საქართველოში კორონავირუსის 1 851 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 5 530 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 55 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 22 012 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 13 137, „პისიარ“ ტესტით – 8 875.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელია – 8,41%, ბოლო 14 დღის – 9,25%, ბოლო 7 დღის – 8,97%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 814 097 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 755 229 გამოჯანმრთელდა, 11 553 კი გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 2 097 159 აცრა, დღიურად აცრილია 1 644.
კარანტინის რეჟიმშია 58, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 708 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 123 პირი.
ამასთან, 21 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 3 357 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 5 772 პაციენტი, გარდაიცვალა 76.
სხვა სიახლეები
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ ბერლინში გამართულ კლიმატისა და უსაფრთხოების კონფერენციაში ონლაინ ფორმატში მიიღო მონაწილეობა. ...
გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენელს და ასოციაცია ,,ქალი და ბიზნესის" აღმასრულებელ დირექტორს, ნინო ელიზბარაშვილს შეხვდა. ...
ჩვენ გვაქვს სრული ნდობა სახალხო დამცველის ოფისის მიმართ, რომელიც ახორციელებს ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს და მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ სახალხო დამცველის რეკომენდაციებს ძალიან ყურადღებით მოეკიდოს, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხად...
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს....
კომუნიკაციების კომისიამ „ბილაინის“ ბრენდით ცნობილ „ვიონი საქართველოს“ მფლობელ კომპანია „ვიონ ჯორჯია ჰოლდინგ B.V“-ის კუთვნილ „ვოთერთრაილ ინდასტრიზისა“ და „ინვესტიკო ალიანსეს“ 100-100-პროცენტიანი წილის გასხვისებაზე თანხმობა გასცა. ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს. „კომუნიკაციების კომისიას ...
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველთა რიცხვის ზრდასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. ...
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები მიცვალებულთა მოხსენიების დღეს ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაოზე „გმირთა სავანე“ იმყოფებოდნენ....
საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის წვრთნის (GDRP-T) დასრულების შემდეგ, თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები წვრთნისა და შეფასების პროგრამას გადიან, რომელსაც საბრძოლო მომზადების ცენტრი (CTC) ახორციელებს. ...
9 აპრილი, გვაერთიანებს განურჩევლად ყველა ქართველს. კიდევ ერთხელ პატივი მივაგოთ თავისუფლებისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს! - განაცხადა „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ. ...
ჩვენი უკრაინელი მეგობრებისგან მოველით, რომ შესაბამისად იქნება შეფასებული ის რისკები, რაც საქართველოს წინაშე დგას და ის გმირობა, რასაც საქართველო თავისი პოლიტიკური გადაწყვეტილებებით ყოველდღიურად აკეთებს საერთაშორისო არენაზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმ...