ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ საახალწლო სასაჩუქრე კალათების დარიგება დაიწყო2021-12-29 13:10:41

ხსაახალწლო გალაკონცერტი - „გვიყვარდეს ერთმანეთი“ 31 დეკემბრის ღამეს პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება2021-12-29 13:07:50

დავით ნარმანია - მესტიის მუნიციპალიტეტში უნდა გაითიშოს უკანონო მაინინგები, რომელმაც ქსელი დაამძიმა, თუ საჭიროება მოითხოვს, დაყადაღდეს2021-12-29 13:04:57

სოზარ სუბარი - უკრაინულ მხარესთან ჩვენც გაქვს კითხვები, მაგალითად, რა ეტაპზეა სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთაზე დაწყებული გამოძიება2021-12-29 13:00:48

ვახტანგ მეგრელიშვილმა შალვა პაპუაშვილს მიმართა - იაგო და საბო აპირებენ თქვენს მხარდაჭერას, მე კი გადაწყვეტილების მისაღებად მჭირდება პასუხი კითხვაზე, პოლიტიკიდან როცა წახვალთ, გვეტყვით თუ არა მიზეზს2021-12-29 12:59:34

სლოვაკეთში საქართველოს საელჩო ქვეყანაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს

პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე მყოფი მიგრანტების გადაუდებელი დახმარებისთვის ევროკავშირი 700 000 ევროს გამოყოფს

სერჟ სარქისიანი - სომხეთ-საქართველოს ურთიერთობები უნდა განვავითაროთ

22.11.2021

12:13

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება 25 ნოემბერს დაიწყება

„პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ოთხ კანდიდატთან გასაუბრების პროცესი იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ხუთშაბათს, 25 ნოემბერს დაიწყება. კომიტეტი დღეში ორ კანდიდატს გაესაუბრება. პირველ კანდიდატთან ინტერვიუ  10:00 საათზე დაიწყება, ხოლო მეორე კანდიდატთან - 16:00 საათზე,“ - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

იუსტიციის უმაღლესს საბჭოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი ჰყავს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ოთხი კანდიდატი:  გენადი მაკარიძე, ნინო სანოძე, თამარ ოქროპირიძე და თეა ძიმისტარაშვილი.

ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება პლენარულ სხდომაზე პარლამენტის რეგლამენტის 111-ე მუხლის - კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის პროცედურის მიხედვით წარიმართება.

შესაბამისად, თითოეულ კანდიდატთან გასაუბრებისთვის ფრაქციას „ქართული ოცნება“ მიეცემა 75 წუთი, ფრაქციას „რეფორმების ჯგუფი“ – 15 წუთი, ფრაქციას „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“ – 15 წუთი, ფრაქციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ – 31 წუთი, პოლიტიკურ ჯგუფს  „გირჩი“ – 15 წუთი, პოლიტიკურ ჯგუფს „მოქალაქეები“ - 15 წუთი, პოლიტიკურ ჯგუფს „ევროპელი სოციალისტები“ – 15 წუთი, ხოლო პარლამენტის უფრაქციო წევრებს, ჯამში - 33 წუთი.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ გასაუბრების პროცესში კითხვების დასმის შესაძლებლობა, ასევე, ექნებათ არასაპარლამენტო სუბიექტებსაც, კერძოდ: ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს, იურიდიული სამსახურის დირექტორს, სახალხო დამცველს, არასამთავრობო ორგანიზაციების და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს. არასაპარლამენტო სუბიექტებს  თითოეულ კანდიდატთან გასაუბრებისთვის, ჯამში, მიეცემათ 75 წუთი, ანუ თითო სუბიექტს - 15 წუთი.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი 26 ნოემბერს დასრულდება.

 

 

წყარო / სტატიის ავტორი

newstimes.ge

სხვა სიახლეები

22.11.2021

12:16

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 13 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და სხვადასხვა რეგიონში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს. ...

18.11.2021

19:37

პროკურატურამ პატიმრის წამების ფაქტზე ალექსანდრე მუხაძე პასუხისგებაში მისცა, ამავე საქმეზე ბრალდებულია მეგის ქარდავა

საქართველოს პროკურატურამ პატიმრის წამების ფაქტზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე (მეტსახელად „ქილერა“) ბრალდებულად პასუხისგებაში მისცა, – ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს....

17.11.2021

17:31

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს პროკურატურამ თაღლითურად მოქმედი დანაშაულებრივი ჯგუფი გამოავლინა და დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე დანაშაულებრივი სქემის მონაწილე დააკავა....

28.09.2021

20:37

კახეთის პოლიციამ ღვინის ქარხნებში ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, კახეთის საოლქო პროკურატურასთან ერთად ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებების შედეგად, თაღლითობის ბრალდებით დააკავეს ორგანიზებული ჯგუფის წევრები, წარსულში ანალოგიური დანაშაულისთვის ნასამართლ...

22.09.2021

16:08

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის შესახებ ახალი ონლაინკურსის პრეზენტაციას დაესწრო

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის შესახებ ახალი ონლაინკურსის პრეზენტაციას დაესწრო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ კურსის მონაწილეებს წარმატებები უსურვა და მადლობა გადაუხადა ევროპის საბ...

22.09.2021

15:55

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დმანისის მუნიციპალიტეტში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, დმანისში 1 პირი - 1993 წელს დაბადებული დ.დ. დააკავეს. ...

16.08.2021

16:24

პოლიციამ იზოლაციისა და კარანტინის წესების განმეორებით დარღვევის გამო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მდებარე რესტორანი დალუქა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, იზოლაციისა და კარანტინის წესების განმეორებით დარღვევის გამო, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მდებარე რესტორანი „ჩვენებური“დალუქეს....

10.07.2021

17:05

პოლიციამ 5 ივლისს თბილისში გამართულ აქციაზე ჟურნალისტებზე თავდასხმის, დევნასა და ჯგუფურ ძალადობის ფაქტებზე კიდევ 4 პირი დააკავა და 1 პირს ბრალი წარედგინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე კიდევ 4 პირი დააკავეს და ...

25.06.2021

18:50

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით გურიაში 13 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე, დაბა ურეკში 13 პირი დააკავეს....

24.06.2021

14:15

აჭარაში 3 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, აჭარაში, 3 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. ...