მიხეილ ჩხენკელი - უმორჩილესად ვთხოვ მშობლებს, აიცრან, რათა ბავშვებს საკლასო ოთახებში სწავლის საშუალება ჰქონდეთ2021-09-28 21:18:28

გიორგი კალანდარიშვილმა დიპლომატიურ მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს არჩევნების შუალედური ანგარიში წარუდგინა2021-09-28 21:16:34

ვახტანგ მეგრელიშვილი - ნებისმიერი ხელისუფლებისთვის კოალიციის შესაქმნელად თუ საჭირო გავხდებით, ჩვენი პირობები გვაქვს, ამ პირობებით ნებისმიერთან ვითანამშრომლებთ2021-09-28 21:14:43

ხათუნა სამნიძე - ვეთანხმები პრეზიდენტს, ქვეყანას სჭირდება კოალიციური მმართველობა, შეთანხმება აუცილებელია2021-09-28 21:13:33

ნათია თურნავა - არავის მივცემთ ქვეყნის არევის უფლებას2021-09-28 21:11:36

სერჟ სარქისიანი - სომხეთ-საქართველოს ურთიერთობები უნდა განვავითაროთ

მსოფლიოში გასული კვირის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა 2.6 მილიონით გაიზარდა

აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ის 75 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

22.09.2021

16:01

კახა კალაძე: 4 წლის შემდეგ, თბილისი ყველაზე მწვანე, მოწესრიგებული და ლამაზი ქალაქი იქნება ევროპაში

„ჩვენ წერტილი დავუსვით რეკრეაციული სივრცეების ხარჯზე სხვადასხვა მშენებლობას, შედეგი კი სახეზეა - 2021 წელს 161,372,700 ლარი იხარჯება გარემოს  დაცვის მიმართულებით“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ თბილისის მართვისა და ეკონომიკის პოლიტიკის პრეზენტაციაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ბიუჯეტის მნიშვნელოვანი მიმართულებაა გარემოს დაცვა და სამომავლოდ, მსგავსი პროექტების განსახორციელებლად 240,000,000 ლარის დახარჯვა იგეგმება.

„ეს უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. ჩვენ კარგად ვხედავთ, რა თანხები იხარჯებოდა წინა წლებში დედაქალაქში იმისთვის, რომ მწვანე სივრცეები შექმნილიყო. მწვანე სივრცეების შექმნა კი არა, პირიქით მათ ხარჯზე მშენებლობები და კორპუსების ჩადგმა ხდებოდა. ეს იყო მავნე პრაქტიკა. ჩვენ ვართ ის ადამიანები, ვინც ერთხელ და სამუდამოდ ამ ქალაქში ქაოტური განაშენიანება დაასრულა. ჩვენ წერტილი დავუსვით რეკრეაციული სივრცეების ხარჯზე, კორპუსების და სხვადასხვა შენობა-ნაგებობის აშენებას. შედეგი სახეზეა - 2021 წელს 161,372,700 ლარი იხარჯება გარემოს  დაცვის მიმართულებით. გვინდა, რომ 240,000,000 ლარზე ავიყვანოთ ეს ხარჯი და ქალაქი კიდევ უფრო მწვანე გავხადოთ. გპირდებით, რომ ოთხი წლის შემდეგ, თბილის ყველაზე მწვანე, ყველაზე მოწესრიგებული და ლამაზი ქალაქი იქნება ევროპაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მომავალი წლის დაგეგმილი ბიუჯეტისა და პრიორიტეტების შესახებ პრეზენტაცია დედაქალაქის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ წარმოადგინა და აღნიშნა, რომ მომდევნო წლებში დედაქალაქის ბიუჯეტი 1, 700, 000, 000 ლარამდე გაიზრდება.

მისი თქმით, ეს ნიშნავს ორჯერ მეტ თანხას თბილისის ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის.

„ჩვენი დაგეგმილი ბიუჯეტი არის 500 მილიონი ლარით მეტი  - ეს არის 1,700,000,000 ლარი თბილისისთვის. 2012 წელს თბილისის ბიუჯეტი 656,539,000 ლარს შეადგენდა, 2017-ში - 825,933,000 ლარს. ჩვენ წინა არჩევნებზე დავპირდით მოსახლეობას, რომ ბიუჯეტი გახდებოდა ერთი მილიარდი ლარი. ეს დაპირება ჩვენ გადაჭარბებით შევასრულეთ და 2021 წელს უკვე გვქონდა 1,226,976,000 ლარი.

ჩვენი გეგმა და მიზანი არის, რომ მომდევნო წლებში დედაქალაქის ბიუჯეტი გაიზარდოს 1, 700, 000, 000 ლარამდე. ეს ნიშნავს ორჯერ მეტ თანხას თბილისის ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის - 900 მილიონი ლარი. 2012 წელს ამ მიმართულებების პროექტებისთვის დაიხარჯა 356,281,200 ლარი,  2017 წელს - 299,331,800 ლარი, ხოლო 2021 წელს - 457,686,600 ლარი“, - განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა.

ამასთან, ირაკლი ხმალაძის თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტში 100 მილიონით მეტი თბილისის  ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამებისთვის იქნება გამოყოფილი.

„2012 წელს ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამებისთვის დაიხარჯა 152,213,200 ლარი,  2017 წელს - 320,809,100 ლარი, ხოლო  2021 წელს - 354,998,600 ლარი. ჩვენი დაპირებაა, რომ მსგავსი პროექტების განსახორციელებლად ხარჯები 450,000,000 ლარით გაიზარდოს. ასევე, დედაქალაქის ახალი ბიუჯეტით, 240 მილიონი თბილისის გარემოს  დაცვის მიმართულებით გამოიყოფა. რაც შეეხება წინა წლებს, 2012 წელს ამ მიმართულებისთვის 14,429,600 ლარი დაიხარჯა, 2017 წელს– 73,111,800 ლარი, ხოლო 2021 წელს – 161,372,700 ლარი“, - აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.

წყარო / სტატიის ავტორი

newstimes.ge

სხვა სიახლეები

28.09.2021

21:14

ვახტანგ მეგრელიშვილი - ნებისმიერი ხელისუფლებისთვის კოალიციის შესაქმნელად თუ საჭირო გავხდებით, ჩვენი პირობები გვაქვს, ამ პირობებით ნებისმიერთან ვითანამშრომლებთ

სალომე ზურაბიშვილის განცხადება დღევანდელ სიტუაციაში უცნაურად გამოიყურება, თორემ, ბუნებრივია, პოლიტიკოსებმა უნდა შეძლონ თანამშრომლობა და ამის გამოხატულებაა კოალიციური მთავრობა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა....

28.09.2021

21:13

ხათუნა სამნიძე - ვეთანხმები პრეზიდენტს, ქვეყანას სჭირდება კოალიციური მმართველობა, შეთანხმება აუცილებელია

„რესპუბლკური პარტიის“ თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის განცხადებით, ქვეყანას სჭირდება კოალიციური მმართველობა და შეთანხმება აუცილებელია. ...

28.09.2021

21:06

ცესკო-ში აცხადებენ, რომ პირის მიმართ, ვინც თბილისსა და სხვადასხვა რეგიონში ოპოზიციის საწინააღმდეგო ბანერები განათავსა, სამართალდარღვევის ოქმის შედგენის საფუძველი არ არსებობს

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ პირის მიმართ, ვინც თბილისსა და სხვადასხვა რეგიონში ოპოზიციის საწინააღმდეგო ბანერები განათავსა, სამართალდარღვევის ოქმის შედგენის საფუძველი არ არსებობს....

28.09.2021

21:04

ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი მთავარი მიზანი უსაფრთხო გარემოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაა, რასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის

ჩვენი მთავარი მიზანი უსაფრთხო გარემოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაა, რასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს....

28.09.2021

20:49

კახა კალაძე - ახალგაზრდა კაცი ვარ, არ მეზარება შრომა, რადგან რასაც ვაკეთებ, ვაკეთებ ჩემი ქალაქისთვის

თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან კონსტანტინე ზარნაძესთან ერთად, მუხიანის დასახლებაში მცხოვრებ ამომრჩეველს შეხვდა და სამომავლო გეგმები გააცნო....

22.09.2021

16:43

ნიკა მელია - რაც უნდა ნაჯახი და ხანჯალი მოგვიქნიონ, 2 ოქტომბერს ასიათასობით მოქალაქე, როგორც აზვირთებული ზვავი, მივა საარჩევნო უბნებთან და გამოუტანს განაჩენს კრიმინალებს, სუს-ის აგენტებს, ზონდერებს

პოლიტოკოსების მხრიდან მთავარი გზავნილი დმანისელებისთვის, მთელი საქართველოსთვის არის, რომ 2 ოქტომბერს სიცოცხლის უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ვიბრძოლებთ ქვეყნის მომავლისა და ქვეყნის გადარჩენისთვის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა. ...

22.09.2021

16:38

მოგესალმებით, გიგზვნით რელიზს - თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მე-7 სხდომა გაიმართა

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მე-7 სხდომა გაიმართა შესაძლო ძალადობრივი ექსცესების თავიდან ასაცილებლად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია რეკომენდაციას მოამზადებს. ამის შესახებ გადაწყვეტილება დღეს, კომისიის მე-7 სხდომაზე მიიღეს. სხდომა ი...

22.09.2021

16:37

გიგი წერეთელი - „ქართული ოცნების“ მავნე ნაბიჯები საქართველოს ევროინტეგრაციას უქმნის საფრთხეს

ტოტალური და შემდეგ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მოსმენები, რა თქმა უნდა, არანაირად არ დარჩებოდა რეაგირების გარეშე და არც მომავალში დარჩება, – „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელი საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებას ეხმაურება. ...

22.09.2021

16:33

ალეკო ელისაშვილი - არაფრით არ შეიძლება დიპლომატების თვალთვალი, ეს ჩვენი ევროპული მომავლისთვის დამაზიანებელია

ელჩის დაბარება რა თქმა უნდა, ნიშნავს, რომ ევროკავშირში პროტესტი, კითხვები გაუჩნდათ იმასთან დაკავშირებით, რომ მეგობარი ქვეყანა ასე არ უნდა იქცეოდეს, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჩანაწერებთან დაკავშირებით საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებაზე საუბ...

22.09.2021

16:31

ირაკლი ღარიბაშვილმა რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ საქართველო მზად არის, შეასრულოს საკუთარი სამშვიდობო ფუნქცია კავკასიის რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობისთვის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს....