საქველმოქმედო ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით ზუგდიდში 5 000 მაყურებელზე გათვლილი რაგბის სტადიონი შენდება2021-09-22 18:46:46

იუსტიციის მინისტრმა ჩხოროწყუში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა2021-09-22 18:44:22

ჯუანშერ ბურჭულაძე ნატოს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა2021-09-22 18:42:36

ნიკა მელია - რაც უნდა ნაჯახი და ხანჯალი მოგვიქნიონ, 2 ოქტომბერს ასიათასობით მოქალაქე, როგორც აზვირთებული ზვავი, მივა საარჩევნო უბნებთან და გამოუტანს განაჩენს კრიმინალებს, სუს-ის აგენტებს, ზონდერებს2021-09-22 16:43:07

ნათია თურნავა - აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3,5 - დან 8,5 პროცენტამდე გაზარდა2021-09-22 16:41:48

სერჟ სარქისიანი - სომხეთ-საქართველოს ურთიერთობები უნდა განვავითაროთ

მსოფლიოში გასული კვირის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა 2.6 მილიონით გაიზარდა

აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ის 75 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

16.08.2021

16:38

ვატო შაქარიშვილი საბურთალოს მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი იქნება

თბილისის საკრებულოს წევრი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ საბურთალოზე დამოუკიდებელ მაჟორიტარად იყრის კენჭს.

შაქარიშვილი განვლილ ოთხ წელს აჯამებს და მიიჩნევს, რომ მოსახლეობა დამოუკიდებელი, უპარტიო კანდიდატის მოლოდინშია.

„მოახლოვდა თვითმმართველობის არჩევნები, შესაბამისად, იწურება საკრებულოს წევრობის ძალიან აქტიური, დაძაბული და მრავალფეროვანი ოთხი წელი. პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ საბურთალოელს, ვინც 2017 წლის არჩევნებში მხარი დამიჭირა. ცხადია, ეს მხარდაჭერა „ქართული ოცნების“ წევრობამ განაპირობა, რამაც გამიხსნა გზა მოსახლეობასთან და მომცა საშუალება, წარმომეჩინა საკუთარი თავი მათ წინაშე. ეს ურთიერთობა ნაყოფიერი აღმოჩნდა, წარმოუდგენელი სითბო მივიღე ამ უბნისგან, გვერდით დამიდგა ყველა თაობის საბურთალოელი, რამაც უდიდესი ძალა მომცა და ამავდროულად, მაგრძნობინა პასუხისმგებლობა. საარჩევნო კამპანიამ და შემდეგ მაჟორიტარად საქმიანობის წლებმა დამამეგობრა უამრავ ადამიანთან, ეს არის შეუფასებელი სიმდიდრე, რაც ცხოვრების ბოლომდე გამყვება.

როგორც ზემოთ ვახსენე, ეს ოთხი წელი დატვირთული იყო მრავალფეროვანი გამოწვევებით. ადგილობრივ საკითხებთან ერთად იყო ეროვნული მნიშვნელობის პოლიტიკური თემები. გამიჭირდება ერთ წერილში შევეხო ყველაფერს, თითოეული ჩემი ნაბიჯი საჯაროა და მოსახლეობას ახსოვს ჩემი პოზიციები მნიშვნელოვან მოვლენებზე. ბუნებრივია, გამოვყოფ ქართული ოცნების დატოვების გადაწყვეტილებას. ჩემთვის ქართული ოცნება არ ყოფილა მხოლოდ პოლიტიკური გაერთიანება, ეს იყო რეჟიმის დამარცხების, თავისუფლების, სამართლიანობის და განვითარების იდეა. სამწუხაროდ, ბევრი მიმართულებით ქართული ოცნება აცდა ამ ღირებულებებს, როდესაც სააკაშვილ-ადეიშვილის ჯალათი მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა გადაწყვიტა; გააღრმავა ბიზნეს და პოლიტიკური კოჰაბიტაცია ნაცმოძრაობასთან; ვერ უზრუნველყო დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა და საკუთარი უუნარობით ქვეყანა ბევრჯერ გახვია კრიზისში. გუნდმა, რომელთან ერთადაც ადგილობრივ ხელისუფლებაში მოვედით, უარი თქვა იმ პრინციპებზე, რასაც ვაჟღერებდით და ვპირდებოდით მოსახლეობას. დღევანდელი მერია მმართველობის სტილით დღითი დღე ემსგავსებოდა ნაცმოძრაობას. ახალმა ადმინისტრაციამ არ აღმოფხვრა კორუფცია, დღემდე გაიცემა პრეფერენციები და პრივილეგიები ახლობლებზე, პოლიტიკური და ფინანსური ინტერესები ჭარბობს საზოგადოებრივ ინტერესებს, თბილისელების ხარჯზე მდიდრდებიან კონკრეტული ადამიანები. ეს ყველაფერი ჩემთვის მიუღებელია და სწორედ ამიტომ დავტოვე უმრავლესობის რიგები. ჩემი უფლებამოსილების ნახევარზე მეტი ოპოზიციაში, დამოუკიდებელი წევრის სტატუსით გავატარე. ამ პერიოდში არასოდეს ვყოფილვარ ჩასაფრებულის პოზიციაში, თითოეული ჩემი კრიტიკა ეფუძნებოდა კონკრეტულ ფაქტებს და არგუმენტებს. ამავდროულად, ჩემი პოლიტიკური შეხედულებები ხელს არ მიშლიდა მხარი დამეჭირა პოზიტიური ნაბიჯებისთვის, რომელსაც მერია დგამდა სხვადასხვა მიმართულებით. გასულ წლებში საბურთალოს მოსახლეობის მხარდაჭერით და მათთან ერთად ბრძოლით ბევრი გამარჯვება მოვიპოვეთ ურბანულ ზონდერებზე, ხელი შევუშალეთ გაუმართლებელ მშენებლობებს, გადავარჩინეთ რეკრეაციული სივრცეები და ა.შ.

გადავწყვიტე, დაწყებული ბრძოლის გაგრძელება! დამოუკიდებლად, უპარტიოდ მივიღებ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას და კიდევ ერთხელ წარვდგები ჩემი საბურთალოელების, ჩემი თბილისელების წინაშე. ვიაზრებ, რომ ვუპირისპირდები უდიდეს ფინანსურ და პარტიულ რესურსებს, შევდივარ დიდ კონკურენციაში, მაგრამ მაქვს ჯანსაღი ამბიცია, უკან არ დავიხიო არცერთი წამით და გავიმარჯვო არა მანდატისთვის ბრძოლაში, არამედ გავიმარჯვო ვიწრო პარტიულ, მერკანტილურ ინტერესებზე, რათა საბურთალოს ყავდეს საკრებულოში ისეთი წარმომადგენელი, რომელსაც არ შეზღუდავს არანაირი პარტიული და პოლიტიკური კონიუნქტურა, რომელიც იქნება მათი ხმა და უპირველესად, მათი ინტერესების დამცველი.

ყველაფერი მოსახლეობის ნებით! ეს სლოგანი არ დარჩება ტრაფარეტად, ჩვენ მას რეალობად ვაქცევთ!“,- წერს შაქარიშვილი ფეისბუქზე.

წყარო / სტატიის ავტორი

newstimes.ge

სხვა სიახლეები

22.09.2021

16:43

ნიკა მელია - რაც უნდა ნაჯახი და ხანჯალი მოგვიქნიონ, 2 ოქტომბერს ასიათასობით მოქალაქე, როგორც აზვირთებული ზვავი, მივა საარჩევნო უბნებთან და გამოუტანს განაჩენს კრიმინალებს, სუს-ის აგენტებს, ზონდერებს

პოლიტოკოსების მხრიდან მთავარი გზავნილი დმანისელებისთვის, მთელი საქართველოსთვის არის, რომ 2 ოქტომბერს სიცოცხლის უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ვიბრძოლებთ ქვეყნის მომავლისა და ქვეყნის გადარჩენისთვის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა. ...

22.09.2021

16:38

მოგესალმებით, გიგზვნით რელიზს - თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მე-7 სხდომა გაიმართა

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მე-7 სხდომა გაიმართა შესაძლო ძალადობრივი ექსცესების თავიდან ასაცილებლად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია რეკომენდაციას მოამზადებს. ამის შესახებ გადაწყვეტილება დღეს, კომისიის მე-7 სხდომაზე მიიღეს. სხდომა ი...

22.09.2021

16:37

გიგი წერეთელი - „ქართული ოცნების“ მავნე ნაბიჯები საქართველოს ევროინტეგრაციას უქმნის საფრთხეს

ტოტალური და შემდეგ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მოსმენები, რა თქმა უნდა, არანაირად არ დარჩებოდა რეაგირების გარეშე და არც მომავალში დარჩება, – „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელი საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებას ეხმაურება. ...

22.09.2021

16:33

ალეკო ელისაშვილი - არაფრით არ შეიძლება დიპლომატების თვალთვალი, ეს ჩვენი ევროპული მომავლისთვის დამაზიანებელია

ელჩის დაბარება რა თქმა უნდა, ნიშნავს, რომ ევროკავშირში პროტესტი, კითხვები გაუჩნდათ იმასთან დაკავშირებით, რომ მეგობარი ქვეყანა ასე არ უნდა იქცეოდეს, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჩანაწერებთან დაკავშირებით საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებაზე საუბ...

22.09.2021

16:31

ირაკლი ღარიბაშვილმა რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ საქართველო მზად არის, შეასრულოს საკუთარი სამშვიდობო ფუნქცია კავკასიის რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობისთვის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს....

22.09.2021

16:11

კარლ ჰარცელი - უსაფრთხოების ნებისმიერი სამსახური დაინტერესებულია, სახელმწიფოს წინაშე შესაძლო საფრთხეებს ადევნოს თვალი, თუმცა ამ ტიპის ინსტრუმენტები ფრთხილად უნდა იყოს გამოყენებული

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურები დაინტერესებულნი არიან პოტენციური საფრთხეების აღმოჩენით და აქვთ მიზეზები ფარული მიყურადების გამოსაყენებლად, თუმცა ამ ტიპის ინსტრუმენტების გამოყენება სიფრთხილით, მეთვალყურეობის ქვეშ უნდა ხდებოდეს. ...

22.09.2021

16:10

საგარეო უწყება - საქართველო ერთგულია ყველა იმ საერთაშორისო ვალდებულების, რაც ითვალისწინებს ქვეყანაში დიპლომატიური კორპუსის სრულფასოვან ფუნქციონირებას და იცავს ვენის კონვენციის პრინციპებს

საქართველო ერთგულია ყველა იმ საერთაშორისო ვალდებულების, რაც ითვალისწინებს ქვეყანაში დიპლომატიური კორპუსის სრულფასოვან, შეუფერხებელ ფუნქციონირებას და იცავს ვენის კონვენციის პრინციპებს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის კომენტარშია ნათქვამი. ...

22.09.2021

16:06

ირაკლი ხმალაძე - 2022 წლის ბოლომდე მუნიციპალიტეტის 700-მდე მოიჯარე საიჯარო ქირისგან, ხოლო 160-მდე ღია კაფის მფლობელი მუნიციპალიტეტისთვის გადასახდელი იჯარის გადასახადისგან გათავისუფლდება

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის გამარჯვების შემთხვევაში, დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მიერ დაწყებული ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა გაგრძელდება და რამდენიმე კომპონენტს მოიცავს. ამის შესახებ დედაქალაქის ვიცე-მ...

22.09.2021

16:01

კახა კალაძე: 4 წლის შემდეგ, თბილისი ყველაზე მწვანე, მოწესრიგებული და ლამაზი ქალაქი იქნება ევროპაში

„ჩვენ წერტილი დავუსვით რეკრეაციული სივრცეების ხარჯზე სხვადასხვა მშენებლობას, შედეგი კი სახეზეა - 2021 წელს 161,372,700 ლარი იხარჯება გარემოს დაცვის მიმართულებით“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ თბილისის მართვისა და ეკონომიკი...

16.08.2021

16:47

ალეკო ელისაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ რაღაცას ფაფხურობს და სინამდვილეში, „ქართულ ოცნებას“ გამარჯვებასა და გაძლიერებაში ეხმარება

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატებს აფასებს. მისი თქმით, თვითმმართველობის არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ არც ერთ კანდიდატს არ აქვს მოგების შანსი. ...