ჯო ბაიდენი - აშშ აგრძელებს მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის მამაცი ხალხის მიმართ, ვაცხადებ ახალი პაკეტის შესახებ, რომელიც უკრაინას დამატებითი საბრძოლო მასალით უზრუნველყოფს2022-05-07 14:34:09

ვოლოდიმირ ზელენსკი - ვმუშაობთ დიპლომატიური საშუალებებით „აზოვსტალში“ მყოფი სამხედროების გადარჩენისთვის, ჩართული არიან გავლენიანი შუამავლები და სახელმწიფოები2022-05-07 14:31:23

ოთარ შამუგია - საქართველო და მოლდოვა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის მუშაობენ, მნიშვნელოვანია, ერთობლივი ძალისხმევით, პროცესი ჩვენი ქვეყნებისთვის დადებით შედეგამდე მივიდეს2022-05-07 14:28:15

რობერტა მეცოლა - წუთებს ვითვლიდით, ვიდრე მალტა ევროკავშირს შეურთდებოდა, უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოში, დასავლეთ ბალკანეთში ახლა ევროპას უყურებენ ამავე იმედით, მინდა, მათ ჩვენსავით სჯეროდეთ2022-05-07 14:24:02

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ოფიციალური ვიზიტით სტრასბურგში იმყოფება 2022-05-07 14:16:16

ჯო ბაიდენი - აშშ აგრძელებს მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის მამაცი ხალხის მიმართ, ვაცხადებ ახალი პაკეტის შესახებ, რომელიც უკრაინას დამატებითი საბრძოლო მასალით უზრუნველყოფს

რობერტა მეცოლა - წუთებს ვითვლიდით, ვიდრე მალტა ევროკავშირს შეურთდებოდა, უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოში, დასავლეთ ბალკანეთში ახლა ევროპას უყურებენ ამავე იმედით, მინდა, მათ ჩვენსავით სჯეროდეთ

ურსულა ფონ დერ ლაიენი - ჩვენ უკრაინის გვერდით ვართ, პირობას ვდებთ, რომ უკრაინის მოსახლეობისთვის 200 მილიონ ევროს გამოვყოფთ

28.09.2021

20:56

კონსტანტინე კაკავა: დიემოს ხელმძღვანელი არ უშვებდა გეგმიურ აუდიტს, პრობლემები ჰქონდა საერთაშორისო დონორებთან, მისი განცხადება პოლიტიკური მოტივებითაა გაჯერებული

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა კონსტანტინე კაკავამ, დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის ხელმძღვანელ ლევან წულაიას განცხადებას, რომ თითქოს მასზე ზეწოლა ხორციელდება და ორგანიზაციის საქმიანობაში ხელი ეშლება, უპასუხა და აღნიშნა, რომ მის ბრალდებებს არანაირი საფუძველი არ გააჩნია.  

ლევან წულაიას განცხადება, მაშინ როცა მას შრომითი ხელშეკრულება რამდენიმე დღეში ეწურება გაუგებარია, თუ რაიმე სახის ზეწოლა იყო მას აქამდე უნდა ესაუბრა და არა ახლა, როცა ხელშეკრულება ორ დღეში ისედაც ეწურება.

„ამ ადამიანთან ჩვენ გვაქვს შეიძლება ითქვას  ინსტიტუციური, საქმიანი ურთიერთობა, როგორც მერიასა და ა(ა)იპ-ს შორის, რაც შეეხება იმ ბრალდებებს, რომელიც ამ ადამიანმა გააჟღერა ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ, მერისა და გუბერნატორის მიმართ არავითარი საფუძველი არ გააჩნია. მე არ ვიცი, ვერ ვხვდები რატომ მაინცდამაინც ახლა, როცა მას შრომითი ხელშეკრულება, ურთიერთობები მუნიციპალიტეტთან რამდენიმე დღეში ეწურება, გააკეთა მსგავსი განცხადებები, ჩემთვის ეს არის გაუგებარი, არ ვიცი რა იყო ამის საფუძველი, ეს არის პოლიტიკა, თუ ეს არის სხვა მოტივი.  ამ ადამიანთან მე პირადად და არც გუბერნატორს მათ შორის, არასდროს არ გვქონია პოლიტიკაზე საუბარი, არასდროს არ გვქონია საკადრო ცვლილებებზე საუბარი.” აცხადებს კაკავა და დასძენს, რომ უსაფუძვლო ბრალდებების უკან მხოლოდ პირადი ზრახვები და ვიწრო ინტერესებია.

