშორისო ვალდებულების, რაც ითვალისწინებს ქვეყანაში დიპლომატიური კორპუსის სრულფასოვან, შეუფერხებელ ფუნქციონირებას და იცავს ვენის კონვენციის პრინციპებს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის კომენტარშია ნათქვამი. ...

22.09.2021

16:06

ირაკლი ხმალაძე - 2022 წლის ბოლომდე მუნიციპალიტეტის 700-მდე მოიჯარე საიჯარო ქირისგან, ხოლო 160-მდე ღია კაფის მფლობელი მუნიციპალიტეტისთვის გადასახდელი იჯარის გადასახადისგან გათავისუფლდება

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის გამარჯვების შემთხვევაში, დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მიერ დაწყებული ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა გაგრძელდება და რამდენიმე კომპონენტს მოიცავს. ამის შესახებ დედაქალაქის ვიცე-მ...

22.09.2021

16:01

კახა კალაძე: 4 წლის შემდეგ, თბილისი ყველაზე მწვანე, მოწესრიგებული და ლამაზი ქალაქი იქნება ევროპაში

„ჩვენ წერტილი დავუსვით რეკრეაციული სივრცეების ხარჯზე სხვადასხვა მშენებლობას, შედეგი კი სახეზეა - 2021 წელს 161,372,700 ლარი იხარჯება გარემოს დაცვის მიმართულებით“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ თბილისის მართვისა და ეკონომიკი...

16.08.2021

16:47

ალეკო ელისაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ რაღაცას ფაფხურობს და სინამდვილეში, „ქართულ ოცნებას“ გამარჯვებასა და გაძლიერებაში ეხმარება

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატებს აფასებს. მისი თქმით, თვითმმართველობის არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ არც ერთ კანდიდატს არ აქვს მოგების შანსი. ...