სოციალური პოლიტიკის ფარგლებში ზრდასრული, შრომისუნარიანი მოსახლეობა, ჩვენი მოქალაქეები შევაჩვიეთ, შევაგუეთ სიღარიბეს, უმუშევრობას და უმოქმედობას. დღეს შრომისუნარანი, სოციალურად დაუცველი მოქალაქე არ არის მოტივირებული, რომ ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობები გაიუმჯობესოს, ეს არის კატასტროფა, შემაშფოთებელი. ჩვენ, როგორც ხელისუფლებამ, მთავრობამ უნდა გადავდგათ გაბედული, ქმედითი ნაბიჯები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, უნდა შექმნან ახალი პროგრამა და ნაცვლად სოციალური დახმარებისა, შრომისუნარიან მოქალაქეებს სამუშაო ადგილები შესთავაზონ.
„მინდა, დავიწყო სოციალური პოლიტიკით. მოგეხსენებათ, არსებული სოციალური პოლიტიკა გვაჩვენებს, რომ მიმდინარე დინამიკა, ტენდენციები ზოგადად არის შემაშფოთებელი. ვთქვათ პირდაპირ, რომ რეალურად არსებული სოციალური პოლიტიკის ფარგლებში, ჩვენ ზრდასრული, შრომისუნარიანი მოსახლოება, ჩვენი მოქალაქეები შევაჩვიეთ, შევაგუეთ სიღარიბეს, უმუშევრობას და უმოქმედობას. რეალურად, დღეს შრომისუნარანი, სოციალურად დაუცველი მოქალაქე არ არის მოტივირებული, დაიწყოს ახალი სამუშაო იმის შიშით, რომ მას შემდეგ სახელმწიფომ არ მოუხსნას სოციალური დახმარება. არ არის მოტივირებული, რომ ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობები გაიუმჯობესოს და ეს არის კატასტროფა, შემაშფოთებელი. ჩვენ, როგორც ხელისუფლებამ, მთავრობამ უნდა გადავდგათ გაბედული, ქმედითი ნაბიჯები.
ამ მიზნით, მე უკვე მქონდა საუბარი მთავრობის წევრებთან, ეკონომიკურ გუნდთან. მაქვს იდეა და ინციატივა, რომ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელსაც უხელმძღვანელებს ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი. ჩვენ უახლოეს დღეებში, რამდენიმე კვირაში წარმოგიდგენთ ახალ სოციალურ ხედვას, პოლიტიკას თუ როგორ უნდა შეცვალოთ მანკიერი სისტემა ახალი, გაჯანსაღებული სისტემით, რაც გულისხმობს, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ ახალი პროგრამა, ეს იქნება საზოგადოებრივი საქმის, სამუშაო ადგილების პროგრამა და ნაცვლად სოციალური დახმარებისა, შრომისუნარიან მოქალაქეებს უნდა შევთავაზოთ სამუშაო ადგილები. ასეთი საზოგადოებრივი სამუშაო ადგილები ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ათასობით და ათი ათასობით თითოეული ქალაქისთვის, თითოეული მუნიციპალიტეტისთვის. ამაზე გვაქვს დაწყებული მუშაობა გუნდის წევრებთან, მთავრობის წევრებთან ერთად. მჯერა, უახლოეს რამდენიმე კვირაში წარმოგიდენთ უკვე აპრობირებულ პროგრამას, რომელიც ევროპის წარმატებულ ქვეყნებში არის დატესტილი, გამოცდილი და დამტკიცებული, რომ ეს არის სწორი ხედვა.
ჩვენ მოქალაქეები შევაგუეთ, შევაჩვიეთ სიღარიბეს, უმოქმდობას და ამ მართლაც გაუსაძლის მდგომარეობას. დღეის მდგომარეობით, დაახლოებით 600 000 სოციალურად დაუცველი მოქალაქე გვყავს, აქედან სულ მცირე 200 000, მეტი თუ არა, არის შრომისუნარიანი მოქალაქე, რომელიც დღევანდელი სოციალური პოლიტიკის გამო არ არის მოტივირებული სამუშაო ადგილის მოსაძებნად, დასაწყებად. ის კი არა, უამრავი მაგალითი ვიცით იმისა, რომ ადამიანი თუ შეიძენს ტელევიზორს, მაცივარს, შემდეგ ქულები აკლდებათ და კარგავენ სოციალურ დახმარებას. სეზონური სოციალურ სამუშაოები თუ არის ბაზარზე ხელმისაწვდომი, არ არიან დაინტერესებული, რომ დასაქმდნენ ამავდროულად სხვა საქმითაც და დამატებითი შემოსავლი მიიღონ. ამიტომ ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი მოქნილი სისტემა, რომ ერთი მხრივ, სულ მცირე ის დახმარება, რაც დღეს მათ ეძლევათ, ხელფასის სახით მიიღონ, ოღონდ კონკრეტული საზოგადოებრივი საქმიანობისთვის და სხვა დამატებით, ამის ზევიდან, რაც მათ შეუძლიათ, რომ მოიძიონ, დაიწყონ ახალი სამუშაო. მათ უნდა ჰქონდეთ ამის თავისუფლება, ორი-სამი სამუშაო იშოვონ და მეტი შემოსავალი შეიტანონ საკუთარ ოჯახებში, იყიდონ მაცივარიც, ტელევიზორიც, სახლებიც გაარემონტონ, სახლებიც იყიდონ და ასე შემდეგ. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ამოცანა. დიდი სურვილი მაქვს, რომ იანვრიდან უკვე დავიწყოთ ეს ახალი პროგრამა, რომელიც, ვფიქრობ, შეცვლის მთლიანად რეალობას და რეალურად ჩვენ ახალ შრომის კულტურას ჩამოვაყალიბებთ. მოსახლეობას, ჩვენს შრომისუნარიან მოქალაქეებს გავუჩენთ პერსპექტივას, განცდას, რომ დასაქმდნენ რეალური შრომით, რეალური საქმით. შრომას უნდა მივაჩვიოთ ჩვენი მოქალაქეები. რა თქმა უნდა, მათ ყველას სურთ სამუშაო ადგილების შოვნა, მაგრამ თუ სახელმწიფო არ უქმნის მათ პირობებს, ეს არის მათთვის დამაბრკოლებელი პირობები. ამ პროგრამის ფარგლებში ჩვენ ჩავრთავთ პროფესიულ სასწავლებლებს, მოხდება უამრავ სპეციალობაში მათი გადამზადება, რამდენიმეკვირიანი პროგრამები შეგვიძლია შევიმუშაოთ და რეალურად, შევცვლით ამ გაყინულ, სტატიკურ მდგომარეობას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
სხვა სიახლეები
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ ბერლინში გამართულ კლიმატისა და უსაფრთხოების კონფერენციაში ონლაინ ფორმატში მიიღო მონაწილეობა. ...
გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენელს და ასოციაცია ,,ქალი და ბიზნესის" აღმასრულებელ დირექტორს, ნინო ელიზბარაშვილს შეხვდა. ...
ჩვენ გვაქვს სრული ნდობა სახალხო დამცველის ოფისის მიმართ, რომელიც ახორციელებს ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს და მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ სახალხო დამცველის რეკომენდაციებს ძალიან ყურადღებით მოეკიდოს, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხად...
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს....
კომუნიკაციების კომისიამ „ბილაინის“ ბრენდით ცნობილ „ვიონი საქართველოს“ მფლობელ კომპანია „ვიონ ჯორჯია ჰოლდინგ B.V“-ის კუთვნილ „ვოთერთრაილ ინდასტრიზისა“ და „ინვესტიკო ალიანსეს“ 100-100-პროცენტიანი წილის გასხვისებაზე თანხმობა გასცა. ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს. „კომუნიკაციების კომისიას ...
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველთა რიცხვის ზრდასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. ...
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები მიცვალებულთა მოხსენიების დღეს ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაოზე „გმირთა სავანე“ იმყოფებოდნენ....
საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის წვრთნის (GDRP-T) დასრულების შემდეგ, თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები წვრთნისა და შეფასების პროგრამას გადიან, რომელსაც საბრძოლო მომზადების ცენტრი (CTC) ახორციელებს. ...
9 აპრილი, გვაერთიანებს განურჩევლად ყველა ქართველს. კიდევ ერთხელ პატივი მივაგოთ თავისუფლებისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს! - განაცხადა „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ. ...
ჩვენი უკრაინელი მეგობრებისგან მოველით, რომ შესაბამისად იქნება შეფასებული ის რისკები, რაც საქართველოს წინაშე დგას და ის გმირობა, რასაც საქართველო თავისი პოლიტიკური გადაწყვეტილებებით ყოველდღიურად აკეთებს საერთაშორისო არენაზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმ...