დავით სონღულაშვილი: საქართველოს, როგორც დიდი ენერგო პოტენციალის მქონე ქვეყანას, შეუძლია შეასრულოს ხიდის როლი ევროპასა და აზიის ენერგეტიკულ ბაზრებს შორის2022-05-31 16:10:35

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ლატვიის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის დელეგაციას უმასპინძლა2022-05-31 16:08:23

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 8 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს2022-05-31 16:05:11

იტალიური არქიტექტურისა და დიზაინი დღეების თბილისში წელსაც გაიმართა2022-05-31 16:03:27

ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დეპუტატებმა №11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მყოფი ბავშვები მოინახულეს2022-05-31 15:57:10

ჯო ბაიდენი - აშშ აგრძელებს მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის მამაცი ხალხის მიმართ, ვაცხადებ ახალი პაკეტის შესახებ, რომელიც უკრაინას დამატებითი საბრძოლო მასალით უზრუნველყოფს

რობერტა მეცოლა - წუთებს ვითვლიდით, ვიდრე მალტა ევროკავშირს შეურთდებოდა, უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოში, დასავლეთ ბალკანეთში ახლა ევროპას უყურებენ ამავე იმედით, მინდა, მათ ჩვენსავით სჯეროდეთ

ურსულა ფონ დერ ლაიენი - ჩვენ უკრაინის გვერდით ვართ, პირობას ვდებთ, რომ უკრაინის მოსახლეობისთვის 200 მილიონ ევროს გამოვყოფთ

17.11.2021

17:31

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს პროკურატურამ თაღლითურად მოქმედი დანაშაულებრივი ჯგუფი გამოავლინა და დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე დანაშაულებრივი სქემის მონაწილე დააკავა.

როგორც პროკურატურაში განაცხადს, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის მონაწილეებმა – საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა – დააფუძნეს  და ინტერნეტ სივრცესა და სოციალურ ქსელებში განათავსეს შპს „მარკეტ ბული“-ს (Market Bull LTD) რეკლამა. ვებ-გვერდზე marketbull.live-ზე კომპანიის საქმიანობის სფეროდ მითითებული იყო კრიპტოვალუტის ბაზარზე ვაჭრობისას საუკეთესო პირობებით მომსახურება.

„საიტზე აღნიშნული იყო, რომ კომპანია ავტორიზებულია და ვაჭრობის შესაბამისი ლიცენზია გააჩნია. აღნიშნულ ინფორმაციაზე დაზარალებულის მხრიდან დაინტერესების გამოხატვის შემდგომ, მას დაუკავშირდა კომპანიის  თანამშრომელი, რომელმაც განუცხადა, რომ მათი კომპანია  დაინტერესებულ პირებს ეხმარებოდა საფონდო ბირჟაზე მომგებიან ონლაინ ვაჭრობაში. მან დაარწმუნა დაზარალებული, რომ „ჭკვიანურ ვაჭრობებში“ საკუთარი ფულის ჩადებით შეეძლო მოგების მიღება და ნებისმიერ დროს თავის ბალანსზე არსებული მოგებული თანხის განაღდება. კომპანიის თანამშრომლის თქმით, მათ საქართველოში საკუთარი წარმომადგენელი ჰყავდათ და ე.წ. „სავაჭრო“ თანხები, დაზარალებულს, მისთვის უნდა გადაეცა.

შეთანხმების შესაბამისად, დაზარალებულმა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს ეტაპობრივად  გადასცა ფულადი თანხა 164 580 აშშ დოლარის ოდენობით, რის სანაცვლოდაც დაზარალებულის ელექტრონული საფულის ანგარიშზე გადარიცხული თანხის ექვივალენტი კრიპტოვალუტა აისახა. დანაშაულებრივი სქემის მონაწილეთა მოთხოვნის შესაბამისად, აღნიშნული კრიპტოვალუტა, ვითომდა სარფიან ვაჭრობებში მონაწილეობის მისაღებად დაზარალებულის მიერ სრულად იქნა გადარიცხული კომპანიის წარმომადგენლის მიერ კონტროლირებად ანგარიშებზე.

პარალელურად, დაზარალებულისთვის მცდარი შთაბეჭდილებების შექმნის მიზნით, ყალბ სავაჭრო პლატფორმაზე, კომპანიის წარმომადგენლები პერიოდულად აფიქსირებდნენ, რომ თითქოსდა დაზარალებულის საქმიანობა იყო მომგებიანი და მისმა მოგებამ, შეადგინა 91 643.96 აშშ დოლარი.

მას შემდეგ, რაც დაზარალებულმა თანხის განაღდება მოინდომა, ბრალდებულმა და კომპანიის წარმომადგენელმა მოთხოვნაზე უარი განუცხადეს და პლატფორმა, სადაც დაზარალებული  ვაჭრობას ახორციელებდა, გააუქმეს.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის II ნაწილის „ა“ და III ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარედგინა, (თაღლითობა, – წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სხვისი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლება), რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს. ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა უკვე შეეფარდა.

დანაშაულებრივი სქემის მონაწილეთა, მათ შორის, დანაშაულში ჩართული უცხო ქვეყნის მოქალაქეთა დადგენა-გამოვლენის მიზნით, სხვადასხვა ქვეყანაში გაგზავნილია სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობები. საქმეზე გრძელდება გამოძიება.

აქვე გვსურს, გავაფრთხილოთ საქართველოს მოსახლეობა, რომ მთელ მსოფლიოში მომრავლდნენ თაღლითური ჯგუფები,რომლებიც მოქალაქეებს ყალბი ვებ გვერდებით და შეთავაზებებით საფონდო ბირჟაზე და კრიპტოვალუტის ვითომდა მომგებიან ონლაინ ვაჭრობას სთავაზობენ. მოგიწოდებთ მსგავსი ტიპის შეთავაზებებთან დაკავშირებით გამოიჩინოთ მაქსიმალური სიფრთხილე და პირველივე შემთხვევისთანავე მიმართოთ სამართალდამცავ სტრუქტურებს“, – განაცხადეს პროკურატურაში.

 

 

წყარო / სტატიის ავტორი

newstimes.ge

სხვა სიახლეები

31.05.2022

16:05

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 8 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 8 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. ...

31.05.2022

15:48

პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 2006 წელს დაბადებული გ.გ. თბი...

03.05.2022

14:08

პოლიციამ ბორჯომში ოჯახში ძალადობისა და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობის და ოჯახური ძალადობის ბრალდებით 1975 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევ...

22.11.2021

12:16

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 13 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და სხვადასხვა რეგიონში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს. ...

22.11.2021

12:13

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება 25 ნოემბერს დაიწყება

„პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ოთხ კანდიდატთან გასაუბრების პროცესი იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ხუთშაბათს, 25 ნოემბერს დაიწყება. კომიტეტი დღეში ორ კანდიდატს გაესაუბრება. ...

18.11.2021

19:37

პროკურატურამ პატიმრის წამების ფაქტზე ალექსანდრე მუხაძე პასუხისგებაში მისცა, ამავე საქმეზე ბრალდებულია მეგის ქარდავა

საქართველოს პროკურატურამ პატიმრის წამების ფაქტზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე (მეტსახელად „ქილერა“) ბრალდებულად პასუხისგებაში მისცა, – ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს....

28.09.2021

20:37

კახეთის პოლიციამ ღვინის ქარხნებში ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, კახეთის საოლქო პროკურატურასთან ერთად ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებების შედეგად, თაღლითობის ბრალდებით დააკავეს ორგანიზებული ჯგუფის წევრები, წარსულში ანალოგიური დანაშაულისთვის ნასამართლ...

22.09.2021

16:08

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის შესახებ ახალი ონლაინკურსის პრეზენტაციას დაესწრო

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის შესახებ ახალი ონლაინკურსის პრეზენტაციას დაესწრო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ კურსის მონაწილეებს წარმატებები უსურვა და მადლობა გადაუხადა ევროპის საბ...

22.09.2021

15:55

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დმანისის მუნიციპალიტეტში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, დმანისში 1 პირი - 1993 წელს დაბადებული დ.დ. დააკავეს. ...

16.08.2021

16:24

პოლიციამ იზოლაციისა და კარანტინის წესების განმეორებით დარღვევის გამო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მდებარე რესტორანი დალუქა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, იზოლაციისა და კარანტინის წესების განმეორებით დარღვევის გამო, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მდებარე რესტორანი „ჩვენებური“დალუქეს....