კონსტანტინე კაკავა აუდიტორული შემოწმების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ეს იყო გეგმიური აუდიტორული შემოწმება, რომელიც ყველა ა(ა)იპიში ტარდება და ყველა ა(ა)იპის ხელმძღვანელს აქვს ვალდებულება გაასაჯაროვოს თავისი ხარჯები და ეს ხარჯები იყოს გამჭვირვალე.  კაკავას განცხადებით, აუდიტორული შემოწმება ყველა ა(ა)იპიში ჩატარდა, ლევან წულაიამ კი შიდა აუდიტთან ანგარიშის წარდგენასა და თანამშრომლობაზე ური თქვა.

,,რაც შეეხება აუდიტორულ შემოწმებას, რომელიც მან ახსენა თავის პრესკონფერენციაში, 2020 წლის დეკემბერის ბრძანების შესაბამისად ყველა ა(ა)იპი ვალდებულია და მათ შორის დიემოც აუდიტორული შემოწმება გაიაროს, ეს არის გეგმიური აუდიტორული შემოწმება. ყველა იურიდიული პირი და მათი ხელმძღვანელობა ვალდებულია გაასაჯაროვოს თავისი ხარჯები და ეს ხარჯები იყოს გამჭვირვალე, თუ ვინმე არ აკეთებს ამას, ეს არის არასწორი ნაბიჯი და რა მოტივით არ აკეთებს ამას ჩემთვის გაუგებარია და ამას მე არ შევაფასებ, ეს იყო ჩვეულებრივი გეგმიური აუდიტი. რაც შეეხება სამეთვალყურეო საბჭოს მოწვევას, ჩვენ ამას ისედაც ვგეგმავდით, რადგანაც ეწურებოდა შრომითი ხელშეკრულება ხელმძღვანელს, ჩვენ აუცილებლად ვიმსჯელებდით მისთვის შრომითი ხელშეკრულების გაგრძელების თაობაზე ან თუ ის ისურვებდა სამსახურიდან წასვლას, როგორც დღეს მან განაცხადა, რა თქმა უნდა ვიმსჯელებდით ამ საკითხზე. შესაბამისად   სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაც აუცილებლად ჩატარდება და გაგრძელდება პროცესი კანონის შესაბამისად“. 

კონსტანტინე კაკავას ინფორმაციით, დიემოს მიერ არაჯეროვნად ხდებოდა დონორული ინვესტიციების თანხების ათვისებაც, რის გამოც სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაცია მერიასთან გამოთქვამდა უკმაყოფილებას. 

„ჩვენ ასევე გვაქვს გარკვეული ინფორმაცია, რომ იმ დონორული ინვესტიციების ხარჯვასთან დაკავშირებით, რაც მათ ჰქონდა სხვადასხვა ორგანიზაციების მხარდაჭერით, არასრულფასოვნად და არაჯეროვნად ხდებოდა ამ თანხების ათვისება,   რის გამოც სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაცია გამოთქვამდა უკმაყოფილებასაც, თუმცა ეს არის მისი შიდა მენეჯმენტის და ადმინისტრირების საკითხები, ეს ჩვენ შეიძლება პირდაპირ არ გვეხება, მაგრამ როგორც დამფუძნებელი, როგორც ორგანიზაცია და დაწესებულება, რომელიც მას აძლევს გარკვეულ ფინანსურ ასიგნებებს,  კიდევ ერთხელ ვიტყვი,  როგორც სხვა იურიდიული პირები ეს იურიდიული პირიც არის აბსოლუტურად ვალდებული მუნიციპალიტეტის წინაშე, ხოლო ეს თანხები, რომელიც  მუნიციპალიტეტის მხრიდან  გაიცემა,  არის  ზუგდიდელი გადასახადების გადამხდელების თანხა. თქვენ იცით, რომ ნებისმიერი დასკვნა არის ხელმისაწვდომი და გამჭვირვალე ყველასათვის, რომელიც იტვირთება როგორც მერიის გვერდზე ასევე სხვდასხვა დაინტერესებული პირები გამოითხოვენ. სწორედაც რომ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა იცოდნენ თუ სად, რა მიმართულებით იხარჯება მათი გადასახადები. სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ ვიტყვი ამ იურიდიული პირის ხელმძღვანელმა არ ისურვა ჩვენთან თანამშრომლობა და ამ დოკუმენტაციის წარმოდგენა არა მარტო მერიისთვის, არამედ მოქალაქეებისთვისაც“- განაცხადა კაკავამ და დასძინა, რომ სწორედ დიემომ გაწყვიტა მერიის შესაბამის სამსახურებთან ურთიერთობა და არა პირიქით.

მერის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, ლევან წულაიამ გადადგა პოლიტიკური ნაბიჯი და აბსოლუტურად არაარგუმენტირებული ბრალდებები დაასახელა. 

„ლევან წულაიას მოტივი და მიზანი ამ ბრალდებების მისავე განცხადებაში ჩანდა. სიტყვა პოლიტიკა ჩვენს შორის აბსოლუტურად არც ერთ დიალოგში არ იყო გაჟღერებული, არც საკადრო საკითხები თქმულა ოდესმე, ის ვერ დაასახელებს ვერცერთ ასეთ დიალოგს და ვერ იტყვის ვერცერთ ადამიანს ვინც ამაზე ესაუბრა, შესაბამისად თუ მას ჰქონდა რაიმე პრობლემა, უნდა დაეფიქსირებინა ეს მყისიერად, მაშინვე და არა ახლა, როცა ორ დღეში ხელშეკრულება ისედაც უმთავრდებოდა“-აღნიშნა კონსტანტინე კაკავამ.

 

წყარო / სტატიის ავტორი

newstimes.ge

სხვა სიახლეები

07.05.2022

14:16

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ოფიციალური ვიზიტით სტრასბურგში იმყოფება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე კონსტანტინე კაკავა სტრასბურგში, ადგილობრივი დემოკრატიის ევროპული ასოციაციის (ALDA) გენერალურ ასამბლეაში იღებს მონაწილეობას. გენერალური ასამბლეის სხდომაზე თავმჯდომარედ უკრაინელი დელეგატი, მარიუპოლის ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტოს წარმომადგენელი ტატია...

09.04.2022

16:52

მარნეულში 9 აპრილს დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს

მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა სოფელ წერეთელში, ალგეთსა და თამარისში არსებული 9 აპრილის მემორიალები გვირგვინებით შეამკეს და სამშობლოს ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. ...

09.04.2022

15:50

ბოლნისში 9 აპრილს დაღუპული გმირები გაიხსენეს

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკში მდებარე 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო....

09.04.2022

15:05

ზუგდიდში 9 აპრილის მემორიალური დაფა თაიგულით შეამკეს

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წელი გავიდა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალური დაფა გვირგვინით შეამკეს. „9 აპრილი ეს გახლავს ყველაზე მნიშვნელოვანი და ხმამაღალი განაცხადი თავისუფლებისთვის და 9 აპრილის მონაპოვარია დღეს ქვეყ...

29.12.2021

13:10

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ საახალწლო სასაჩუქრე კალათების დარიგება დაიწყო

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, ტრადიციულად, საახალწლოდ, 500 ბენეფიციარს სასაჩუქრე კალათებს გადასცემს. მერიისგან სასაჩუქრე კალათები მრავალშვილიან ოჯახებს, მარტოხელა დედებს, დედ-მამით ობოლ ბავშვებს, 100 წელს გადაცილებულ ხანდაზმულებს, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს, უფასო სასადილოსა და სოციალური საცხო...

25.11.2021

18:50

ბათუმის საკრებულოში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

ბათუმის საკრებულოში ხმაური იყო. სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ბიუროს სხდომაზე ოპოზიციური პარტიის წევრები ხელისუფლების წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ....

25.11.2021

18:42

მამუკა წოწერიამ EU4Culture საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია დღეს, EU4Culture საერთაშორისო კონფერენციაში (Zoom) პალატფორმის მეშვეობით დისტანციურად ჩაერთო და მუნიციპალიტეტის კულტურულ ასპექტებზე და შემეცნებით პოტენციალზე ისაუბრა. „გვაქვს პატივი მონაწილეობა მივიღოთ დღევანდელ კონფერენციაში და ვისაუბროთ ქალაქ ზუგდიდი...

22.11.2021

12:48

ბათუმის ახალარჩეული მერი არჩილ ჩიქოვანი საქმიანობას ოფიციალურად შეუდგა

ბათუმის ახალარჩეული მერი არჩილ ჩიქოვანი საქმიანობას ოფიციალურად შეუდგა. დღეს მას მერის რანგში პირველი სამუშაო დღე ჰქონდა. არჩილ ჩიქოვანი მერიაში 09:00 საათზე მივიდა. იგი მომავალი ოთხი წლის გეგმებზე საუბრობს და დარწმუნებულია, რომ მერი ქალაქის საკრებულოსთან და ყველა პარტიის წარმომადგენელთან კონსტრუქცი...

22.11.2021

12:18

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერი მუშაობას შეუდგა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერი მამუკა წოწერია, მერის უფლებამოსილების შესრულებას დღეს შეუდგა. მამუკა წოწერია თანამშრომლებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ მოადგილეებთან ერთად წარუდგინა, ახალ მერს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ ის იქნება საუკეთესო მერი მუ...

18.11.2021

18:05

ბულაჩაურის სტაბილური წყალმომარაგებისთვის სამუშაოები გრძელდება

წყალმომარგების კომპანია დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბულაჩაურის სტაბილური წყალმომარაგებისთვის სამუშაოებს აქტიურად აგრძელებს. ...