მიხეილ ჩხენკელი - უმორჩილესად ვთხოვ მშობლებს, აიცრან, რათა ბავშვებს საკლასო ოთახებში სწავლის საშუალება ჰქონდეთ2021-09-28 21:18:28

გიორგი კალანდარიშვილმა დიპლომატიურ მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს არჩევნების შუალედური ანგარიში წარუდგინა2021-09-28 21:16:34

ვახტანგ მეგრელიშვილი - ნებისმიერი ხელისუფლებისთვის კოალიციის შესაქმნელად თუ საჭირო გავხდებით, ჩვენი პირობები გვაქვს, ამ პირობებით ნებისმიერთან ვითანამშრომლებთ2021-09-28 21:14:43

ხათუნა სამნიძე - ვეთანხმები პრეზიდენტს, ქვეყანას სჭირდება კოალიციური მმართველობა, შეთანხმება აუცილებელია2021-09-28 21:13:33

ნათია თურნავა - არავის მივცემთ ქვეყნის არევის უფლებას2021-09-28 21:11:36

სერჟ სარქისიანი - სომხეთ-საქართველოს ურთიერთობები უნდა განვავითაროთ

მსოფლიოში გასული კვირის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა 2.6 მილიონით გაიზარდა

აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ის 75 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

22.09.2021

16:06

ირაკლი ხმალაძე - 2022 წლის ბოლომდე მუნიციპალიტეტის 700-მდე მოიჯარე საიჯარო ქირისგან, ხოლო 160-მდე ღია კაფის მფლობელი მუნიციპალიტეტისთვის გადასახდელი იჯარის გადასახადისგან გათავისუფლდება

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის გამარჯვების შემთხვევაში, დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მიერ დაწყებული ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა გაგრძელდება და რამდენიმე კომპონენტს მოიცავს. ამის შესახებ დედაქალაქის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ თბილისის მართვისა და ეკონომიკის პოლიტიკის ძირითადი პროგრამების პრეზენტაციაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, თბილისის მუნიციპალიტეტის 700-მდე მოიჯარე სრულად გათავისუფლდება 2021-2022 წლებში გადასახდელი 11 მილიონამდე ლარის საიჯარო ქირისგან. 160-მდე ღია კაფის მფლობელი კი გათავისუფლდება თბილისის მუნიციპალიტეტისთვის 2022 წლის ბოლომდე გადასახდელი 800 000 ლარის იჯარის გადასახადისგან.

„უკანასკნელი წელიწადნახევარი-ორი წლის განმავლობაში, ეკონომიკური სექტორი მნიშვნელოვნად დაზარალდა. განსაკუთრებით, მცირე და საშუალო ბიზნესი საჭიროებს ჩვენს მხარდაჭერას. სწორედ ამიტომ, შემუშავებული გვაქვს მათი მხარდაჭერის პროგრამა. მუნიციპალიტეტისა და მუნიციპალური საწარმოს 700-მდე მოიჯარეს გავათავისუფლებთ საიჯარო ქირის გადასახადისგან 2021-2022 წლების განმავლობაში. 160-მდე ღია კაფის მფლობელს ვათავისუფლებთ 2022 წლის საიჯარო ქირისგან, ვინაიდან, ისინი 2021 წელს უკვე გათავისუფლებული გვყავს“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

მისივე თქმით, ეკონომიკური შეღავათების ფარგლებში, პანდემიით დაზარალებულ მუნიციპალიტეტის 1 000-მდე მოიჯარეს და ღია კაფის მფლობელს შეეძლება, უძრავი ქონებით სარგებლობის ვადა დამატებით, ორი წლით გაიხანგრძლივოს; მოიჯარეებს, რომელთაც სარგებლობის ვადა ამოეწურათ ან ვადაზე ადრე შეუწყდათ - 2020 წლის პირველი იანვრიდან დღემდე, ან რომელთა ხელშეკრულების ვადაც 2022 წლის პირველ იანვრამდე იწურება, მუნიციპალიტეტი ხელშეკრულების ვადის აღდგენა-გაგრძელებას 2024 წლის პირველ იანვრამდე სთავაზობს.

„1 000-მდე მოიჯარეს, რომელმაც პანდემიის გამო, პრაქტიკულად, ბოლო ორი წელი დაკარგა, მათი ნების საფუძველზე, დამატებით, ორი წლით საიჯარო ურთიერთობების გაგრძელებას ვთავაზობთ. ასევე, იმ მოიჯარეებს, რომელთაც საიჯარო ვადები ეწურებათ, ან ამოეწურათ 2020 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ იანვრამდე, მათ მუნიციპალიტეტი სთავაზობს საიჯარო ვადების გახანგრძლივებას 2024 წლის პირველ იანვრამდე“, - აღნიშნა თბილისის ვიცე-მერმა.

გარდა ამისა, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, პანდემიით დაზარალებულ მუნიციპალიტეტის მოიჯარეებს ქირის გადაუხდელობის გამო, მილიონობით ლარის დაკისრებული და დასაკისრებელი პირგასამტეხლოები ჩამოეწერება, ხოლო ტურისტული ობიექტები ერთჯერადად, დასუფთავების მოსაკრებლისგან გათავისუფლდებიან.

წყარო / სტატიის ავტორი

newstimes.ge

სხვა სიახლეები

28.09.2021

21:14

ვახტანგ მეგრელიშვილი - ნებისმიერი ხელისუფლებისთვის კოალიციის შესაქმნელად თუ საჭირო გავხდებით, ჩვენი პირობები გვაქვს, ამ პირობებით ნებისმიერთან ვითანამშრომლებთ

სალომე ზურაბიშვილის განცხადება დღევანდელ სიტუაციაში უცნაურად გამოიყურება, თორემ, ბუნებრივია, პოლიტიკოსებმა უნდა შეძლონ თანამშრომლობა და ამის გამოხატულებაა კოალიციური მთავრობა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა....

28.09.2021

21:13

ხათუნა სამნიძე - ვეთანხმები პრეზიდენტს, ქვეყანას სჭირდება კოალიციური მმართველობა, შეთანხმება აუცილებელია

„რესპუბლკური პარტიის“ თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის განცხადებით, ქვეყანას სჭირდება კოალიციური მმართველობა და შეთანხმება აუცილებელია. ...

28.09.2021

21:06

ცესკო-ში აცხადებენ, რომ პირის მიმართ, ვინც თბილისსა და სხვადასხვა რეგიონში ოპოზიციის საწინააღმდეგო ბანერები განათავსა, სამართალდარღვევის ოქმის შედგენის საფუძველი არ არსებობს

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ პირის მიმართ, ვინც თბილისსა და სხვადასხვა რეგიონში ოპოზიციის საწინააღმდეგო ბანერები განათავსა, სამართალდარღვევის ოქმის შედგენის საფუძველი არ არსებობს....

28.09.2021

21:04

ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი მთავარი მიზანი უსაფრთხო გარემოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაა, რასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის

ჩვენი მთავარი მიზანი უსაფრთხო გარემოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაა, რასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს....

28.09.2021

20:49

კახა კალაძე - ახალგაზრდა კაცი ვარ, არ მეზარება შრომა, რადგან რასაც ვაკეთებ, ვაკეთებ ჩემი ქალაქისთვის

თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან კონსტანტინე ზარნაძესთან ერთად, მუხიანის დასახლებაში მცხოვრებ ამომრჩეველს შეხვდა და სამომავლო გეგმები გააცნო....

22.09.2021

16:43

ნიკა მელია - რაც უნდა ნაჯახი და ხანჯალი მოგვიქნიონ, 2 ოქტომბერს ასიათასობით მოქალაქე, როგორც აზვირთებული ზვავი, მივა საარჩევნო უბნებთან და გამოუტანს განაჩენს კრიმინალებს, სუს-ის აგენტებს, ზონდერებს

პოლიტოკოსების მხრიდან მთავარი გზავნილი დმანისელებისთვის, მთელი საქართველოსთვის არის, რომ 2 ოქტომბერს სიცოცხლის უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ვიბრძოლებთ ქვეყნის მომავლისა და ქვეყნის გადარჩენისთვის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა. ...

22.09.2021

16:38

მოგესალმებით, გიგზვნით რელიზს - თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მე-7 სხდომა გაიმართა

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მე-7 სხდომა გაიმართა შესაძლო ძალადობრივი ექსცესების თავიდან ასაცილებლად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია რეკომენდაციას მოამზადებს. ამის შესახებ გადაწყვეტილება დღეს, კომისიის მე-7 სხდომაზე მიიღეს. სხდომა ი...

22.09.2021

16:37

გიგი წერეთელი - „ქართული ოცნების“ მავნე ნაბიჯები საქართველოს ევროინტეგრაციას უქმნის საფრთხეს

ტოტალური და შემდეგ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მოსმენები, რა თქმა უნდა, არანაირად არ დარჩებოდა რეაგირების გარეშე და არც მომავალში დარჩება, – „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელი საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებას ეხმაურება. ...

22.09.2021

16:33

ალეკო ელისაშვილი - არაფრით არ შეიძლება დიპლომატების თვალთვალი, ეს ჩვენი ევროპული მომავლისთვის დამაზიანებელია

ელჩის დაბარება რა თქმა უნდა, ნიშნავს, რომ ევროკავშირში პროტესტი, კითხვები გაუჩნდათ იმასთან დაკავშირებით, რომ მეგობარი ქვეყანა ასე არ უნდა იქცეოდეს, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჩანაწერებთან დაკავშირებით საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებაზე საუბ...

22.09.2021

16:31

ირაკლი ღარიბაშვილმა რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ საქართველო მზად არის, შეასრულოს საკუთარი სამშვიდობო ფუნქცია კავკასიის რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობისთვის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს....