მიხეილ ჩხენკელი - უმორჩილესად ვთხოვ მშობლებს, აიცრან, რათა ბავშვებს საკლასო ოთახებში სწავლის საშუალება ჰქონდეთ2021-09-28 21:18:28

გიორგი კალანდარიშვილმა დიპლომატიურ მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს არჩევნების შუალედური ანგარიში წარუდგინა2021-09-28 21:16:34

ვახტანგ მეგრელიშვილი - ნებისმიერი ხელისუფლებისთვის კოალიციის შესაქმნელად თუ საჭირო გავხდებით, ჩვენი პირობები გვაქვს, ამ პირობებით ნებისმიერთან ვითანამშრომლებთ2021-09-28 21:14:43

ხათუნა სამნიძე - ვეთანხმები პრეზიდენტს, ქვეყანას სჭირდება კოალიციური მმართველობა, შეთანხმება აუცილებელია2021-09-28 21:13:33

ნათია თურნავა - არავის მივცემთ ქვეყნის არევის უფლებას2021-09-28 21:11:36

სერჟ სარქისიანი - სომხეთ-საქართველოს ურთიერთობები უნდა განვავითაროთ

მსოფლიოში გასული კვირის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა 2.6 მილიონით გაიზარდა

აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ის 75 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

22.09.2021

15:59

ალექსანდრე დარახველიძემ და ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში კიბერდანაშაულთან ბრძოლის თემაზე ტრენინგი გახსნეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლებისათვის შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში დაიწყო ორდღიანი სწავლება, თემაზე - „კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა“.

ტრენინგი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ალექსანდრე დარახველიძემ და საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა - პეტრ მიკისკამ გახსნეს. სწავლების გახსნით ღონისძიებას ასევე დაესწრნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორი - ივანე პაპიაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი - ეკატერინე მაჭავარიანი.
ალექსანდრე დარახველიძემ და პეტრ მიკისკამ ტრენინგის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს და წარმატებები უსურვეს.

სწავლება ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს მხარდაჭერით, ასევე, ჩეხეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს, პროკურატურისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით ხორციელდება. ტრენინგს კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით მომუშავე ოთხი ჩეხი ექსპერტი უძღვება.

სასწავლო კურსის მონაწილეებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, კიბერუსაფრთხოების კუთხით უწყებათშორისი თანამშრომლობა, ევროკავშირის კიბერუსაფრთხოების სტრატეგია და ამ მიმართულებით მესამე ქვეყნებთან თანამშრომლობა.

ჩეხეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მუშაობის სპეციფიკას გაეცნო და სასწავლებლის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, მათ შორის ფიზიკური მომზადების დარბაზი და ტირი. პეტრ მიკისკა ასევე დაესწრო სიმულაციურ სწავლებას.

სწავლების მთავარი მიზანია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების შესაძლებლობების განვითარება კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით და ჩეხური მხარის გამოცდილების გაზიარება. სამომავლოდ დაგეგმილია ქართველი ექსპერტების საპასუხო ვიზიტი ჩეხეთის რესპუბლიკაში.

წყარო / სტატიის ავტორი

newstimes.ge

სხვა სიახლეები

28.09.2021

21:18

მიხეილ ჩხენკელი - უმორჩილესად ვთხოვ მშობლებს, აიცრან, რათა ბავშვებს საკლასო ოთახებში სწავლის საშუალება ჰქონდეთ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, აუცილებელია, ინტენსიურად გაგრძელდეს აცრის პროცესი. მინისტრი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს მშობლების ვაქცინაციაზე. ...

28.09.2021

21:16

გიორგი კალანდარიშვილმა დიპლომატიურ მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს არჩევნების შუალედური ანგარიში წარუდგინა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების შუალედური ანგარიში წარუდგინა....

28.09.2021

21:09

გაერო-ს ბავშვთა ფონდი სკოლებისა და საბავშვო ბაღების გახსნასთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილებას მიესალმება

გაერო-ს ბავშვთა ფონდი მიესალმება მთავრობის გადაწყვეტილებას, 4 ოქტომბრიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლებისა და საბავშვო ბაღების გახსნის შესახებ. ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში არის აღნიშნული....

28.09.2021

21:01

საბავშვო ბაღები 4 ოქტომბრიდან მუშაობას განაახლებენ

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები 4 ოქტომბრიდან მუშაობას განაახლებენ. ...

28.09.2021

20:59

4 ოქტომბრიდან სწავლა საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში განახლდება

4 ოქტომბრიდან სწავლა საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში განახლდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს. ...

22.09.2021

18:42

ჯუანშერ ბურჭულაძე ნატოს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა

თავდაცვის მინისტრმა საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღანელს და ნატო-ს სამხედრო მეკავშირე ოფიცერს უმასპინძლა....

16.08.2021

16:48

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ბელარუსთან გაფორმებულ შეთანხმებაზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ბელარუსთან გაფორმებულ შეთანხმებაზე განცხადებას ავრცელებს. ...

16.08.2021

16:43

ჯანდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს მიმართავს, აცრაზე უარის შემთხვევაში მოითხოვონ მიზეზის დაფიქსირება და დოკუმენტი გადააგზავნონ რეგულირების სააგენტოში ან დატოვონ სამინისტროს მისაღებში

ჯანდაცვის სამინისტრო მიმართავს მოსახლეობას, ვაქცინაზე უარის შემთხვევაში, მიზეზის დაფიქსირება მოითხოვონ წერილობითი ფორმით და დოკუმენტი, მათივე ხელმოწერილ განცხადებასთან ერთად გადააგზავნონ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მეილზე....

16.08.2021

16:31

საქართველოში აკრედიტებული ელჩები მოქალაქეებს აცრისკენ მოუწოდებენ

საქართველოში აკრედიტებული ელჩები მოქალაქეებს აცრისკენ მოუწოდებენ. ...

16.08.2021

16:29

ეკატერინე ტიკარაძე - ვეცდებით, კოვიდის მართვა დარჩეს ჰოსპიტალურ სექტორში, საველე ჰოსპიტალი არის უკიდურესი გეგმა, რომლისთვისაც საქართველო მზად არის

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ საველე ჰოსპიტალი გამოყენებული იქნება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში....