ნიკოლოზ ყიფშიძე - მიხეილ სააკაშვილმა მითხრა, რომ ნამდვილად შეწყვეტს მკურნალობას, თუ არ შეუშვებენ მასთან დეპუტატებს, ურთიერთობა ხომ უნდა ადამიანებთან2021-11-25 19:59:16

სლოვაკეთში საქართველოს საელჩო ქვეყანაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს2021-11-25 19:55:57

სახალხო დამცველის ექიმთა ჯგუფი აცხადებს, რომ მძიმე ფსიქოლოგიური გარემოსა და ვერნიკეს სინდრომის გამო, სააკაშვილის მკურნალობაში მაღალკვალიფიციური სპეციალისტები უნდა ჩაერთონ2021-11-25 19:52:47

კომუნიკაციების კომისიამ „ტელეიმედი“ და „სტუდია მაესტრო“ 2 500-2 500 ლარით დააჯარიმა2021-11-25 19:50:26

ივანე ჩხაიძე - ვნახოთ, რა მოგვიტანა ორი ინიციატივის დანერგვამ და შემდეგ უკვე შეიძლება, განხილული იყოს სხვა ღონისძიებები, ერთ-ერთია სავალდებულო ვაქცინაცია მაღალი რისკის ჯგუფებში, პირველ რიგში, სამედიცინო პერსონალის2021-11-25 19:47:35

სლოვაკეთში საქართველოს საელჩო ქვეყანაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს

პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე მყოფი მიგრანტების გადაუდებელი დახმარებისთვის ევროკავშირი 700 000 ევროს გამოყოფს

სერჟ სარქისიანი - სომხეთ-საქართველოს ურთიერთობები უნდა განვავითაროთ

28.09.2021

20:37

კახეთის პოლიციამ ღვინის ქარხნებში ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, კახეთის საოლქო პროკურატურასთან ერთად ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებების შედეგად, თაღლითობის ბრალდებით დააკავეს ორგანიზებული ჯგუფის წევრები, წარსულში ანალოგიური დანაშაულისთვის ნასამართლევი 4 პირი: 1978 წელს დაბადებული მ. ც., 1990 წელს დაბადებული ი.ა., 1960 წელს დაბადებული ნ.ბ., 1974 წელს დაბადებული გ.ც., 1975 წელს დაბადებული ზ. ც. და ​1976 წელს დაბადებული კ.პ. კი პასუხისგებაში მისცეს.

დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა გ.ც.-მ და მ.ც.-მ დანაშაულებრივი ჯგუფი ჩამოაყალიბეს და სხვა ბრალდებულებთან ერთად, ყვარლის მუნიციპალიტეტში მდებარე ღვინის ქარხნებში, ყურძნის მიღების დროს ელექტროსასწორებზე განხორციელებული ხელოვნური მანიპულაციის შედეგად, დიდი ოდენობით თანხებს უკანონოდ ეუფლებოდნენ.

ბრალდებულებმა სექტემბერში, ერთ-ერთ ღვინის ქარხანაში არსებულ მაღალი ტონაჟის სასწორზე ფარულად დაამონტაჟეს დისტანციური წესით სამართავი მოწყობილობა და დისტანციური მართვის პულტების საშუალებით ახდენდნენ მათ მიერვე მოძიებული, ყურძნით დატვირთული ავტომანქანების წონის ხელოვნურად გაზრდას.

პოლიციამ, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, ასევე, ღვინის ქარხნის დათვალიერებისას, კუსტარულად დამზადებული, წონის მომატებისთვის საჭირო აპარატურა, სამართავი პულტი, აგრეთვე, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული 4 630 ლარი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, საქარველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

წყარო / სტატიის ავტორი

newstimes.ge

სხვა სიახლეები

22.11.2021

12:16

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 13 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და სხვადასხვა რეგიონში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს. ...

22.11.2021

12:13

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება 25 ნოემბერს დაიწყება

„პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ოთხ კანდიდატთან გასაუბრების პროცესი იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ხუთშაბათს, 25 ნოემბერს დაიწყება. კომიტეტი დღეში ორ კანდიდატს გაესაუბრება. ...

18.11.2021

19:37

პროკურატურამ პატიმრის წამების ფაქტზე ალექსანდრე მუხაძე პასუხისგებაში მისცა, ამავე საქმეზე ბრალდებულია მეგის ქარდავა

საქართველოს პროკურატურამ პატიმრის წამების ფაქტზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე (მეტსახელად „ქილერა“) ბრალდებულად პასუხისგებაში მისცა, – ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს....

17.11.2021

17:31

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს პროკურატურამ თაღლითურად მოქმედი დანაშაულებრივი ჯგუფი გამოავლინა და დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე დანაშაულებრივი სქემის მონაწილე დააკავა....

22.09.2021

16:08

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის შესახებ ახალი ონლაინკურსის პრეზენტაციას დაესწრო

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის შესახებ ახალი ონლაინკურსის პრეზენტაციას დაესწრო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ კურსის მონაწილეებს წარმატებები უსურვა და მადლობა გადაუხადა ევროპის საბ...

22.09.2021

15:55

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დმანისის მუნიციპალიტეტში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, დმანისში 1 პირი - 1993 წელს დაბადებული დ.დ. დააკავეს. ...

16.08.2021

16:24

პოლიციამ იზოლაციისა და კარანტინის წესების განმეორებით დარღვევის გამო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მდებარე რესტორანი დალუქა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, იზოლაციისა და კარანტინის წესების განმეორებით დარღვევის გამო, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მდებარე რესტორანი „ჩვენებური“დალუქეს....

10.07.2021

17:05

პოლიციამ 5 ივლისს თბილისში გამართულ აქციაზე ჟურნალისტებზე თავდასხმის, დევნასა და ჯგუფურ ძალადობის ფაქტებზე კიდევ 4 პირი დააკავა და 1 პირს ბრალი წარედგინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე კიდევ 4 პირი დააკავეს და ...

25.06.2021

18:50

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით გურიაში 13 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე, დაბა ურეკში 13 პირი დააკავეს....

24.06.2021

14:15

აჭარაში 3 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, აჭარაში, 3 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. ...